კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრეის ანატომია" ქართულად! - რა გელით საყვარელი სერიალის მე-13 სეზონში
"გრეის ანატომია" ქართულად! - რა გელით საყვარელი სერიალის მე-13 სეზონში

დრო მო­ვი­და ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბელ და სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ალ­ზე - "გრე­ის ანა­ტო­მი­ა­ზე" ვი­სა­უბ­როთ.

ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი ამე­რი­კუ­ლი დრა­მა ამე­რი­კე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლია. შოუ 2005 წლი­დან გა­დის ABC-ის ეთერ­ში და უკვე 12 წე­ლია არ ბეზ­რდე­ბა მა­ყუ­რე­ბელს. "გრე­ის ანა­ტო­მია" ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც კარ­გად ნაც­ნო­ბია და ბევ­რი ელო­დე­ბა სე­რი­ა­ლის მე-13 სე­ზო­ნის და­წყე­ბას, თა­ნაც ქარ­თულ ენა­ზე. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­გე­ცე­მათ: 3 აპ­რი­ლი­დან, ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 13:00 და 14:00 #ჩა­უ­ჯე­ქი "გრე­ის ანა­ტო­მი­ას" GDS-ზე!

მე­ცა­მე­ტე სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე კი ჩვენ სე­რი­ა­ლის გმი­რებ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გა­გიმ­ხელთ, რო­მე­ლიც ახალ სე­ზონ­ში გე­ლო­დე­ბათ:

ალექსს შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ საქ­ცი­ელ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უხ­დეს. მე­თორ­მე­ტე სე­ზო­ნის ბო­ლოს დე­ლუ­კას­თან უთან­ხმო­ე­ბამ ალექ­სი სე­რი­ო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვა, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი. მას სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა მო­უ­წევს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი მო­უ­წევს იმა­ზე ილო­ცოს, არა­ვინ გა­ი­გოს, რომ დე­ლუ­კას მან მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

მე­რე­დიტს სა­ი­დუმ­ლო აქვს. მე­ცა­მე­ტე სე­ზონ­ში მე­რე­დი­ტი აღ­მო­ა­ჩენს, რომ სა­ი­დუმ­ლომ, რომ­ლის შე­ნახ­ვაც უწევს, შე­საძ­ლოა, მე­გის­თან და ალექსთან ნა­შე­ნე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა და­უნ­გრი­ოს.

ჯექ­სო­ნი და ეიპ­რი­ლი შე­საძ­ლოა შე­რიდ­გნენ. ახა­ლი სე­ზო­ნის ფო­ტო­ებ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი ჯექ­სო­ნი და ეიპ­რი­ლი ბავ­შვთან ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა და­სა­წყი­სი­დან­ვე არე­უ­ლი იყო, ამი­ტომ, კაც­მა არ იცის რა მოხ­დე­ბა.

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს ახალ სე­ზონ­ში. მე­თორ­მე­ტე სე­ზო­ნის ბო­ლოს ჯომ აღი­ა­რა, რომ გა­თხო­ვი­ლია ისეთ კაც­ზე, რო­მე­ლიც მას­ზე ძა­ლა­დობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი კუ­თხით წა­იყ­ვა­ნენ შოუს სცე­ნა­რის­ტე­ბი ამ ამ­ბავს.

არი­ზო­ნა ისევ იპოვ­ნის სიყ­ვა­რულს. ცოლ­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ მას ახა­ლი გუ­ლისს­წო­რი გა­უჩ­ნდე­ბა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბის გარ­კვე­ვაც მე­ცა­მე­ტე სე­ზონ­ში მოხ­დე­ბა.

მე­რე­დი­ტის და რი­გის რო­მა­ნი მე­გის გულს გა­უ­ტეხს. მე­რე­დიტ­მა ქმარ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ახა­ლი პარტნი­ო­რი იპოვ­ნა, მაგ­რამ ამით ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი არაა. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მთელ სა­ა­ვად­მყო­ფოს მო­ე­დე­ბა, მეგი არ მო­ე­რი­დე­ბა იმის და­ფიქ­სი­რე­ბას თუ რამ­დე­ნად არ მო­წონს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა.

ოუ­ენს და ამე­ლი­ას დიდი ალ­ბა­თო­ბით შვი­ლი არ ეყო­ლე­ბათ. ამე­ლი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა კა­ტე­რი­ნა სკორ­სო­ნემ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვად ელო­დე­ბო­და რე­ა­ლუ­რად შვილს. ამის გამო მა­ყუ­რებ­ლე­ბი ფიქ­რობ­დნენ თუ რო­გორ მო­ახ­დენ­დნენ მსა­ხი­ო­ბის მზარ­დი მუც­ლის ჩარ­თვას ის­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ სკორ­სო­ნემ აღ­ნიშ­ნა, რომ შემ­ქმნე­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბი­ან მისი ფეხ­მძი­მო­ბის ფაქ­ტი უხი­ლა­ვი დარ­ჩეს, რად­გან პერ­სო­ნა­ჟის­თვის ჯერ მსგავ­სი გან­ვი­თა­რე­ბა ნა­ად­რე­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"გრეის ანატომია" ქართულად! - რა გელით საყვარელი სერიალის მე-13 სეზონში

"გრეის ანატომია" ქართულად! - რა გელით საყვარელი სერიალის მე-13 სეზონში

დრო მოვიდა ტელეკომპანია ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ და საინტერესო სერიალზე - "გრეის ანატომიაზე" ვისაუბროთ.

ყველაზე მაღალრეიტინგული ამერიკული დრამა ამერიკელების საყვარელი სერიალია. შოუ 2005 წლიდან გადის ABC-ის ეთერში და უკვე 12 წელია არ ბეზრდება მაყურებელს. "გრეის ანატომია" ქართველი მაყურებლისთვისაც კარგად ნაცნობია და ბევრი ელოდება სერიალის მე-13 სეზონის დაწყებას, თანაც ქართულ ენაზე. ეს შესაძლებლობა სულ რამდენიმე დღეში მოგეცემათ: 3 აპრილიდან, ყოველ სამუშაო დღეს 13:00 და 14:00 #ჩაუჯექი "გრეის ანატომიას" GDS-ზე!

მეცამეტე სეზონის დაწყებამდე კი ჩვენ სერიალის გმირებზე რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგიმხელთ, რომელიც ახალ სეზონში გელოდებათ:

ალექსს შესაძლოა, საკუთარ საქციელზე პასუხისგება მოუხდეს. მეთორმეტე სეზონის ბოლოს დელუკასთან უთანხმოებამ ალექსი სერიოზულ მდგომარეობაში დატოვა, დასისხლიანებული. მას სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწევს, ამის პარალელურად კი მოუწევს იმაზე ილოცოს, არავინ გაიგოს, რომ დელუკას მან მიაყენა დაზიანებები.

მერედიტს საიდუმლო აქვს. მეცამეტე სეზონში მერედიტი აღმოაჩენს, რომ საიდუმლომ, რომლის შენახვაც უწევს, შესაძლოა, მეგისთან და ალექსთან ნაშენები ურთიერთობა დაუნგრიოს.

ჯექსონი და ეიპრილი შესაძლოა შერიდგნენ. ახალი სეზონის ფოტოებში განქორწინებული მშობლები ჯექსონი და ეიპრილი ბავშვთან ბედნიერად გამოიყურებიან. მათი ურთიერთობა დასაწყისიდანვე არეული იყო, ამიტომ, კაცმა არ იცის რა მოხდება.

ოჯახური ძალადობის საკითხი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალ სეზონში. მეთორმეტე სეზონის ბოლოს ჯომ აღიარა, რომ გათხოვილია ისეთ კაცზე, რომელიც მასზე ძალადობს. საინტერესოა, როგორი კუთხით წაიყვანენ შოუს სცენარისტები ამ ამბავს.

არიზონა ისევ იპოვნის სიყვარულს. ცოლთან განშორების შემდეგ მას ახალი გულისსწორი გაუჩნდება, რომლის ვინაობის გარკვევაც მეცამეტე სეზონში მოხდება.

მერედიტის და რიგის რომანი მეგის გულს გაუტეხს. მერედიტმა ქმართან დაშორების შემდეგ ახალი პარტნიორი იპოვნა, მაგრამ ამით ყველა კმაყოფილი არაა. როდესაც ეს ამბავი მთელ საავადმყოფოს მოედება, მეგი არ მოერიდება იმის დაფიქსირებას თუ რამდენად არ მოწონს ეს ურთიერთობა.

ოუენს და ამელიას დიდი ალბათობით შვილი არ ეყოლებათ. ამელიას როლის შემსრულებელმა კატერინა სკორსონემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავად ელოდებოდა რეალურად შვილს. ამის გამო მაყურებლები ფიქრობდნენ თუ როგორ მოახდენდნენ მსახიობის მზარდი მუცლის ჩართვას ისტორიაში, მაგრამ სკორსონემ აღნიშნა, რომ შემქმნელები მაქსიმალურად შეეცდებიან მისი ფეხმძიმობის ფაქტი უხილავი დარჩეს, რადგან პერსონაჟისთვის ჯერ მსგავსი განვითარება ნაადრევია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება