კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამო და არასტანდარტული წიგნი ბუმბერაზ მწერალზე
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამო და არასტანდარტული წიგნი ბუმბერაზ მწერალზე

22 დე­კემ­ბერს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლას სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ბუმ­ბე­რა­ზი მწერ­ლის და­ბა­დე­ბი­დან 155 წელი გა­ვი­და. სწო­რედ ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სა­ღა­მო­ზე მოწ­ვე­ულ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა მხატ­ვრუ­ლად წა­ი­კი­თხეს ნა­წყვე­ტე­ბი ვაჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბი­დან. ღო­ნის­ძი­ე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რად და­ვით ევ­გე­ნი­ძის ბენდმა გა­ა­ფორ­მა.

სა­ღა­მოს კულ­მი­ნა­ცია ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სად­მი მი­ძღვნი­ლი წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია იყო. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ხელ­შე­წყო­ბით, თსუ შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"- ის ინი­ცი­რე­ბით გა­მო­ი­ცა წიგ­ნე­ბი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, პო­ე­ტე­ბი და მწერ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდი მწერ­ლის შთა­მო­მა­ვალ­მა, ლელა რა­ზი­კაშ­ვილ­მაც მი­მარ­თა.

ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას შთა­მო­მა­ვა­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "წელს ვაჟა-ფშა­ვე­ლას და­ბა­დე­ბი­დან 155 წელი შეს­რულ­და, თუმ­ცა იუ­ბი­ლე­ებს ჩვენ ვი­ყე­ნებთ მი­ზე­ზად იმი­სათ­ვის, რომ ახ­ლოს მი­ვი­დეთ კლა­სი­კო­სებ­თან, უფრო ხში­რად შე­ვახ­სე­ნოთ იმ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რო­გო­რი ღი­რე­ბუ­ლია მათი ნაღ­ვა­წი, ამ სა­შუ­ა­ლე­ბის ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა დღე­ვან­დე­ლი დღე. ღო­ნის­ძი­ე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე­თი ლა­მა­ზი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და."

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი: "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით წელს სა­ი­უ­ბი­ლეო წლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და და დღეს კი­დევ ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა გვაქვს, სა­დაც სულ ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა და ვე­ცა­დეთ შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო შეგ­ვექ­მნა იმი­სათ­ვის, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი კი­დევ ერთხელ გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა. წლის ბოლო სა­ი­უ­ბი­ლეო წელი ამ სა­ხით და­ვაგ­ვირ­გვი­ნეთ".

"ვაჟა-ფშა­ვე­ლა" - ასე ჰქვია წიგნს, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა გა­მოს­ცა და რო­მელ­შიც დიდი მწერ­ლის ერთ-ერთი პო­ე­მა "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი" პრო­ზად არის გად­მო­ცე­მუ­ლი.

მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი: "ჩვენს მკი­თხველს წარ­ვუდ­გი­ნეთ ვაჟა-ფშა­ვე­ლას "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი", რო­მე­ლიც მო­თხრო­ბი­ლია პრო­ზად. მად­ლობ­ლე­ბი ვართ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სი, რომ მოგ­ვცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბა ასე­თი არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მით გად­მოგ­ვე­ცა. წიგ­ნი არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტით, ფორ­მით, ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლად გად­მო­ვე­ცით ვა­ჟას სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი პრო­ზად. წიგ­ნი სავ­სეა მოძ­რა­ვი ჩა­ნარ­თე­ბით, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას".

წიგ­ნის იდე­ის ავ­ტო­რის, კოტე იანტბე­ლი­ძის თქმით, "პა­ლიტ­რა L"-ის გუნ­დის მიერ წიგ­ნი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და.

"ეს გახ­ლავთ სამ გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი წიგ­ნი "ვაჟა-ფშა­ვე­ლა". წიგნ­ში არის ტექ­სტი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წე­რა, ასე­ვე არის ილუსტრა­ცი­ე­ბი, მოძ­რა­ვი ჩა­ნარ­თე­ბი, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი შექ­მნი­ლია ძა­ლი­ან დიდი რუ­დუ­ნე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს წიგ­ნი ადა­მი­ანს აყ­ვა­რებს კი­თხვას და ამას­თან ერ­თად, ის იგებს უფრო მეტს ვა­ჟა­ზე. ეს წიგ­ნი ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი 3 გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა, სა­დაც ასე­ვე შე­სუ­ლია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი", "თა­მარ მეფე", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" და ა.შ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამო და არასტანდარტული წიგნი ბუმბერაზ მწერალზე

ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამო და არასტანდარტული წიგნი ბუმბერაზ მწერალზე

22 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბუმბერაზი მწერლის დაბადებიდან 155 წელი გავიდა. სწორედ ამის აღსანიშნავად, საღამოზე მოწვეულმა მსახიობებმა მხატვრულად წაიკითხეს ნაწყვეტები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან. ღონისძიება მუსიკალურად დავით ევგენიძის ბენდმა გააფორმა.

საღამოს კულმინაცია ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია იყო. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის და გამომცემლობა „პალიტრა L”- ის ინიცირებით გამოიცა წიგნები, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი, პოეტები და მწერლები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას დიდი მწერლის შთამომავალმა, ლელა რაზიკაშვილმაც მიმართა.

ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი: „წელს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წელი შესრულდა, თუმცა იუბილეებს ჩვენ ვიყენებთ მიზეზად იმისათვის, რომ ახლოს მივიდეთ კლასიკოსებთან, უფრო ხშირად შევახსენოთ იმ წლის განმავლობაში საზოგადოებას, თუ როგორი ღირებულია მათი ნაღვაწი, ამ საშუალების ერთ-ერთი გამოვლინებაა დღევანდელი დღე. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ლამაზი საღამო გამოვიდა.“

მიხეილ გიორგაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: „მოგეხსენებათ, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წელს საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება ჩატარდა და დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღონისძიება გვაქვს, სადაც სულ ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა და ვეცადეთ შესაბამისი გარემო შეგვექმნა იმისათვის, რომ ეს პერსონაჟები კიდევ ერთხელ გაგვეცოცხლებინა. წლის ბოლო საიუბილეო წელი ამ სახით დავაგვირგვინეთ“.

„ვაჟა-ფშაველა“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა და რომელშიც დიდი მწერლის ერთ-ერთი პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ პროზად არის გადმოცემული.

მაია ალუდაური, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი: „ჩვენს მკითხველს წარვუდგინეთ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც მოთხრობილია პროზად. მადლობლები ვართ კულტურის სამინისტროსი, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ვაჟას შემოქმედება ასეთი არასტანდარტული ფორმით გადმოგვეცა. წიგნი არის ძალიან საინტერესო თავისი გადაწყვეტით, ფორმით, შინაარსობრივადაც იმიტომ, რომ პირველად გადმოვეცით ვაჟას სტუმარ-მასპინძელი პროზად. წიგნი სავსეა მოძრავი ჩანართებით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალას“.

წიგნის იდეის ავტორის, კოტე იანტბელიძის თქმით, „პალიტრა L“-ის გუნდის მიერ წიგნი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

„ეს გახლავთ სამ განზომილებიანი წიგნი „ვაჟა-ფშაველა“. წიგნში არის ტექსტი, რომელიც სპეციალურად დაიწერა, ასევე არის ილუსტრაციები, მოძრავი ჩანართები, საარქივო მასალები, ეს ყველაფერი შექმნილია ძალიან დიდი რუდუნებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ადამიანს აყვარებს კითხვას და ამასთან ერთად, ის იგებს უფრო მეტს ვაჟაზე. ეს წიგნი ჩვენი უნიკალური 3 განზომილებიანი სერიის ფარგლებში გამოიცა, სადაც ასევე შესულია ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“, „თამარ მეფე“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და ა.შ.

თეა ბეჟიტაშვილი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს