კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ მოახერხეს მსურველებმა Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების ყიდვა
რატომ ვერ მოახერხეს მსურველებმა Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების ყიდვა

ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი რო­კჯ­გუ­ფის Aerosmith-ის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი tkt.ge-სა და Biletebi.ge-ზე 3 სა­ათ­ში სრუ­ლად გა­ი­ყი­და. თუმ­ცა ამ პრო­ცესს აჟი­ო­ტა­ჟის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. ორი­ვე კომ­პა­ნი­ამ და­ა­ნონ­სე­ბულ დროს, 25 თე­ბერ­ვლის 9:00-ზე და­ი­წყო ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა. ორი­ვე პორ­ტალს ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი რი­გის სის­ტე­მა, თუმ­ცა Biletebi.ge-ზე გა­ყიდ­ვა შე­ფერ­ხე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ Biletebi.ge-ზე რიგი შე­ფერ­ხე­ბით გა­დი­ო­და და მსურ­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათს ან­დო­მებ­დნენ ბი­ლე­თის შე­ძე­ნას. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მხო­ლოდ რიგი არ იყო პრობ­ლე­მა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილს, რო­მელ­საც ეგო­ნა, რომ ბი­ლე­თი იყი­და და თან­ხა ჩა­მო­ეჭ­რა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ტრან­ზაქ­ცია გა­უ­უქ­მდა და ეს თან­ხა უკან და­უბ­რუნ­და ან­გა­რიშ­ზე.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან Biletebi.ge-ს მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა წა­მო­ვი­და. ფბ-კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რმა ის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­იხ­სე­ნა, როცა Biletebi.ge UEFA-ს სუ­პერ­თა­სის ბი­ლე­თებს ყიდ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია იყო, რაც Aerosmith-ის შემ­თხვე­ვა­ში.

Aerosmith-ის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არის Black Sea Arena, სა­დაც 10 000 მა­ყუ­რე­ბე­ლი ეტე­ვა. აღ­ნიშ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ორი­ვე კომ­პა­ნი­ის სა­იტ­ზე გა­და­წყვი­ტა ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა. 6000-მდე ბი­ლე­თი უნდა გა­ე­ყი­და tkt.ge-ს, 2 500 - Biletebi.ge-ს. და­ნარ­ჩე­ნი კი ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს და Aerosmith-ის ფანკლუბს გა­და­ე­ცა, ნა­წი­ლი უცხო­ურ სა­ი­ტებ­ზე გა­ი­ყი­და. tkt.ge-ს მსგავ­სი მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე ჰქონ­და, რად­გან 2016 წელს არე­ნა­ზე გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის­თვის ანა­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას სწო­რედ ეს კომ­პა­ნია აწარ­მო­ებ­და. Biletebi.ge-ს კი მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. გა­ყიდ­ვის და­ა­ნონ­სე­ბი­დან ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის დღემ­დე საკ­მა­რი­სი დრო იყო იმის­თვის, რომ ორი­ვე კომ­პა­ნია სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო.

AMBEBI.GE შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზე­ბის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და და ორი­ვე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს და­უ­კავ­შირ­და.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის ივენთ-მე­ნე­ჯე­რი გვან­ცა დე­ი­სა­ძე ამ­ბობს, Biletebi.ge-ზე სწრა­ფად გა­ი­ყი­და არ­სე­ბუ­ლი კვო­ტა, თუმ­ცა და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რი­გის დაშ­ლას დას­ჭირ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი.

"ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში მო­ვა­ხერ­ხეთ ბი­ლე­თე­ბის სრუ­ლი გა­ყიდ­ვა. თუმ­ცა გა­ყიდ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რი­გის დაშ­ლა მა­შინ­ვე არ ხდე­ბა. ჯერ გა­მო­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია და 1-2 სა­ათ­ში ხდე­ბა რი­გის სრუ­ლი დაშ­ლა. ეს ხდე­ბა იმი­ტომ, რომ ყვე­ლა კლი­ენ­ტმა მო­ას­წროს ნახ­ვა, თუ რა­ტომ იშ­ლე­ბა რიგი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ გა­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ 300 ბი­ლე­თია დარ­ჩე­ნი­ლი, შემ­დეგ გა­ყიდ­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ," - გან­მარ­ტავს Biletebi.ge-ს ივენთ-მე­ნე­ჯე­რი გვან­ცა დე­ი­სა­ძე.

"მომ­ხმა­რებ­ლებს მარ­თლაც უწევდთ რიგ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი დგო­მა. მი­ზე­ზი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იყო. გვყავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 8 000 მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რე­ა­ლუ­რად კი ბი­ლე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მხო­ლოდ 500-700 მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შეგ­ვეძ­ლო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ჟო­ნა ელექტრო­ნუ­ლი რი­გის გვერ­დის ავ­ლის ბმულ­მა. ამის შე­დე­გად სა­იტ­ზე არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლად შე­ვი­და ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და მოხ­და ად­გი­ლე­ბის მა­სი­უ­რი დაბ­ლოკ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­მა, თა­ვის მხრივ, გა­მო­იწ­ვია ე.წ. "შო­პინგკა­ლათ­ში" ბი­ლე­თე­ბის და­მა­ტე­ბის შე­ზღუდ­ვა. პრობ­ლე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში აღ­მოვ­ფხვე­რით. ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და 14 მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ვი­საც თან­ხა ჩა­მო­ეჭ­რა და ბი­ლე­თე­ბი არ მი­უ­ღი­ათ. მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა და კუთ­ვნი­ლი ბი­ლე­თე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან. ზო­გა­დად, კი ჩვე­ნი სა­ი­ტი ნამ­დვი­ლად გა­მარ­თუ­ლია და მზად არის ასე­თი მო­თხოვ­ნის პი­რო­ბებ­ში გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ოს. ამის შემ­დეგ BILETEBI.GE-ზე გა­მო­ყო­ფი­ლი კვო­ტა სრუ­ლად იყო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი," - დას­ძენს დე­ი­სა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა tkt.ge-ს წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცი­ას, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რის მა­რი­ამ მორ­გო­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ბი­ლე­თე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა იყო, რო­მე­ლიც მალე გა­თავ­და:

"40 წუთ­ში ბი­ლე­თე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკვე გა­ყი­დუ­ლი გვქონ­და, 3 სა­ათ­ში კი ბი­ლე­თე­ბი აღარ გვქონ­და. წუთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 მომ­ხმა­რე­ბელს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით. ცხე­ლი ხაზი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და 08:30-დან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ოპე­რა­ტი­უ­ლად ვპა­სუ­ხობ­დით შე­ტყო­ბი­ნე­ბებს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ბი­ლე­თე­ბი ცოტა იყო, მალე გა­თავ­და და მსურ­ვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბი­ლე­თის გა­რე­შე დარ­ჩა. ზო­გა­დად, ჩვე­ნი სა­ი­ტი ტექ­ნი­კუ­რად სრუ­ლად გა­მარ­თუ­ლია. რი­გის სის­ტე­მა შე­ფერ­ხე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ში ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და სა­მო­მავ­ლოდ ევ­რო­პა­ში ვა­პი­რებთ გას­ვლას. სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ვიც­ნეს უკვე და ვგეგ­მავთ, რომ ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა უცხო­ეთ­შიც და­ვი­წყოთ," - გან­მარ­ტავს tkt.ge-ს მორ­გო­შია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Aerosmith-ის კონ­ცერ­ტი მისი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში 20 მა­ისს შეკ­ვე­თილ­ში, Black Sea Arena-ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ ვერ მოახერხეს მსურველებმა Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების ყიდვა

რატომ ვერ მოახერხეს მსურველებმა Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების ყიდვა

ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-სა და Biletebi.ge-ზე 3 საათში სრულად გაიყიდა. თუმცა ამ პროცესს აჟიოტაჟის გარეშე არ ჩაუვლია. ორივე კომპანიამ დაანონსებულ დროს, 25 თებერვლის 9:00-ზე დაიწყო ბილეთების გაყიდვა. ორივე პორტალს ჰქონდა ჩართული რიგის სისტემა, თუმცა Biletebi.ge-ზე გაყიდვა შეფერხებით მიმდინარეობდა.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ Biletebi.ge-ზე რიგი შეფერხებით გადიოდა და მსურველები რამდენიმე საათს ანდომებდნენ ბილეთის შეძენას. აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რიგი არ იყო პრობლემა. მომხმარებლების ნაწილს, რომელსაც ეგონა, რომ ბილეთი იყიდა და თანხა ჩამოეჭრა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტრანზაქცია გაუუქმდა და ეს თანხა უკან დაუბრუნდა ანგარიშზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მომხმარებლების მხრიდან Biletebi.ge-ს მიმართ უკმაყოფილება წამოვიდა. ფბ-კომენტარებში ბევრმა ის არასასიამოვნო გამოცდილებაც გაიხსენა, როცა Biletebi.ge UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს ყიდდა და ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია იყო, რაც Aerosmith-ის შემთხვევაში.

Aerosmith-ის კონცერტის ორგანიზატორი არის Black Sea Arena, სადაც 10 000 მაყურებელი ეტევა. აღნიშნულმა ორგანიზატორმა ორივე კომპანიის საიტზე გადაწყვიტა ბილეთების გაყიდვა. 6000-მდე ბილეთი უნდა გაეყიდა tkt.ge-ს, 2 500 - Biletebi.ge-ს. დანარჩენი კი ტურისტულ სააგენტოებს და Aerosmith-ის ფანკლუბს გადაეცა, ნაწილი უცხოურ საიტებზე გაიყიდა. tkt.ge-ს მსგავსი მასშტაბის კონცერტის მომსახურების გამოცდილება უკვე ჰქონდა, რადგან 2016 წელს არენაზე გამართული კონცერტებისთვის ანალოგიურ მომსახურებას სწორედ ეს კომპანია აწარმოებდა. Biletebi.ge-ს კი მსგავსი გამოცდილება არ ჰქონდა. გაყიდვის დაანონსებიდან ბილეთების გაყიდვის დღემდე საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ორივე კომპანია სათანადოდ მომზადებულიყო.

AMBEBI.GE შეფერხების მიზეზების გარკვევას შეეცადა და ორივე კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

როგორც კომპანიის ივენთ-მენეჯერი გვანცა დეისაძე ამბობს, Biletebi.ge-ზე სწრაფად გაიყიდა არსებული კვოტა, თუმცა დაუკმაყოფილებელი მომხმარებლების რიგის დაშლას დასჭირდა გარკვეული პერიოდი.

"ჩვენ დაახლოებით 2 საათში მოვახერხეთ ბილეთების სრული გაყიდვა. თუმცა გაყიდვის დასრულების შემდეგ რიგის დაშლა მაშინვე არ ხდება. ჯერ გამოდის შეტყობინება, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და 1-2 საათში ხდება რიგის სრული დაშლა. ეს ხდება იმიტომ, რომ ყველა კლიენტმა მოასწროს ნახვა, თუ რატომ იშლება რიგი. ჩვენს შემთხვევაში, ჯერ გამოვიდა შეტყობინება, რომ 300 ბილეთია დარჩენილი, შემდეგ გაყიდვების დასრულების შესახებ," - განმარტავს Biletebi.ge-ს ივენთ-მენეჯერი გვანცა დეისაძე.

"მომხმარებლებს მართლაც უწევდთ რიგში დაახლოებით 1 საათი დგომა. მიზეზი ბილეთების შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობა იყო. გვყავდა დაახლოებით 8 000 მომხმარებელი, რეალურად კი ბილეთების რაოდენობიდან გამომდინარე მხოლოდ 500-700 მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგვეძლო. სოციალურ ქსელში გაჟონა ელექტრონული რიგის გვერდის ავლის ბმულმა. ამის შედეგად საიტზე არასანქცირებულად შევიდა ბევრი მომხმარებელი და მოხდა ადგილების მასიური დაბლოკვა. აღნიშნულმა, თავის მხრივ, გამოიწვია ე.წ. "შოპინგკალათში" ბილეთების დამატების შეზღუდვა. პრობლემა დაახლოებით 15 წუთში აღმოვფხვერით. ამ პროცესის შედეგად გამოვლინდა 14 მომხმარებელი, ვისაც თანხა ჩამოეჭრა და ბილეთები არ მიუღიათ. მათთან კომუნიკაცია შედგა და კუთვნილი ბილეთებით დაკმაყოფილდებიან. ზოგადად, კი ჩვენი საიტი ნამდვილად გამართულია და მზად არის ასეთი მოთხოვნის პირობებში გამართულად იმუშაოს. ამის შემდეგ BILETEBI.GE-ზე გამოყოფილი კვოტა სრულად იყო რეალიზებული," - დასძენს დეისაძე.

რაც შეეხება tkt.ge-ს წარმომადგენლის პოზიციას, ღონისძიებების მენეჯერის მარიამ მორგოშიას ინფორმაციით, ერთადერთი პრობლემა ბილეთების მცირე რაოდენობა იყო, რომელიც მალე გათავდა:

"40 წუთში ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდული გვქონდა, 3 საათში კი ბილეთები აღარ გვქონდა. წუთში დაახლოებით 200 მომხმარებელს ვემსახურებოდით. ცხელი ხაზი გამართულად მუშაობდა 08:30-დან. სოციალურ ქსელშიც ოპერატიულად ვპასუხობდით შეტყობინებებს. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბილეთები ცოტა იყო, მალე გათავდა და მსურველების დიდი ნაწილი ბილეთის გარეშე დარჩა. ზოგადად, ჩვენი საიტი ტექნიკურად სრულად გამართულია. რიგის სისტემა შეფერხებების თავიდან არიდებაში ძალიან გვეხმარება. ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და სამომავლოდ ევროპაში ვაპირებთ გასვლას. საზღვარგარეთ გაგვიცნეს უკვე და ვგეგმავთ, რომ ბილეთების გაყიდვა უცხოეთშიც დავიწყოთ," - განმარტავს tkt.ge-ს მორგოშია.

შეგახსენებთ, რომ Aerosmith-ის კონცერტი მისი გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში 20 მაისს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ჩატარდება.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი