საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? - შოთა დიღმელაშვილის ანალიზი
რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? - შოთა დიღმელაშვილის ანალიზი

გა­და­ცე­მის "საქ­მი­ა­ნი დილა" წამ­ყვა­ნი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ წერს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იმ მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ უნდა იყოს პირ­ვე­ლი არხი კერ­ძო:

"რა­ტომ არ უნდა იყოს პირ­ვე­ლი არხი კერ­ძო? იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ლე­ვი­ზია არ არის მო­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი. რუს­თა­ვი 2-ის შე­მო­სა­ვა­ლი წელს იყო და­ახ­ლო­ე­ბით 41.5 მი­ლი­ო­ნი. ტე­ლე­ი­მე­დის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი - და­ახ­ლო­ე­ბით 26 მლნ. ამ შე­მო­სავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც უდი­დეს არ­ხებს უჭირთ ე.წ. ბრე­იქ-ივენ­ზე, ანუ შე­მო­სა­ვა­ლი-ხარ­ჯის ნუ­ლო­ვან წერ­ტილ­ზე გას­ვლა. რას ნიშ­ნავს ეს? რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­სივ­რცე გა­ჯე­რე­ბუ­ლია დო­ტა­ცი­უ­რი არ­ხე­ბით. ფუ­ლის არა "ბიზ­ნე­სუ­რად", არა­მედ დამ­ფუძ­ნებ­ლის­გან, მფლო­ბე­ლის­გან თუ ინ­ვეს­ტო­რის­გან მი­ღე­ბა შე­კი­თხვებს აჩენს მე­დი­ის­თვის უმ­თავ­რე­სი, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან დო­ნო­რებს (მით უმე­ტეს ქარ­თველ დო­ნო­რებს) აქვთ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­სა და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და, რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი. დო­ნო­რებ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ზრდას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა ალ­ბა­თო­ბა, რომ მათ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე. მით უმე­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს, ანუ და­ბა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რი­სა და მყი­ფე პარ­ტი­უ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის ქვე­ყა­ნა­ში. ამ პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბობ­დეს პლუ­რა­ლის­ტუ­რი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კერ­ძო პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რეს­ზე. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის კონ­ცეპ­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მე­ო­რე სა­კი­თხია, რო­გორ ხდე­ბა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. საზ­მა­უს და რუს­თა­ვი 2-ის შე­მო­სავ­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რია, კონ­ტენ­ტის ხა­რის­ხი კი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად დოგ­მა­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ამ დოგმებს რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­ურ-სექ­ტან­ტუ­რი მრწამ­სი შობს თუ დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე იდე­ო­ლო­გია. ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა არა იდე­ო­ლო­გი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი, არა­მედ კონ­ტექ­სტუ­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი აზ­რე­ბი და მოქ­მე­დე­ბა. ჩვენ უნდა მო­ვი­თხო­ვოთ არა "კერ­ძო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" (რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად გან­წი­რუ­ლია, კერ­ძო პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­როს), არა­მედ უკე­თე­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი. რომ ვცხოვ­რობ­დეთ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის მე­დი­ა­ბა­ზა­რიც ნი­შუ­რად და­ყო­ფი­ლია, სა­დაც "ობი­ექ­ტუ­რო­ბა" ცალ­კე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ბიზ­ნეს­ნი­შა იქ­ნე­ბო­და, მეც ვი­ტყო­დი, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი უსა­მარ­თლოა, თუ 3% სარ­გებ­ლობს იმით, რის­თვი­საც იხ­დის 100%. მაგ­რამ დის ის სპარ­ტაა! სა­ქარ­თვე­ლოს სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი, რე­გი­ონ­თან შე­და­რე­ბით ისე­დაც ალო­გი­კუ­რად დი­დია თუ მშპ-ის პრო­ცენ­ტებ­ში გა­და­ვიყ­ვანთ მის მო­ცუ­ლო­ბას. ანუ ბა­ზარ­ზე ახა­ლი შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ნი­შის გა­ჩე­ნა, შე­უძ­ლე­ბე­ლია. რომ ვიქ­ნე­ბით მდი­და­რი ქვე­ყა­ნა, მერე შეგ­ვიძ­ლია ვი­ფიქ­როთ, გვჭირ­დე­ბა თუ არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი. დღეს ეს პლატ­ფორ­მა სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჯო­ბია დრო იმა­ზე ფიქ­რსა და და­ვა­ში დავ­ხარ­ჯოთ, რო­გორ და­ი­ხარ­ჯოს ჩვე­ნი ფული უფრო ეფექ­ტუ­რად და რო­გორ უზ­რუნ­ველ­ვყოთ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? - შოთა დიღმელაშვილის ანალიზი

რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? - შოთა დიღმელაშვილის ანალიზი

გადაცემის "საქმიანი დილა" წამყვანი შოთა დიღმელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ წერს. ტელეწამყვანი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო:

"რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? იმიტომ, რომ საქართველოში ტელევიზია არ არის მოგებიანი ბიზნესი. რუსთავი 2-ის შემოსავალი წელს იყო დაახლოებით 41.5 მილიონი. ტელეიმედის გაცილებით ნაკლები - დაახლოებით 26 მლნ. ამ შემოსავლების პირობებშიც უდიდეს არხებს უჭირთ ე.წ. ბრეიქ-ივენზე, ანუ შემოსავალი-ხარჯის ნულოვან წერტილზე გასვლა. რას ნიშნავს ეს? რომ საქართველოს ტელესივრცე გაჯერებულია დოტაციური არხებით. ფულის არა "ბიზნესურად", არამედ დამფუძნებლისგან, მფლობელისგან თუ ინვესტორისგან მიღება შეკითხვებს აჩენს მედიისთვის უმთავრესი, სიტყვის თავისუფლების მიმართულებით, რადგან დონორებს (მით უმეტეს ქართველ დონორებს) აქვთ შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სოციალურ მდგომარეობაზე და, რაც მთავარია, საკუთარი მიზნები და გეგმები. დონორებზე ტელევიზიების დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, იზრდება ალბათობა, რომ მათ მოთხოვნილებებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ტელევიზიების მუშაობაზე. მით უმეტეს საქართველოს, ანუ დაბალი პოლიტიკური კულტურისა და მყიფე პარტიული პლატფორმების ქვეყანაში. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს პლურალისტური, დაბალანსებული ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კერძო პოლიტიკურ ინტერესზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეპტი ამის საშუალებას იძლევა. მეორე საკითხია, როგორ ხდება ამ შესაძლებლობის გამოყენება. საზმაუს და რუსთავი 2-ის შემოსავლები დაახლოებით ერთნაირია, კონტენტის ხარისხი კი რადიკალურად განსხვავებული.

ყველაზე მეტად დოგმატური აზროვნება მაღიზიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ამ დოგმებს რომელიმე რელიგიურ-სექტანტური მრწამსი შობს თუ დიდი ტრადიციების მქონე იდეოლოგია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება არა იდეოლოგიურ ჩარჩოებში დატყვევებული აზრები, არამედ კონტექსტური, პრაქტიკული აზრები და მოქმედება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არა "კერძო საზოგადოებრივი მაუწყებელი" (რომელიც პრაქტიკულად განწირულია, კერძო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახუროს), არამედ უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი. რომ ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომლის მედიაბაზარიც ნიშურად დაყოფილია, სადაც "ობიექტურობა" ცალკე შემოსავლიანი ბიზნესნიშა იქნებოდა, მეც ვიტყოდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებული მოდელი უსამართლოა, თუ 3% სარგებლობს იმით, რისთვისაც იხდის 100%. მაგრამ დის ის სპარტაა! საქართველოს სარეკლამო ბაზარი, რეგიონთან შედარებით ისედაც ალოგიკურად დიდია თუ მშპ-ის პროცენტებში გადავიყვანთ მის მოცულობას. ანუ ბაზარზე ახალი შემოსავლიანი ნიშის გაჩენა, შეუძლებელია. რომ ვიქნებით მდიდარი ქვეყანა, მერე შეგვიძლია ვიფიქროთ, გვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ეს პლატფორმა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჯობია დრო იმაზე ფიქრსა და დავაში დავხარჯოთ, როგორ დაიხარჯოს ჩვენი ფული უფრო ეფექტურად და როგორ უზრუნველვყოთ მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს