კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 27 წლისაა!
ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 27 წლისაა!

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ქარ­თუ­ლი არ­მია და­არ­სე­ბი­დან 27 წლის იუ­ბი­ლეს ზე­ი­მობს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია ავ­ღა­ნეთ­სა და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თველ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დღეს ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­უ­ლო­ცავს.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­ღა­ნეთ­ში, ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე ქარ­თვე­ლი მშვდი­ო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი პირ­ვე­ლი მას­შტა­ბურ სწავ­ლე­ბას გა­ი­მარ­თა­ვენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვა­ზი­ან­ში, IV მე­ქა­ნი­ზე­ბულ ბრი­გა­და­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ქარ­თუ­ლი არ­მი­ის დღეს მი­უ­ლო­ცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია.

წელს ქარ­თუ­ლი არ­მია პრო­ფე­სი­ულ დღეს სი­ახ­ლე­ე­ბით შეხ­ვდე­ბა, კერ­ძოდ: წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც მა­ი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მზად­ყოფ­ნის პროგ­რა­მის (GDRP) ფარ­გლებ­ში მას­შტა­ბურ წვრთნებს და­ი­წყებს. გა­მო­ფე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჯა­ვე­ლი­ნის ტი­პის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბი.

ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვებ-გვერ­დის, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ის გვერ­დის, ასე­ვე ის­ტო­რი­უ­ლი და სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მა­ტი­კის ფე­ის­ბუქ ტეს­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ სე­ნა­კის II ქვე­ით ბრი­გა­და­შიც, სა­დაც სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ქარ­თუ­ლი არ­მი­ის დღეს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვა და სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის და­სავ­ლეთ სარ­და­ლი, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი მი­უ­ლო­ცა­ვენ.***

წლე­ბის წინ, ეროვ­ნუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შექ­მნას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო 1991 წლის პირ­ვე­ლი სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვა. იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნის პრო­ცე­სიც და­ი­წყო,- თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხელი ე.წ. თბი­ლი­სი ომმა შე­უ­შა­ლა... 1992 წლის ზამ­თარ­ში, უწყე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდა...

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არც ერთი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას არ მოჰ­ყო­ლია ისე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მი, რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მის შიდა სტრუქ­ტუ­რებ­სა ერ­გოთ. რო­დე­საც ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, გამ­წვევ პუნ­ქტს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­წყდა...

გზა საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნი­დან და­სავ­ლურ მო­დე­ლამ­დე

ირაკ­ლი ძნე­ლა­ძე, პოლ­კოვ­ნი­კი, "ჯეი 3" უფ­რო­სი: - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­დან, იქ­მნე­ბო­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, თა­ვი­დან ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია იყო, რო­მე­ლიც არა­ფორ­მა­ლუ­რა­დაც ით­ვლე­ბო­და, რად­გან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ბო­ლომ­დე არ იყო დაშ­ლი­ლი... ალ­ბათ ბევ­რს ახ­სოვს, რო­გორ წევ­რი­ან­დე­ბოდ­ნენ იქ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით იყ­ვნენ გუ­ლან­თე­ბულ­ნი. მა­შინ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ეჭ­ვის ქვეშ არც იდგა, თუმ­ცა, იყო ლო­კა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი... და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი აღ­ლუ­მი ეს და­უ­ვი­წყა­რი გან­ცდა იყო. არა­და, ძი­რი­თა­დად, გა­უ­მარ­თა­ვი ია­რა­ღი და არას­ტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი გვქონ­და. მე­თა­უ­რო­ბა­სა და ხელ­მძღბა­ნე­ლო­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა აკ­ლდათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი პატ­რი­ო­ტიზ­მი და მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დათ... ასე­თი იყო, ჯა­რის მშე­ნებ­ლო­ბის სა­წყის, მაგ­რამ შემ­დეგ და­ი­წყო შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში მყოფს ძა­ლებს ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვა მო­უხ­დათ... მა­შინ მი­ზე­რუ­ლი ძა­ლე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლით, - ჯერ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბად და­კომ­პლექტდა, შემ­დეგ კი, სტრუქ­ტუ­რუ­ლად გაშ­ლა...

ამა­სო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად, ახალ­ცი­ხი­სა და ქუ­თა­ი­სის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ტექ­ნი­კა გად­მოგ­ვე­ცა. მარ­თა­ლია, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც... 1992 წელს შეძ­ლე­ბისგვა­რად სტრუქ­ტუ­რი­ზე­ბუ­ლი ჯარი, თუმ­ცა საბ­ჭო­თა მო­დერ­ნის სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და. შე­იქ­მნა, სახ­მე­ლე­თო, სა­ზღვაო და ავი­ა­ცი­ის სარ­დლო­ბა. ასე­ვე, კორ­პუ­სე­ბი, მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ბრი­გა­დე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ამუ­შავ­და შტა­ბე­ბი. ცუდი ის იყო, რომ არ­მი­ას მშე­ნებ­ლო­ბა და ბრძო­ლა ერ­თდრო­უ­ლად უწევ­და, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის წას­ვლას ხელს უშ­ლი­და. მთე­ლი რე­სურ­სი და ენერ­გია საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს მიჰ­ქონ­დათ... ანუ ჯარი და­ი­ბა­და ბრძო­ლებ­ში. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სხვა რელ­სებ­ზე გა­და­ვე­დით, - ანუ თუ მა­ნამ­დე საბ­ჭო­თა მო­დე­ლით, რუ­სუ­ლი საბ­რძო­ლო დოქ­ტრი­ნე­ბი­თა და წეს­დე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით, ამის შემ­დეგ, თან­და­თან და­სავ­ლურ მო­დე­ლის­კენ ავი­ღეთ გეზი.

შემ­დეგ, სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო­ში ამე­რი­კას­თან და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ამუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი, წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა. ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბად და­ი­ყო... თუ რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო იმ დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის­გან ის პირ­ვე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი, რო­მელ­მაც ეს პროგ­რა­მა და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტით გა­ი­რია, და­კომ­პლექტდა და მო­ემ­ზა­და. ეს იყო სრუ­ლი­ად სხვა დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც შემ­დეგ, მა­გა­ლი­თი იყო სხვა ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის­თვის... ამას მოჰ­ყვა წვრთნი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რის შემ­დე­გაც, სხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ისე მო­ემ­ზად­ნენ, ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯა­რე­ბის შე­მად­გენრ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

პირ­ვე­ლი იყო კო­სო­ვოს, შემ­დეგ კი, ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სია... ეს კი იმას ნიშ­ნავ­და, რომ წვრნ­თის შემ­დეგ, ქარ­თულ­მა ჯარ­მა ბრძო­ლის ველ­ზეც ნახა თუ რას წარ­მო­ად­გენ­და სამ­ხედ­რო სის­ტე­მა. ეს იყო მე­ო­რე დიდი ნა­ბი­ჯი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის... ამ მი­სი­ე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მიდ­გო­მე­ბი აშაკ­რად შე­იც­ვა­ლა, თა­ვად ჯა­რის­კა­ცებ­მა გა­და­ა­ფა­რეს ყვე­ლა­ფე­რი, თუ მა­ნამ­დე მა­ინც მხო­ლოდ ერ­თმა­ნეთს უყუ­რებ­დნენ, ამის შემ­დეგ, ნა­ხეს თუ რო­გორ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი, რო­გორ ატა­რებს ფორ­მას, რო­გორ უჭი­რავს ია­რა­ღი,... ეს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი იყო და ჯარ­ში კი­დევ ერთი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ში­ნა­გა­ნი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გარ­და­ტე­ხა მოხ­და.

შემ­დეგ, 2008 წელს, უკვე, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ აშ­კა­რად ჩა­ერ­თო ბრძო­ლებ­ში და მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და, რაც მხო­ლოდ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის კი არა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იყო ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი. ამის შემ­დეგ, ხე­ლახ­ლა და­ი­წყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლო ძა­ლე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა.

უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი

არ არ­სე­ბობს არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­ოს დო­ნის შეხ­ვედ­რა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მონ­დო­მე­ბა­სა და თავ­და­დე­ბა­ზე არ ისა­უბ­რონ. ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შეხ­ვედ­რა­ზე, აშშ-ს ახ­ლად­და­ნიშ­ნე­ულმ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯე­იმს მა­ტის­მა, აღ­ნიშ­ნა, - "ქარ­თვე­ლებ­მა და­ამ­ტკი­ცეს თა­ვი­ან­თი ერ­თგუ­ლე­ბა პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ ბრძო­ლის ველ­ზე, სან­დო­ო­ბა და და მე­გობ­რო­ბა". იმ შეხ­ვედ­რა­ზე ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა მი­ნის­ტრი იჯდა...

ზვი­ად ჩა­დუ­ნე­ლი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი: - რო­გორც კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თუ­ლი არ­მია იქ­მნე­ბო­და, მა­შინ­ვე წა­ვე­დი. 1991 წლის თე­ბერ­ვა­ლი იყო. ჩემს უბ­ნე­ლებ­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან კარ­გად შეგ­ვხვდნენ, ყო­ჩაღ ბი­ჭე­ბოო! ამან მო­ტი­ვა­ცია შეგვძი­ნა... სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ტროლს რომ გავ­დი­ო­დით, გვი­თხრეს, რომ 1,75 მეტრზე მა­ღალ ბი­ჭებს არ­ჩევნდნენ. ერთ-ერთი ჩემი მე­გო­ბა­რი, ცოტა და­ბა­ლი იყო და შე­ეხ­ვე­წა, ამიყ­ვა­ნე­თო, მარ­თლაც ძა­ლი­ან კარ­გი ფი­ზი­კუ­რი აგე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. საც­დე­ლი ვა­დით, ერთი კვი­რით დაგ­ტო­ვებ­თო, უთხრეს, მარ­თლაც და­ტო­ვეს, მაგ­რამ მერე მა­ინც არ აიყ­ვა­ნეს.. ლა­მის იტი­რა ისე და­წყდა გული... ფორ­მე­ბიც დაგ­ვი­რი­გეს, მაგ­რამ ჯერ ეროვ­ნუ­ლი არ გვქონ­და, ისევ საბ­ჭო­თა გვერ­გო. გა­ლი­ფეს შარ­ვლე­ბი იყო, აი ისე­თი, ჩვენს ბა­ბუა-პა­პებს რომ ეს ეც­ვათ საბ­ჭო­თა ჯარ­ში. ჩექ­მე­ბიც დაგ­ვი­რი­გეს და ე.წ. პარ­ტი­ან­კე­ბიც, რომ­ლის ფეხ­ზე შე­მოხ­ვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა მა­მა­ჩემს ვთხო­ვე...

გლ­დან­ში, მი­ლი­ცი­ის სკო­ლას­თან ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბი­ლე­ბი წვე­ვამ­დე­ლე­ბი და იქი­დან სახ­ლში ტაქ­სით წა­მო­ვე­დი. მძღოლ­მა მკი­თხა, - რა გაც­ვი­აო. ეგო­ნა, საბ­ჭო­თა ჯა­რი­დან ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იქ­მნე­ბა და ჩა­ვე­წე­რე, იქი­დან მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი... ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, - თქვენ გე­ნაც­ვა­ლე­თო... ლა­მის იტი­რა, მე რუ­სეთ­ში მო­მი­წია მსა­ხუ­რე­ბა­მო... მგზავ­რო­ბის თან­ხა არ გა­მო­მარ­თვა... ერთი სი­ტყვით, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, "მეტ­რომ­შე­ნის" და­სახ­ლე­ბა­ში გა­და­ვე­დით, სა­დაც რო­გორც მახ­სოვს კა­დეტ­თა სკო­ლა იყო. მერე სხვა ახალ­წვე­უ­ლე­ბიც მო­იყ­ვა­ნეს და მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბიც და­ი­წყო, - სერ­ჟან­ტე­ბი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვით. ია­რა­ღე­ბი დაგ­ვი­რი­გეს და მას­თან ურ­თი­ერ­თობ­საც გვას­წავ­ლიდ­ნენ. მწყობ­რით სი­ა­რუ­ლი, მწობ­რი­დან გა­მოს­ვლა და მე­თა­ურ­თან მის­ვლა, კრო­სით სირ­ბი­ლი, მხედ­რუ­ლი სა­ლა­მის აღე­ბა, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბე­ბი, ათე­ულ­ში მოქ­მე­დე­ბე­ბი, ასე­თი ტი­პის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იქ გა­ვი­ა­რეთ.

- "შავ­ნა­ბა­დას" ბა­ტა­ლი­ონ­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- ცოტა ხნის შემ­დეგ, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და ერთ-ერთი იყო "შავ­ნა­ბა­და". ჯერ შავ­ბა­ნა­დას მო­ნას­ტერ­თან ვი­ყა­ვით. თუ არ ვცდე­ბი, იქ ადრე კომ­კავ­ში­რის პი­ო­ნერ­თა ბა­ნა­კი იყო... იქი­დან კი, ძა­ლი­ან მალე ფოთ­ში გა­და­ვე­დით, სა­დაც ჯა­რის­კა­ცის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მომ­ზა­დე­ბა­საც ვაძ­ლი­ე­რებ­დით... მო­ტი­ვა­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო. მე­თა­უ­რო­ბა ხომ გვას­წავ­ლი­და და რა­ღა­ცე­ებს თა­ვა­დაც ვა­ხერ­ხებ­დით, - სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნებს ვე­ძებ­დით და ვკი­თხუ­ლობ­დით. იმ დროს უკვე სერ­ჟან­ტი ვი­ყა­ვი და ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. ათე­უ­ლი ჩა­მა­ბა­რეს. მწყობ­რში სირ­ბი­ლი და სინ­ქრონ­ში მოქ­მე­დე­ბა, ახა­ლი იყო ჩვენ­თვის და ყვე­ლა ვცდი­ლობ­დით, სწრა­ფად აგ­ვეთ­ვი­სე­ბი­ნა... თან­და­თან მძი­მე ტექ­ნი­კაც შე­მო­იყ­ვა­ნეს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ია­რა­ღი რუ­სუ­ლი იყო... ვსწავ­ლობ­დით ტო­პოგ­რა­ფი­ას, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბას. ანუ არე­ა­ლი ფარ­თოვ­დე­ბო­და... შემ­დეგ მოგ­ვი­წია ცხინ­ვა­ლის ომი, - მცი­რე, ლო­კა­ლუ­რი ომე­ბი გვქონ­და იმა­თაც და ჩვენც. პირ­ვე­ლი დენ­თის სუნი იქ ვიგ­რძე­ნით.

ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა, - ჩვენ­თან ახ­ლოს ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა იყო. ეს ის პე­რი­ო­დი, რომ გიყ­ვე­ბო­დით, თა­ვა­დაც ვცდი­ლობ­დით სამ­ხედ­რო ლი­ტე­რა­ტო­რის მო­ძი­ე­ბას მეთ­ქი, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლე­ვან ბე­რი­ამ, იმ ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან სამ­ხედ­რო წიგ­ნე­ბი წა­მო­ი­ღო... ის კონ­ფლიქ­ტი მას­შტა­ბუ­რი არ ყო­ფი­ლა და შეც­დო­მებს გვპა­ტი­ობ­და... ასე­ვე, ჩვენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ანუ ვი­ცო­დით, რომ მცი­რე ომე­ბი­დან უცებ მა­სობ­რივ ომებ­ში არ გა­და­იზ­რდე­ბო­და. ჩვენს ზურ­გში, სა­ჰა­ე­რო სა­დე­სან­ტო ნა­წი­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბი ვიზ­რდე­ბო­დით და ყო­ველ­დღე რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ­დით, თუმ­ცა, ლი­დე­რის ცნე­ბა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და, მხო­ლოდ მე­თა­უ­რი იყო. თუ პრობ­ლე­მებ­სა და სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, პრობ­ლე­მა ყველ­გან იყო. სამ­ხედ­რომ არ იცო­და, დაჭ­რი­ლის­თვის პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა რო­გორ უნდა აღ­მო­ე­ჩი­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამის გამო დაგ­ვე­ღუ­პა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სის­ხლდე­ნა ვერ შე­ვუ­ჩე­რეთ... რაც შე­ე­ხე­ბა, შეც­დო­მებს, ყვე­ლა რგოლ­ში იყო პრობ­ლე­მა, - თუმ­ცა ამას უფრო ფარ­თო გან­ხილ­ვა სჭირ­დე­ბა...

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, უკვე გვეს­მო­და, "ევ­რო­პა" და "ნატო"... გვინ­დო­და წვრთნებ­ში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ისი­ნი ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. თან­და­თან, ინ­გლი­სუ­რი ენაც შე­მო­ვი­და და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, იქა­უ­რი ოფიც­რე­ბიც ვი­ხი­ლეთ... ახ­ლაც მახ­სოვს, 90-იანი წლებ­ში ერ­თმა ოფი­ცერ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა ლაჟ­ვარ­დი ბოლ­ქვა­ძემ გვი­თხრა, - თქვენ ახლა 18-19 წლის ბი­ჭე­ბი ხართ და ბევ­რი თქვენ­გა­ნი და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვას ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით და­უბ­რუნ­დე­ბა, მა­შინ კი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო... მას სხვებ­მა დას­ცი­ნეს, - ოც­ნე­ბობ და ამ პა­ტა­რა ბი­ჭებ­საც ატყუ­ე­ბო...

26 წელი, ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის, არც ისე დიდი დროა, თუმ­ცა, ცო­ტაც არ არის. რა­ღა­ცე­ბი უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხელი სჭირ­დე­ბა, რაც გვაკ­ლია და ეს ყო­ველ­დღი­უ­რად იგ­რძნო­ბა...

ოფი­ცე­რი, თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს, აქვს გა­ნათ­ლე­ბა და სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ სჭირ­დე­ბა, ლო­გის­ტი­კა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რათა მის მიერ და­გეგ­მი­ლი ამო­ცა­ნა წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლოს, რაც უკან გვხევს. ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­ზე გა­დას­ვლა, მო­ი­ცავს სრულ სპექტრს, - სერ­ჟან­ტი­სა და ჯა­რის­კა­ცის მომ­ზა­დე­ბა, მისი წვრთნა, აღ­ჭურ­ვა, მოვ­ლა, სა­ვარ­ჯი­შო კომ­პლექ­სე­ბი­სა და ზო­გა­დად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა... მხო­ლოდ ოფიც­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ნა­ტოს სტან­დარ­ტებს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ თან­და­თან წინ მივ­დი­ვართ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 27 წლისაა!

ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 27 წლისაა!

საქართველოში დღეს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელები პირველი მასშტაბურ სწავლებას გაიმართავენ.

მოგვიანებით, ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით შეხვდება, კერძოდ: წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.

ასევე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებ-გვერდის, საქართველოს სამხედრო ისტორიის გვერდის, ასევე ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუქ ტესტების პრეზენტაცია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავენ სენაკის II ქვეით ბრიგადაშიც, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი მიულოცავენ.***

წლების წინ, ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნას საფუძვლად დაედო 1991 წლის პირველი საგაზაფხულო გაწვევა. იმავე წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის პროცესიც დაიწყო,- თავდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბებას ხელი ე.წ. თბილისი ომმა შეუშალა... 1992 წლის ზამთარში, უწყების ჩამოყალიბების პროცესი განახლდა...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას არ მოჰყოლია ისეთი ენთუზიაზმი, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და მის შიდა სტრუქტურებსა ერგოთ. როდესაც ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოს სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა მიეცათ, გამწვევ პუნქტს ათასობით ადამიანი მიაწყდა...

გზა საბჭოთა სამხედრო დოქტრინიდან დასავლურ მოდელამდე

ირაკლი ძნელაძე, პოლკოვნიკი, "ჯეი 3" უფროსი: - საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, იქმნებოდა შეიარაღებული ძალები, თავიდან ეროვნული გვარდია იყო, რომელიც არაფორმალურადაც ითვლებოდა, რადგან საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ იყო დაშლილი... ალბათ ბევრს ახსოვს, როგორ წევრიანდებოდნენ იქ ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც სამშობლოს სიყვარულით იყვნენ გულანთებულნი. მაშინ ტერიტორიული მთლიანობა ეჭვის ქვეშ არც იდგა, თუმცა, იყო ლოკალური კონფლიქტები... დამოუკიდებელი საქართველოს პირველი აღლუმი ეს დაუვიწყარი განცდა იყო. არადა, ძირითადად, გაუმართავი იარაღი და არასტრუქტურირებული ფორმირებები გვქონდა. მეთაურობასა და ხელმძღბანელობას პროფესიული განათლება და გამოცდილება აკლდათ, მაგრამ ძალიან დიდი პატრიოტიზმი და მოტივაცია ჰქონდათ... ასეთი იყო, ჯარის მშენებლობის საწყის, მაგრამ შემდეგ დაიწყო შიდა კონფლიქტები და ჩამოყალიბების პროცესში მყოფს ძალებს ორგანიზებულ საომარ მოქმედებებში ჩართვა მოუხდათ... მაშინ მიზერული ძალებით შეუძლებელი შევძელით, - ჯერ ქვედანაყოფებად დაკომპლექტდა, შემდეგ კი, სტრუქტურულად გაშლა...

ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად, ახალციხისა და ქუთაისის ბაზაზე არსებული შეიარაღება და ტექნიკა გადმოგვეცა. მართალია, მოძველებული იყო, მაგრამ მაინც... 1992 წელს შეძლებისგვარად სტრუქტურიზებული ჯარი, თუმცა საბჭოთა მოდერნის სახით ჩამოყალიბდა. შეიქმნა, სახმელეთო, საზღვაო და ავიაციის სარდლობა. ასევე, კორპუსები, მათ დაქვემდებარებაში ბრიგადები და შესაბამისად, ამუშავდა შტაბები. ცუდი ის იყო, რომ არმიას მშენებლობა და ბრძოლა ერთდროულად უწევდა, რაც განვითარებასა და სწორი მიმართულების წასვლას ხელს უშლიდა. მთელი რესურსი და ენერგია საბრძოლო მოქმედებებს მიჰქონდათ... ანუ ჯარი დაიბადა ბრძოლებში. 2000-იანი წლების დასაწყისში სხვა რელსებზე გადავედით, - ანუ თუ მანამდე საბჭოთა მოდელით, რუსული საბრძოლო დოქტრინებითა და წესდებით ვხელმძღვანელობდით, ამის შემდეგ, თანდათან დასავლურ მოდელისკენ ავიღეთ გეზი.

შემდეგ, სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ამერიკასთან დაიდო ხელშეკრულება, ამუშავდა სპეციალური, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ქართული ქვედანაყოფები ბატალიონებად დაიყო... თუ რამდენად განსხვავებული იყო იმ დროს შეიარაღებულ ძალებში არსებული სხვა ბატალიონებისგან ის პირველი ბატალიონი, რომელმაც ეს პროგრამა დასავლური სტანდარტით გაირია, დაკომპლექტდა და მოემზადა. ეს იყო სრულიად სხვა დონეზე მომზადებული საბრძოლო მზადყოფნის ქვედანაყოფი, რომელიც შემდეგ, მაგალითი იყო სხვა ბატალიონებისთვის... ამას მოჰყვა წვრთნისა და შენარჩუნების პროგრამები, რის შემდეგაც, სხვა ქვედანაყოფები ისე მოემზადნენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად და კოალიციური ჯარების შემადგენრლობაში მივიღეთ მონაწილეობა...

პირველი იყო კოსოვოს, შემდეგ კი, ერაყის სამშვიდობო მისია... ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წვრნთის შემდეგ, ქართულმა ჯარმა ბრძოლის ველზეც ნახა თუ რას წარმოადგენდა სამხედრო სისტემა. ეს იყო მეორე დიდი ნაბიჯი ქართველი ჯარისკაცებისთვის... ამ მისიებიდან დაბრუნების შემდეგ, მიდგომები აშაკრად შეიცვალა, თავად ჯარისკაცებმა გადააფარეს ყველაფერი, თუ მანამდე მაინც მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ, ამის შემდეგ, ნახეს თუ როგორ არის მომზადებული ამერიკელი ჯარისკაცი, როგორ ატარებს ფორმას, როგორ უჭირავს იარაღი,... ეს ჩვენი ბიჭებისთვის მისაბაძი მაგალითი იყო და ჯარში კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი შინაგანი, ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა.

შემდეგ, 2008 წელს, უკვე, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აშკარად ჩაერთო ბრძოლებში და მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, რაც მხოლოდ შეიარაღებული ძალებისთვის კი არა, ქვეყნის განვითარებისთვის იყო ზიანის მომტანი. ამის შემდეგ, ხელახლა დაიწყო შეიარაღებულო ძალების გადაჯგუფება და მშენებლობა.

უცხოელი პარტნიორების შეფასებები

არ არსებობს არც ერთი საერთაშორიოს დონის შეხვედრა, სადაც ქართველი ჯარისკაცების მონდომებასა და თავდადებაზე არ ისაუბრონ. ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე, აშშ-ს ახლადდანიშნეულმ თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა, აღნიშნა, - "ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება პარტნიორების მიმართ ბრძოლის ველზე, სანდოობა და და მეგობრობა". იმ შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების ყველა მინისტრი იჯდა...

ზვიად ჩადუნელი, ვიცე-პოლკოვნიკი: - როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული არმია იქმნებოდა, მაშინვე წავედი. 1991 წლის თებერვალი იყო. ჩემს უბნელებთან, მეგობრებთან ერთად ვიყავი. ძალიან კარგად შეგვხვდნენ, ყოჩაღ ბიჭებოო! ამან მოტივაცია შეგვძინა... სამედიცინო კონტროლს რომ გავდიოდით, გვითხრეს, რომ 1,75 მეტრზე მაღალ ბიჭებს არჩევნდნენ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ცოტა დაბალი იყო და შეეხვეწა, ამიყვანეთო, მართლაც ძალიან კარგი ფიზიკური აგებულება ჰქონდა. საცდელი ვადით, ერთი კვირით დაგტოვებთო, უთხრეს, მართლაც დატოვეს, მაგრამ მერე მაინც არ აიყვანეს.. ლამის იტირა ისე დაწყდა გული... ფორმებიც დაგვირიგეს, მაგრამ ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო. გალიფეს შარვლები იყო, აი ისეთი, ჩვენს ბაბუა-პაპებს რომ ეს ეცვათ საბჭოთა ჯარში. ჩექმებიც დაგვირიგეს და ე.წ. პარტიანკებიც, რომლის ფეხზე შემოხვევაში დახმარება მამაჩემს ვთხოვე...

გლდანში, მილიციის სკოლასთან ვიყავით შეკრებილები წვევამდელები და იქიდან სახლში ტაქსით წამოვედი. მძღოლმა მკითხა, - რა გაცვიაო. ეგონა, საბჭოთა ჯარიდან ვიყავი ჩამოსული - საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალები იქმნება და ჩავეწერე, იქიდან მოვდივარ-მეთქი... ძალიან გაუხარდა, - თქვენ გენაცვალეთო... ლამის იტირა, მე რუსეთში მომიწია მსახურებამო... მგზავრობის თანხა არ გამომართვა... ერთი სიტყვით, რამდენიმე თვის შემდეგ, "მეტრომშენის" დასახლებაში გადავედით, სადაც როგორც მახსოვს კადეტთა სკოლა იყო. მერე სხვა ახალწვეულებიც მოიყვანეს და მეცადინეობებიც დაიწყო, - სერჟანტები უნდა გავმხდარიყავით. იარაღები დაგვირიგეს და მასთან ურთიერთობსაც გვასწავლიდნენ. მწყობრით სიარული, მწობრიდან გამოსვლა და მეთაურთან მისვლა, კროსით სირბილი, მხედრული სალამის აღება, ფიზიკური მომზადებები, ათეულში მოქმედებები, ასეთი ტიპის პირველი ნაბიჯები იქ გავიარეთ.

- "შავნაბადას" ბატალიონში როგორ მოხვდით?

- ცოტა ხნის შემდეგ, ჩამოყალიბდა ბატალიონები და ერთ-ერთი იყო "შავნაბადა". ჯერ შავბანადას მონასტერთან ვიყავით. თუ არ ვცდები, იქ ადრე კომკავშირის პიონერთა ბანაკი იყო... იქიდან კი, ძალიან მალე ფოთში გადავედით, სადაც ჯარისკაცის ინდივიდუალურ მომზადებასაც ვაძლიერებდით... მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. მეთაურობა ხომ გვასწავლიდა და რაღაცეებს თავადაც ვახერხებდით, - სამხედრო სამეცნიერო წიგნებს ვეძებდით და ვკითხულობდით. იმ დროს უკვე სერჟანტი ვიყავი და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ათეული ჩამაბარეს. მწყობრში სირბილი და სინქრონში მოქმედება, ახალი იყო ჩვენთვის და ყველა ვცდილობდით, სწრაფად აგვეთვისებინა... თანდათან მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს. რა თქმა უნდა, ყველანაირი იარაღი რუსული იყო... ვსწავლობდით ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას. ანუ არეალი ფართოვდებოდა... შემდეგ მოგვიწია ცხინვალის ომი, - მცირე, ლოკალური ომები გვქონდა იმათაც და ჩვენც. პირველი დენთის სუნი იქ ვიგრძენით.

ერთი ამბავი მახსენდება, - ჩვენთან ახლოს ბიბლიოთეკის შენობა იყო. ეს ის პერიოდი, რომ გიყვებოდით, თავადაც ვცდილობდით სამხედრო ლიტერატორის მოძიებას მეთქი, ჩემმა მეგობარმა ლევან ბერიამ, იმ ბიბლიოთეკიდან სამხედრო წიგნები წამოიღო... ის კონფლიქტი მასშტაბური არ ყოფილა და შეცდომებს გვპატიობდა... ასევე, ჩვენ ინფორმირებული ვიყავით, ანუ ვიცოდით, რომ მცირე ომებიდან უცებ მასობრივ ომებში არ გადაიზრდებოდა. ჩვენს ზურგში, საჰაერო სადესანტო ნაწილები არ აღმოჩნდებოდნენ... შეიძლება ითქვას, რომ როგორც სამხედროები ვიზრდებოდით და ყოველდღე რაღაცას ვსწავლობდით, თუმცა, ლიდერის ცნება საერთოდ არ არსებობდა, მხოლოდ მეთაური იყო. თუ პრობლემებსა და სამხედრო სპეციალობებზე ვისაუბრებთ, პრობლემა ყველგან იყო. სამხედრომ არ იცოდა, დაჭრილისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება როგორ უნდა აღმოეჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო დაგვეღუპა. ელემენტარულად, სისხლდენა ვერ შევუჩერეთ... რაც შეეხება, შეცდომებს, ყველა რგოლში იყო პრობლემა, - თუმცა ამას უფრო ფართო განხილვა სჭირდება...

2000-იანი წლების დასაწყისში, უკვე გვესმოდა, "ევროპა" და "ნატო"... გვინდოდა წვრთნებში მიგვეღო მონაწილეობა და ისინი ჩამოსულიყვნენ. თანდათან, ინგლისური ენაც შემოვიდა და შეიარაღებულ ძალებში, იქაური ოფიცრებიც ვიხილეთ... ახლაც მახსოვს, 90-იანი წლებში ერთმა ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ლაჟვარდი ბოლქვაძემ გვითხრა, - თქვენ ახლა 18-19 წლის ბიჭები ხართ და ბევრი თქვენგანი დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში გააგრძელებს სწავლას და საქართველოს თავდაცვას ევროპული განათლებით დაუბრუნდება, მაშინ კი ყველაფერი კარგად იქნებაო... მას სხვებმა დასცინეს, - ოცნებობ და ამ პატარა ბიჭებსაც ატყუებო...

26 წელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მშენებლობისთვის, არც ისე დიდი დროა, თუმცა, ცოტაც არ არის. რაღაცები უკეთესად შეიძლებოდა, ყველა სფეროს პროფესიონალი ხელი სჭირდება, რაც გვაკლია და ეს ყოველდღიურად იგრძნობა...

ოფიცერი, თავის მოვალეობას ასრულებს, აქვს განათლება და სამხედრო გამოცდილება, მაგრამ სჭირდება, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და სხვა საშუალებები, რათა მის მიერ დაგეგმილი ამოცანა წარმატებით შეასრულოს, რაც უკან გვხევს. ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, მოიცავს სრულ სპექტრს, - სერჟანტისა და ჯარისკაცის მომზადება, მისი წვრთნა, აღჭურვა, მოვლა, სავარჯიშო კომპლექსებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა... მხოლოდ ოფიცრების მომზადება არ ნიშნავს, რომ ნატოს სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. თუმცა, ფაქტია, რომ თანდათან წინ მივდივართ...

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?