კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს
ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

შე­ვეც­დე­ბით, რომ მე-7, მე-8, მე-9 კლა­სებ­ში მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ჰქონ­დეთ მოს­წავ­ლე­ებს და მა­ღალ კლა­სებ­ში უფრო მე­ტად იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ნისტრს სჯე­რა, რომ ეს მიდ­გო­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­საც და მათ უფრო მე­ტად მო­ამ­ზა­დებს ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის.

რო­გორც ჯე­ჯე­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პროგ­რა­მის მო­სამ­ზა­დებ­ლად ის ასე­უ­ლო­ბით პე­და­გოგს შეხ­ვდა და რე­ფორ­მაც სწო­რედ მათ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მშობ­ლებ­თან შე­ჯე­რე­ბით მომ­ზად­და.

მი­ნის­ტრის თქმით, მან მო­ის­მი­ნა პე­და­გო­გე­ბის­გან, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცია, თუ სად ხე­და­ვენ გა­მო­სა­ვალს და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჯე­ჯე­ლა­ვას თქმით, პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვსე კლა­სამ­დე ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა უკვე არ­სე­ბობს, მა­ღა­ლი კლა­სე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი კი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­ტკიც­დე­ბა.

"დღეს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი. მე-7, მე-8, მე-9 კლა­სებ­ში ბევ­რი გაკ­ვე­თი­ლი და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა აქვთ, რო­დე­საც მე-11 და მე-12 კლა­სებ­ში ხან­და­ხან დატ­ვირ­თვა არის არა­საკ­მა­რი­სი. მათ ოჯა­ხებს უწევთ რე­პე­ტი­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ მათ­მა შვი­ლებ­მა გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა უმაღ­ლეს­ში. მე-7, მე-8, მე-9 კლა­სებ­ში შე­ვეც­დე­ბით მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ჰქონ­დეთ მოს­წავ­ლე­ებს, მეტი კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა ჰქონ­დეთ, და­კავ­დნენ სპორ­ტით, გა­ერ­თონ, ხოლო ბოლო კლა­სებ­ში უფრო მეტი აქ­ტი­ვო­ბა უნდა ჰქონ­დეთ და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბა­ზე. მჯე­რა, რომ ეს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მათ შე­დე­გებს, მზად­ყოფ­ნას და მო­ამ­ზა­დებს ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

წა­ი­კი­თხეთ: გა­ი­გეთ ვრცლად იმ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა - ინ­ტერ­ვიუ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

შევეცდებით, რომ მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს და მაღალ კლასებში უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული აკადემიურ მოსწრებაზე, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრს სჯერა, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსწავლეების შედეგებსაც და მათ უფრო მეტად მოამზადებს ზრდასრული ცხოვრებისთვის.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, განათლების რეფორმის პროგრამის მოსამზადებლად ის ასეულობით პედაგოგს შეხვდა და რეფორმაც სწორედ მათთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან შეჯერებით მომზადდა.

მინისტრის თქმით, მან მოისმინა პედაგოგებისგან, მოსწავლეებისა და მშობლებისგან ინფორმაცია, თუ სად ხედავენ გამოსავალს და განვითარების შესაძლებლობას. ჯეჯელავას თქმით, პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი ეროვნული გეგმა უკვე არსებობს, მაღალი კლასების სასწავლო გეგმები კი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

"დღეს ჩვენი მოსწავლეები არიან ძალიან დატვირთულები. მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ბევრი გაკვეთილი და საშინაო დავალება აქვთ, როდესაც მე-11 და მე-12 კლასებში ხანდახან დატვირთვა არის არასაკმარისი. მათ ოჯახებს უწევთ რეპეტიტორების დახმარების გამოყენება, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლესში. მე-7, მე-8, მე-9 კლასებში შევეცდებით მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს, მეტი კლასგარეშე აქტივობა ჰქონდეთ, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ, ხოლო ბოლო კლასებში უფრო მეტი აქტივობა უნდა ჰქონდეთ და ორიენტირებულები იყვნენ აკადემიურ მოსწრებაზე. მჯერა, რომ ეს გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად მათ შედეგებს, მზადყოფნას და მოამზადებს ზრდასრული ცხოვრებისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

წაიკითხეთ: გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი