კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნებისა და ყვავილების ”კატალონიურად” ჩუქების დღე საქართველოში
წიგნებისა და ყვავილების ”კატალონიურად” ჩუქების დღე საქართველოში

ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც დე­ტა­ლებ­შია. ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სურ­ნე­ლო­ვან ყვა­ვი­ლებ­შია. ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც წიგ­ნებ­შია და მთა­ვა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლაფ­რის გა­ზი­ა­რე­ბა­შია.

დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლა აღ­ნიშ­ნულ ემო­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს, კა­ტა­ლო­ნი­ა­ში იღებს სა­თა­ვეს. ძვე­ლისძვე­ლი კა­ტა­ლო­ნი­უ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, 23 აპ­რილს ერის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის დღეს ბარ­სე­ლო­ნე­ლე­ბი და ქა­ლა­ქის ირ­გვლივ მცხოვ­რებ­ნი ერ­თმა­ნეთს ყვა­ვი­ლებს ჩუქ­ნიდ­ნენ. ცხა­დია, იმ დღეს მე­ბა­ღე­ებს უამ­რა­ვი მუშ­ტა­რი ჰყავ­დათ. წიგ­ნით მო­ვაჭ­რე­თა გილ­დი­ას კი ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და 1923 წლის 23 აპ­რილს წმინ­და გი­ორ­გი­სა და ვარ­დე­ბის სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­ზე მათ კა­ტა­ლო­ნი­ა­ში მცხოვ­რებ­ლებს ყვა­ვი­ლებ­თან ერ­თად წიგ­ნე­ბიც აჩუ­ქეს. 1616 წლის 23 აპ­რი­ლი მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა და გილ­დი­ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ა­სა­ბუ­თა.

1995 წელს კა­ტა­ლო­ნი­ამ იუ­ნეს­კოს ად­გი­ლობ­რი­ვი დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ მო­ახ­სე­ნა, მის ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მომ­ცე­მელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­აც შე­უ­ერ­თდა და გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 23 აპ­რი­ლი მსოფ­ლიო წიგ­ნის დღედ გა­მო­ცხად­და.

1923 წლის შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად 23 აპ­რილს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

აღ­ნიშ­ნულ ტრა­დი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოც უერ­თდე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია 23 აპ­რილს "ბიბ­ლუ­სიც" ირ­თვე­ბა ყვა­ვი­ლე­ბით, აქაც იგ­რძნო­ბა წიგ­ნის და ყვა­ვი­ლე­ბის სა­ერ­თო სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა.

წელ­საც, ამ დღეს, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი", ეს­პა­ნუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "კარ­მენ­თან" პარტნი­ო­რო­ბით უამ­რავ სი­ურპრიზს პირ­დე­ბა წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს. ზო­გა­დად, "კარ­მე­ნი" სა­ზო­გა­დო­ე­ბას ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სთა­ვა­ზობს ბევრ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რომ­ლე­ბიც ეს­პა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"23 აპ­რილს ბარ­სე­ლო­ნა­ში ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს დღე­სას­წა­უ­ლი ბიბ­ლუს­შიც გა­ი­მარ­თე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის წიგ­ნის მეტ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისე­ვე, რო­გორც გა­ყიდ­ვე­ბის ზრდას შე­უ­წყობს ხელს. ამ დღის მთა­ვა­რი ხიბ­ლი კი ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ხა­ლი­სო ფორ­მით ტარ­დე­ბა. მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ფას­დაკ­ლე­ბულ წიგ­ნებ­საც აღ­მო­ა­ჩე­ნენ. ჩვე­ნი და "ბიბ­ლუ­სის" მო­ლოდ­ნით, 23 აპ­რი­ლი უნდა იყოს ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და და­დე­ბი­თი დღე, ისე­თი, რო­გო­რიც წიგ­ნის დღეს შე­ე­ფე­რე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ეს­პა­ნუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "კარ­მე­ნის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ნა­თია იმერ­ლიშ­ვი­ლი.

"23 აპ­რი­ლი წიგ­ნის დღე­სას­წა­უ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად ბიბ­ლუ­სის დღე­სას­წა­უ­ლი­ცაა. წელს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" სტუმ­რებს პირ­დე­ბა ეს­პა­ნურ ფი­ეს­ტას: ეს­პა­ნუ­რი პო­ე­ზია, ცე­ცხლო­ვა­ნი ფლა­მენ­კო და ვო­კა­ლი, გან­წყო­ბი­სათ­ვის კი ცო­ტა­ო­დე­ნი სან­გრია. ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ წიგ­ნის დღე "კა­ტა­ლო­ნი­უ­რად’’ გა­ვა­ტა­როთ. ეს დღე ხომ სწო­რედ ამ ად­გი­ლი­დან იღებს სა­თა­ვეს", – აღ­ნიშ­ნავს ბიბ­ლუ­სის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ წა­მა­ლაშ­ვი­ლი.

წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი" გან­სა­კუთ­რე­ბით ეც­დე­ბა, რომ ამ დღეს წიგ­ნი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, შე­სა­ბა­მი­სად 23 აპ­რილს ნე­ბის­მი­ერ მომ­ხმა­რე­ბელს "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ელო­დე­ბა 30%-იან ფას­დაკ­ლე­ბა ტოპ 100 წიგნ­ზე.

"ბიბ­ლუ­სის" წიგ­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბე­ბი მხო­ლოდ ფას­დაკ­ლე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. 13:00 სა­ა­თი­დან "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" BOUQUET-ის ყვა­ვი­ლე­ბის გვირ­გვი­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თე­ბა.

15:00 სა­ათ­ზე მოხ­დე­ბა ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის DONKEY XOTE-ს ჩვე­ნე­ბა. ეს არის

მულ­ტფილ­მი მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის ცნო­ბი­ლი დონ კი­ხო­ტის თავ­გა­და­სა­ვალ­ზე, რო­მე­ლიც მო­ყო­ლი­ლია მისი და სან­ჩო პან­სას ცხე­ნის და ვი­რის სა­ხის­გან.

18:00 სა­ათ­ზე კი, ასე­ვე, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" მო­ე­წყო­ბა ეს­პა­ნუ­რი პო­ე­ზი­ის და მუ­სი­კის სა­ღა­მო ფლა­მენ­კოს ელე­მენ­ტე­ბით. დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან ნინო ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, ხერ­არ­დო მარ­ტი­ნე­სი და მა­რიო რი­ა­ნო.

ამ დღეს უკვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­დე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. გა­მოხ­მა­უ­რე­ბა უკვე საკ­მა­ოდ დი­დია. "ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დღეა კა­ტა­ლო­ნი­ა­ში. ყველ­გან წიგ­ნე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი იყი­დე­ბა. ბი­ჭე­ბი გო­გო­ებს ვარ­დებს ჩუქ­ნი­ან, ბი­ჭებს კი - წიგ­ნებს. მთე­ლი ქა­ლა­ქი დახ­ლე­ბით არის სავ­სე. მოკ­ლედ, მარ­თლა მა­გა­რი დღეა. კარ­გი იქ­ნე­ბა. ჩვენ­თა­ნაც თუ და­ი­ნერ­გე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი," - წიგ­ნე­ბის ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

წიგნებისა და ყვავილების ”კატალონიურად” ჩუქების დღე საქართველოში

წიგნებისა და ყვავილების ”კატალონიურად” ჩუქების დღე საქართველოში

ბედნიერება, რომელიც დეტალებშია. ბედნიერება, რომელიც სურნელოვან ყვავილებშია. ბედნიერება, რომელიც წიგნებშია და მთავარი ბედნიერება, რომელიც ამ ყველაფრის გაზიარებაშია.

დღე, რომელიც ყველა აღნიშნულ ემოციას აერთიანებს, კატალონიაში იღებს სათავეს. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის თანახმად, 23 აპრილს ერის მფარველი წმინდანის წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ყვავილებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას კი ეს ფაქტი ძალიან მოეწონა და 1923 წლის 23 აპრილს წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ყვავილებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. 1616 წლის 23 აპრილი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეა და გილდიამ ინიციატივა სწორედ ამ მიზეზით დაასაბუთა.

1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ადგილობრივი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა.

1923 წლის შემდეგ ყოველწლიურად 23 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.

აღნიშნულ ტრადიციას საქართველოც უერთდება. უკვე რამდენიმე წელიწადია 23 აპრილს „ბიბლუსიც“ ირთვება ყვავილებით, აქაც იგრძნობა წიგნის და ყვავილების საერთო საზეიმო განწყობა.

წელსაც, ამ დღეს, წიგნის მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი”, ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ ”კარმენთან” პარტნიორობით უამრავ სიურპრიზს პირდება წიგნის მოყვარულებს. ზოგადად, ”კარმენი” საზოგადოებას ენის შემსწავლელი კურსების პარალელურად, სთავაზობს ბევრ კულტურულ ღონისძიებას, რომლებიც ესპანური ტრადიციებისა და კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას ემსახურება.

”23 აპრილს ბარსელონაში ნამდვილი ზეიმია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დღესასწაული ბიბლუსშიც გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ის წიგნის მეტ პოპულარიზაციას ისევე, როგორც გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. ამ დღის მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ ყველაფერი სახალისო ფორმით ტარდება. მოსული სტუმრები ფასდაკლებულ წიგნებსაც აღმოაჩენენ. ჩვენი და ”ბიბლუსის” მოლოდნით, 23 აპრილი უნდა იყოს ძალიან მხიარული და დადებითი დღე, ისეთი, როგორიც წიგნის დღეს შეეფერება,” - აღნიშნავს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ ”კარმენის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია იმერლიშვილი.

“23 აპრილი წიგნის დღესასწაულია და შესაბამისად ბიბლუსის დღესასწაულიცაა. წელს ,,ბიბლუსი გალერეა“ სტუმრებს პირდება ესპანურ ფიესტას: ესპანური პოეზია, ცეცხლოვანი ფლამენკო და ვოკალი, განწყობისათვის კი ცოტაოდენი სანგრია. ყველაფერი იმისათვის, რომ წიგნის დღე "კატალონიურად’’ გავატაროთ. ეს დღე ხომ სწორედ ამ ადგილიდან იღებს სათავეს", – აღნიშნავს ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ წამალაშვილი.

წიგნების მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი” განსაკუთრებით ეცდება, რომ ამ დღეს წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, შესაბამისად 23 აპრილს ნებისმიერ მომხმარებელს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ელოდება 30%-იან ფასდაკლება ტოპ 100 წიგნზე.

”ბიბლუსის” წიგნის დღესთან დაკავშირებული ღონიძიებებები მხოლოდ ფასდაკლებით არ შემოიფარგლება. 13:00 საათიდან ”ბიბლუსი გალერეაში” BOUQUET-ის ყვავილების გვირგვინების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

15:00 საათზე მოხდება ანიმაციური ფილმის DONKEY XOTE-ს ჩვენება. ეს არის

მულტფილმი მიგელ დე სერვანტესის ცნობილი დონ კიხოტის თავგადასავალზე, რომელიც მოყოლილია მისი და სანჩო პანსას ცხენის და ვირის სახისგან.

18:00 საათზე კი, ასევე, ”ბიბლუსი გალერეაში” მოეწყობა ესპანური პოეზიის და მუსიკის საღამო ფლამენკოს ელემენტებით. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან ნინო ჭინჭარაული, ხერარდო მარტინესი და მარიო რიანო.

ამ დღეს უკვე განსაკუთრებულად ელოდება ქართული საზოგადოებაც. გამოხმაურება უკვე საკმაოდ დიდია. ”ძალიან ლამაზი დღეა კატალონიაში. ყველგან წიგნები და ყვავილები იყიდება. ბიჭები გოგოებს ვარდებს ჩუქნიან, ბიჭებს კი - წიგნებს. მთელი ქალაქი დახლებით არის სავსე. მოკლედ, მართლა მაგარი დღეა. კარგი იქნება. ჩვენთანაც თუ დაინერგება ეს ყველაფერი,” - წიგნების ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს სოციალურ ქსელში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება