კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია - დავით ნარმანია აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე
ნიკა მელია - დავით ნარმანია აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე

თუ მო­სა­მარ­თლე ნატა ნა­ზღა­ი­ძის ძმის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დის გან­კარ­გუ­ლე­ბა არ გა­უქ­მდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად წარ­სდგე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე დე­და­ქა­ლა­ქის მერი და ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, თუ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მო­თხოვ­ნას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ცი­აც არ შე­უ­ერ­თდე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ თბი­ლი­სის მერ­მა ისი­ნი შეც­დო­მა­ში არ შე­იყ­ვა­ნა და მათ შეგ­ნე­ბუ­ლად "აჩუ­ქეს მო­სა­მარ­თლის ოჯახს მი­ლი­ო­ნი ლარი დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან".

"ეს არის შემ­თხვე­ვა, რომ­ლის ანა­ლო­გი ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა მთე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც კი სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. მსგავ­სი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა. ეს არის უტიფ­რო­ბის ნა­თე­ლი ილუსტრა­ცია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ამ­ზა­დებს გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექტს, რომ­ლი­თაც შე­დის საკ­რე­ბუ­ლო­ში და სთხოვს, თით­ქოს და­ზა­რა­ლე­ბულ ნა­ზღა­ი­ძეს კომ­პენ­სა­ცი­ის თან­ხა გა­და­უ­ხა­დონ, რე­ა­ლუ­რად კი, ის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც მე­რია ნა­ზღა­ი­ძის სა­კუთ­რე­ბად ასა­ღებ­და, ნა­ზღა­ი­ძის კუთ­ვნი­ლე­ბა 2013 წლი­დან აღარ არის. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, რომ რო­გორც მი­ნი­მუმ ამ ეტაპ­ზე სას­წრა­ფოდ უნდა გა­უქ­მდეს ის გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ნა­ზღა­ი­ძეს 1 მი­ლი­ო­ნი, ასე ვთქვათ, აჩუ­ქეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ელბ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა პრკუ­რა­ტუ­რას­თან და­ვით ნარ­მა­ნი­ას, კარ­ლო ლა­ფე­რა­ძეს, რო­გორც ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ის 35 დე­პუ­ტა­ტი, რო­გორც მი­ნი­მუმ დღეს ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ან არ იცოდ­ნენ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ან იცოდ­ნენ და ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ხელი მო­ა­წე­რეს გან­კარ­გუ­ლე­ბას. ეს უკვე ბუ­ნებ­რი­ვია და­ნა­შა­უ­ლია", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მო­უ­წო­დებს საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას, მხა­რი და­უ­ჭი­რონ ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას.

"ხომ არ­სე­ბობს რა­ღაც მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა? მერე რა, რომ შენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სიით ხარ დე­პუ­ტა­ტი? - თუ ნარ­მა­ნი­ას მიერ შეც­დო­მა­ში ხარ შეყ­ვა­ნი­ლი, ახლა უნდა აი­ღონ და გა­ა­უქ­მონ ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­კარ­გუ­ლე­ბა. თუ ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა არ გა­უქ­მდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად, დღეს თუ არა ხვალ, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა ნარ­მა­ნია და ყვე­ლა ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, რო­მელ­მაც ეს კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა გა­ა­ფორ­მა მო­სა­მარ­თლე ნა­ზღა­ი­ძეს­თან", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს 2016 წლის 23 დე­კემ­ბრის გან­კარ­გუ­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას ითხო­ვენ, რომ­ლი­თაც მო­სა­მარ­თლე ნატა ნა­ზღა­ი­ძის ძმას ერთ მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ქო­ნე­ბა აუ­ნა­ზღა­ურ­და.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა დღეს ოთხმა ფრაქ­ცი­ამ და და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ და შო­რე­ნა ბუხ­რაშ­ვილ­მა ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე და­ა­ყე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნიკა მელია - დავით ნარმანია აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე

ნიკა მელია - დავით ნარმანია აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე

თუ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადახდის განკარგულება არ გაუქმდება, აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე დედაქალაქის მერი და ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მელიამ განაცხადა, თუ ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას "ქართული ოცნების" დეპუტაციაც არ შეუერთდება, ამ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ თბილისის მერმა ისინი შეცდომაში არ შეიყვანა და მათ შეგნებულად "აჩუქეს მოსამართლის ოჯახს მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან".

"ეს არის შემთხვევა, რომლის ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება მთელი 20 წლის განმავლობაში, რაც კი საქართველო დამოუკიდებელია. მსგავსი კორუფციული სქემა არ გამჟღავნებულა. ეს არის უტიფრობის ნათელი ილუსტრაცია. წარმოიდგინეთ, დედაქალაქის მერია ამზადებს განკარგულების პროექტს, რომლითაც შედის საკრებულოში და სთხოვს, თითქოს დაზარალებულ ნაზღაიძეს კომპენსაციის თანხა გადაუხადონ, რეალურად კი, ის ტერიტორია, რომელსაც მერია ნაზღაიძის საკუთრებად ასაღებდა, ნაზღაიძის კუთვნილება 2013 წლიდან აღარ არის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ის განკარგულება, რომლის საფუძველზეც ნაზღაიძეს 1 მილიონი, ასე ვთქვათ, აჩუქეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუციელბლად მოუწევს პასუხისგება პრკურატურასთან დავით ნარმანიას, კარლო ლაფერაძეს, როგორც ქონების მართვის სამსახურის უფროსს. "ქართული ოცნების" ის 35 დეპუტატი, როგორც მინიმუმ დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია. ან არ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ ან იცოდნენ და ამის მიუხედავად მაინც ხელი მოაწერეს განკარგულებას. ეს უკვე ბუნებრივია დანაშაულია", - განაცხადა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მოუწოდებს საკრებულოს უმრავლესობას, მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას.

"ხომ არსებობს რაღაც მორალური პასუხისმგებლობა? მერე რა, რომ შენ "ქართული ოცნების" სიით ხარ დეპუტატი? - თუ ნარმანიას მიერ შეცდომაში ხარ შეყვანილი, ახლა უნდა აიღონ და გააუქმონ ის დანაშაულებრივი განკარგულება. თუ ეს განკარგულება არ გაუქმდება, აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ნარმანია და ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომელმაც ეს კორუფციული გარიგება გააფორმა მოსამართლე ნაზღაიძესთან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ერთ მილიონ ლარამდე ქონება აუნაზღაურდა.

თბილისის საკრებულოში ეს ინიციატივა დღეს ოთხმა ფრაქციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე დააყენეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."