სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომელიც დიდ ცვლილებებს მოახდენს ქართულ ბიზნეს სექტორში
 წიგნი, რომელიც დიდ ცვლილებებს მოახდენს ქართულ ბიზნეს სექტორში

კი­მი­სა და რენე მო­ბორ­ნის წიგნ­ში "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე­ე­ბის სტრა­ტე­გია" ბიზ­ნეს სამ­ყა­რო გან­ხი­ლუ­ლია ორ სივ­რცედ - წი­თელ და ლურჯ ოკე­ა­ნე­ე­ბად. წი­თე­ლი ოკე­ა­ნე­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ უკვე ცნო­ბილ და გა­მოც­დილ სა­ბაზ­რო სივ­რცეს, რო­მე­ლიც ყვე­ლა არ­სე­ბულ ინ­დუსტრი­ას მო­ი­ცავს. ლურ­ჯი ოკე­ა­ნე­ე­ბი კი ჯე­რაც ამო­უც­ნო­ბი, კონ­კუ­რენ­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცეა, სა­დაც ნიშა კი არ უნდა მო­ი­პო­ვო, არა­მედ თა­ვად შექ­მნა. სან­დერ შხრუ­ვერ­სი პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ჰო­ლან­დი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი და მწე­რა­ლია. ჩვენ გთა­ვა­ზობთ მო­ნო­ლოგს, სა­დაც ის ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რის მსოფ­ლიო ბესტსე­ლერ­ზე "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" სტრა­ტე­გი­ა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, წიგნ­ზე, რო­მელ­საც ქარ­თულ ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია.

გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზეს ვხე­დავ იმა­ში, თუ რო­გო­რი სი­ჯი­უ­ტით მი­ის­წრაფ­ვის შავი ზღვის ტალ­ღე­ბი ნა­პი­რის­კენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ჯი­უ­ტად უკუ­აგ­დებს მათ... აქ ზღვას ლურ­ჯი ოკე­ა­ნის სე­რი­ის გამო ვახ­სე­ნებ, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა და­ი­წყო. ახლა, რო­დე­საც პრო­დუქ­ტებ­სა და ბაზ­რებს, ისე­ვე რო­გორც მწარ­მო­ებ­ლებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის არ­სე­ბულ­მა სა­ზღვა­რებ­მა ასე გა­და­ი­წია, ეს სე­რია ქარ­თვე­ლი ბიზ­ნესპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მა­გა­ლი­თებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბით ეხე­ბა.

იყო დრო, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ას 6 წლამ­დე შე­ეძ­ლო კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ბი­ლურ და ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში იგი­ვე კომ­პა­ნია შე­საძ­ლოა, ექ­ვსთვი­ა­ნი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბი­თაც კი ბედ­ნი­ე­რი იყოს. წიგნ­ში ეს მი­ზე­ზე­ბია გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა, თუ რა­ტომ არის ჩან კი­მი­სა და რენე მო­ბორ­ნის გა­მო­ცე­მა - "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის სტრა­ტე­გია" - ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვენს თა­რო­ებ­ზე. ეს ის წიგ­ნია, რო­მე­ლიც ზუს­ტად წარ­მო­ა­ჩენს, თუ რო­გორ იქ­მნე­ბა ახა­ლი მო­თხოვ­ნა უკონ­კუ­რენ­ტო ბაზ­რებ­ზე. ლურ­ჯი ოკე­ა­ნის მიდ­გო­მა კონ­კუ­რენ­ტის და­მარ­ცხე­ბა­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბის ნაც­ვლად, გეხ­მა­რე­ბათ გა­აძ­ლი­ე­როთ ის ელე­მენ­ტე­ბი, რა­საც ნამ­დვი­ლად აფა­სე­ბენ თქვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და შე­ამ­ცი­როთ ბიზ­ნე­სის ის ნა­წი­ლი, რა­შიც მათ ფუ­ლის გა­დახ­და არ (ან ნაკ­ლე­ბად) სურთ. ის უზ­რუნ­ველგყოფთ სტრა­ტე­გი­ით, რო­მე­ლიც კარ­გი ფა­სის სა­პი­რის­პი­როდ რა­ღაც ახ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ამას ლურ­ჯი ოკე­ა­ნის ენა­ზე "ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინო­ვა­ცია" ჰქვია (და რად­გან ენა ვახ­სე­ნეთ, რა­ტომ ვე­ძა­ხით ჩვენს პლა­ნე­ტას დე­და­მი­წას, მით უმე­ტეს, რომ მისი ზე­და­პი­რის მხო­ლოდ ოც­და­ცხრა პრო­ცენ­ტია მი­წით და­ფა­რუ­ლი? ბევ­რად ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და, თუ "პლა­ნე­ტა ოკე­ა­ნეს" და­ვუ­ძა­ხებ­დით...).

კი­მი­სა და მო­ბორ­ნის კვლე­ვა­ში კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი ისაა, რომ ისი­ნი კომ­პა­ნი­ებს კი არ ანა­ა­ლი­ზე­ბენ, არა­მედ მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ

"სტრა­ტე­გი­ულ სვლებ­ზე", გა­ბე­დულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი, რა­მაც კომ­პა­ნი­ებს წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ზოგ­ჯერ ძველ წარ­მა­ტე­ბას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­საც ეკო­ნო­მის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­აკ­რი­ტი­კებ­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა, (რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის­თვის) გა­დარ­ჩე­ნა­საც კი ნიშ­ნავ­დეს. იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ პრო­დუქ­ტის ბა­ზარ­ზე ჩაშ­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო დროს უკვე აღარ ეხე­ბა. ხვალ ის კომ­პა­ნი­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან ძლი­ერ­ნი, რომ­ლე­ბიც სწრა­ფად შეძ­ლე­ბენ რე­პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას. ეს შე­საძ­ლოა იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ კომ­პა­ნი­ებს ახა­ლი იერ­არ­ქი­უ­ლი მიქ­სი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ტო­მი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ.

ყო­ველ­თვის მა­ო­ცებ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მოქ­ნი­ლო­ბა. ეს ის უნა­რია, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბას აკ­ლია. მოდი, ცოტა ხნით კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბით სავ­სე ლურ­ჯი ოკე­ა­ნე წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ეს შიდა ევ­რო­პუ­ლი ბა­ზა­რია. შე­საძ­ლოა, კი­მი­სა და მო­ბორ­ნის მე­თოდ­მა ხე­ლახ­ლა და­გა­ფიქ­როთ თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს­მო­დელ­ზე კომ­პა­ნი­ა­სა და მომ­ხმა­რებ­ლელს შო­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სწრა­ფი ცვლი­ლე­ბის კონ­ტექ­სტში.

და­ი­მახ­სოვ­რე: ყვე­ლა ბა­ზა­რი და ინ­დუსტრია ოდეს­ღაც ახა­ლი იყო. ამი­ტომ მსურს ამ აზ­რით და­ვას­რუ­ლო: რო­გორც მდი­ნა­რე რი­ონს სჯე­რა შავი ზღვის, ასე­ვე მეც მჯე­რა, რომ გამ­ჭრი­ა­ხი ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პის ბაზ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "მარ­კე­ტინ­გუ­ლი ომე­ბი" - ათა­სო­ბით მარ­კე­ტე­რის სა­მა­გი­დო წიგ­ნი უკვე ქარ­თუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

წიგნი, რომელიც დიდ ცვლილებებს მოახდენს ქართულ ბიზნეს სექტორში

 წიგნი, რომელიც დიდ ცვლილებებს მოახდენს ქართულ ბიზნეს სექტორში

კიმისა და რენე მობორნის წიგნში "ლურჯი ოკეანეების სტრატეგია" ბიზნეს სამყარო განხილულია ორ სივრცედ - წითელ და ლურჯ ოკეანეებად. წითელი ოკეანეები წარმოადგენენ უკვე ცნობილ და გამოცდილ საბაზრო სივრცეს, რომელიც ყველა არსებულ ინდუსტრიას მოიცავს. ლურჯი ოკეანეები კი ჯერაც ამოუცნობი, კონკურენციისგან თავისუფალი სივრცეა, სადაც ნიშა კი არ უნდა მოიპოვო, არამედ თავად შექმნა. სანდერ შხრუვერსი პიარისა და მარკეტინგის ჰოლანდიელი სპეციალისტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და მწერალია. ჩვენ გთავაზობთ მონოლოგს, სადაც ის ბიზნეს ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერზე „ლურჯი ოკეანის" სტრატეგიაზე გვესაუბრება, წიგნზე, რომელსაც ქართულ ბიზნესსექტორში დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია.

განსაკუთრებულ სილამაზეს ვხედავ იმაში, თუ როგორი სიჯიუტით მიისწრაფვის შავი ზღვის ტალღები ნაპირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჯიუტად უკუაგდებს მათ... აქ ზღვას ლურჯი ოკეანის სერიის გამო ვახსენებ, რომელზე მუშაობაც გამომცემლობა პალიტრა L-მა დაიწყო. ახლა, როდესაც პროდუქტებსა და ბაზრებს, ისევე როგორც მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის არსებულმა საზღვარებმა ასე გადაიწია, ეს სერია ქართველი ბიზნესპროფესიონალების მაგალითებს განსაკუთრებული რელევანტურობით ეხება.

იყო დრო, როდესაც კომპანიას 6 წლამდე შეეძლო კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება, თანამედროვე მობილურ და ვირტუალურ სამყაროში იგივე კომპანია შესაძლოა, ექვსთვიანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებითაც კი ბედნიერი იყოს. წიგნში ეს მიზეზებია გაანალიზებული და სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ არის ჩან კიმისა და რენე მობორნის გამოცემა - "ლურჯი ოკეანის სტრატეგია" - ასე პოპულარული და სასურველი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენს თაროებზე. ეს ის წიგნია, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს, თუ როგორ იქმნება ახალი მოთხოვნა უკონკურენტო ბაზრებზე. ლურჯი ოკეანის მიდგომა კონკურენტის დამარცხებაზე კონცენტრირების ნაცვლად, გეხმარებათ გააძლიეროთ ის ელემენტები, რასაც ნამდვილად აფასებენ თქვენი მომხმარებლები და შეამციროთ ბიზნესის ის ნაწილი, რაშიც მათ ფულის გადახდა არ (ან ნაკლებად) სურთ. ის უზრუნველგყოფთ სტრატეგიით, რომელიც კარგი ფასის საპირისპიროდ რაღაც ახლის შეთავაზებაში დაგეხმარებათ. ამას ლურჯი ოკეანის ენაზე "ღირებულების ინოვაცია" ჰქვია (და რადგან ენა ვახსენეთ, რატომ ვეძახით ჩვენს პლანეტას დედამიწას, მით უმეტეს, რომ მისი ზედაპირის მხოლოდ ოცდაცხრა პროცენტია მიწით დაფარული? ბევრად ობიექტური იქნებოდა, თუ "პლანეტა ოკეანეს" დავუძახებდით...).

კიმისა და მობორნის კვლევაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ისინი კომპანიებს კი არ ანაალიზებენ, არამედ მხოლოდ კონკრეტულ

"სტრატეგიულ სვლებზე", გაბედულ გადაწყვეტილებებზე არიან ორიენტირებულნი, რამაც კომპანიებს წარმატება მოუტანა. გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ზოგჯერ ძველ წარმატებასთან დამშვიდობებას გულისხმობს, რასაც ეკონომისტების უმრავლესობა გააკრიტიკებდა, მაგრამ რეალურად გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, (რომელიმე კომპანიისთვის) გადარჩენასაც კი ნიშნავდეს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებისთვის საჭირო დროს უკვე აღარ ეხება. ხვალ ის კომპანიები იქნებიან ძლიერნი, რომლებიც სწრაფად შეძლებენ რეპოზიციონირებას. ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ კომპანიებს ახალი იერარქიული მიქსისა და სტრატეგიული ანატომიის ჩამოყალიბება დასჭირდებათ.

ყოველთვის მაოცებდა ქართველი ხალხის მოქნილობა. ეს ის უნარია, რომელიც დასავლეთ ევროპაში მცხოვრებთა უმეტესობას აკლია. მოდი, ცოტა ხნით კაშკაშა ვარსკვლავებით სავსე ლურჯი ოკეანე წარმოვიდგინოთ, ეს შიდა ევროპული ბაზარია. შესაძლოა, კიმისა და მობორნის მეთოდმა ხელახლა დაგაფიქროთ თქვენი კომპანიის ბიზნესმოდელზე კომპანიასა და მომხმარებლელს შორის ღირებულების სწრაფი ცვლილების კონტექსტში.

დაიმახსოვრე: ყველა ბაზარი და ინდუსტრია ოდესღაც ახალი იყო. ამიტომ მსურს ამ აზრით დავასრულო: როგორც მდინარე რიონს სჯერა შავი ზღვის, ასევე მეც მჯერა, რომ გამჭრიახი ქართველები ევროპის ბაზრის შესაძლებლობებს გამოიყენებენ...

ასევე წაიკითხეთ: "მარკეტინგული ომები" - ათასობით მარკეტერის სამაგიდო წიგნი უკვე ქართულად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს