სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავატარე უგემრიელესი დღე იტალიური სამზარეულოს ორ ჯადოქართან
როგორ გავატარე უგემრიელესი დღე იტალიური სამზარეულოს ორ ჯადოქართან

ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, თუ ამ­ბის მო­ყო­ლას იმით და­ვი­წყებ, რო­გო­რი კარ­გი დღე გა­ვა­ტა­რე ორ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­თან ერ­თად, რო­გორ გახ­და ორი სა­ერ­თოდ უცხო ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი ერთ დღე­ში და რო­გორ არ ვე­ლო­დი, რომ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო ყო­ფი­ლი­ყო.

ჩემი დღის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი მა­უ­რი­ციო ჯი­ა­ნო­ტი და ჯო­ვა­ნი დი ჩიკო არი­ან. მა­უ­რი­ცი­ოს პირ­ვე­ლი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გა­მახ­სენ­და ყვე­ლა ფილ­მი და ანი­მა­ცია სა­დაც იტა­ლი­ე­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან, მუ­დამ მომ­ღი­მა­რი თვა­ლე­ბი, ხა­ლი­სი­ა­ნი, სწრა­ფი სა­უ­ბა­რი და თბი­ლი გა­მო­ხედ­ვა. მე იტა­ლი­უ­რი არ ვიცი, მან ინ­გლი­სუ­რი არ იცო­და, მაგ­რამ ამას ხელი არ შე­უშ­ლია მთე­ლი დღე გვე­კონ­ტაქ­ტა, ჯო­ვა­ნიმ იცო­და ინ­გლი­სუ­რი და ეს საქ­მეს გვი­ად­ვი­ლებ­და.

ერ­თმა­ნეთს დღის 12 სა­ათ­ზე კაფე "ჩი გუს­ტა!"- ში შევ­ხვდით. მათ­თვის, ვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და წიგ­ნე­ბი უყ­ვარს, ეს ად­გი­ლი ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლია. თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს მხო­ლოდ აქ შეგ­ვიძ­ლია პრე­ჯე­ლის ყავა მი­ვირ­თვათ, მა­შინ ბევ­რის­თვის მშობ­ლი­უ­რიც კი არის "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ის" სიმ­ყუდ­რო­ვე. ერ­თმა­ნეთს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. ისიც კი გა­ვი­გე, რომ მა­უ­რი­ციო კერ­ძე­ბის შეფმ­ზა­რე­უ­ლია, ჯო­ვა­ნი კი დე­სერ­ტე­ბის ჯა­დო­ქა­რია, სა­სი­ა­მოვ­ნო იყო იმის გა­გე­ბაც, რომ ჩი გუს­ტას! არა­ერ­თი ნა­ყი­ნის არო­მა­ტი მისი შე­მოქ­მე­დე­ბაა.

და­პი­რე­ბა მი­ვი­ღე, რომ გა­სე­ირ­ნე­ბის შემ­დეგ ორი­ვე მო­მიმ­ზა­დებ­და მათ სა­ფირ­მო კერძს. ახლა ჩემი ჯერი იყო, მათ­თვის თბი­ლის­ში სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. დრო ბევ­რი არ მქონ­და, სულ რა­ღაც ერთი სა­ა­თი, სა­ნამ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას და­ი­წყებ­დნენ, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია გა­დავ­წყვი­ტე მათ­თვის ჩურ­ჩხე­ლა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. მი­ხა­რო­და ყვე­ლა მი­მი­კა, რო­მელ­საც ჩემი იტა­ლი­ე­ლი მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ზე ვხე­დავ­დი, როცა ქარ­თულ შე­ნო­ბებს უყუ­რებ­დნენ, თუმ­ცა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ის სახე, რომ­ლი­თაც ჩურ­ჩხე­ლას მი­ირ­თმევ­დნენ და ტყლა­პის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას სა­სა­ცი­ლოდ იშ­მუშ­ნე­ბოდ­ნენ, თან მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი ბგე­რე­ბი წარ­მო­ეთ­ქვათ.

ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას აწუ­წუ­ნე­ბუ­ლებ­მა, რომ "სი­ცი­ვეა" და "ნე­ტავ არ გავ­ცივ­დეთ" მა­შინ­ვე შე­წყვი­ტეს, როცა ღვი­ნო და­ა­გე­მოვ­ნეს და შემ­დეგ უკვე ჭაჭა - უკვე აღარც ცი­ო­და და ქუ­ჩის მუ­სი­კო­სის ნამ­ღერ­ზე აცეკ­ვე­ბაც ბევ­რად მარ­ტი­ვი გახ­და.

ხან­მოკ­ლე გა­სე­ირ­ნე­ბი­დან დავ­ბრუნ­დით და მა­უ­რი­ცი­ომ და­ი­წყო - სა­გულ­და­გუ­ლოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფო­კა­ჩოს­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პური შუ­ა­ში გაჭ­რა... და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში ჩემს წინ ულა­ზე­სი თეფ­ში იდო, ერ­თმა­ნეთ­ში ასე გემ­რი­ე­ლად შე­ზა­ვე­ბუ­ლი სუ­ნე­ლე­ბი არას­დროს გა­მი­სინ­ჯავს, კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო ის არის, რომ ფო­კა­ჩო სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის მომ­ზად­და. აქ არა, მაგ­რამ მისი და­გე­მოვ­ნე­ბა არ და­გა­ვი­წყდეთ, თუ "ჩი გუს­ტა!"-ში რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში მოხ­ვდე­ბით - მას ხომ მსოფ­ლი­ოს 35 ქვე­ყა­ნა­ში 70-მდე რეს­ტო­რა­ნი აქვს. არც პი­ცის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე­ბია, სხვა შეგ­რძნე­ბაა როცა შეფმ­ზა­რე­უ­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პი­ცას მი­ირ­თმევ, ნამ­დვილ იტა­ლი­ურ პი­ცას!

ახლა ჯო­ვა­ნის ჯერი დად­გა. ეს მხო­ლოდ ნა­ყი­ნი არ ყო­ფი­ლა, მე­გო­ნა, იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რის ნა­წილს მი­ვირ­თმევ­დი! უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო მათი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი იყო, როცა მათ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბით ვტკბე­ბო­დი - თით­ქოს ისი­ნი ახალ­ბე­და მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, მე კი მათი კრი­ტი­კო­სი.

9 სა­ა­თის­თვის რო­ლე­ბი გავცვა­ლეთ - ახლა უკვე მე ვი­ყა­ვი მათი მას­პინ­ძე­ლი ერთ-ერთ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში და მე ვუ­ყუ­რებ­დი მათ, რა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შე­ექ­ცე­ოდ­ნენ ქარ­თულ კერ­ძებს. გა­და­ვი­ღეთ ბევ­რი ფოტო და ერ­თმა­ნეთს დავ­პირ­დით, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხში­რი კონ­ტაქ­ტი გვექ­ნე­ბა. მე კი პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყველ­გან ვი­პო­ვი "ჩი გუს­ტა!"-ს კა­ფეს, გავ­სინ­ჯავ ნამ­დვილ იტა­ლი­ურ კერ­ძებს და ჩემს ემო­ცი­ას ყო­ველ­თვის გა­ვუ­ზი­ა­რებ მათ!

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ გავატარე უგემრიელესი დღე იტალიური სამზარეულოს ორ ჯადოქართან

როგორ გავატარე უგემრიელესი დღე იტალიური სამზარეულოს ორ ჯადოქართან

ძალიან ბანალური იქნება, თუ ამბის მოყოლას იმით დავიწყებ, როგორი კარგი დღე გავატარე ორ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად, როგორ გახდა ორი საერთოდ უცხო ადამიანი ძალიან კარგი მეგობარი ერთ დღეში და როგორ არ ველოდი, რომ საქმიანი შეხვედრა შეიძლებოდა ასეთი სასიამოვნო ყოფილიყო.

ჩემი დღის მთავარი გმირები მაურიციო ჯიანოტი და ჯოვანი დი ჩიკო არიან. მაურიციოს პირველი დანახვისთანავე გამახსენდა ყველა ფილმი და ანიმაცია სადაც იტალიელი მზარეულები არიან, მუდამ მომღიმარი თვალები, ხალისიანი, სწრაფი საუბარი და თბილი გამოხედვა. მე იტალიური არ ვიცი, მან ინგლისური არ იცოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მთელი დღე გვეკონტაქტა, ჯოვანიმ იცოდა ინგლისური და ეს საქმეს გვიადვილებდა.

ერთმანეთს დღის 12 საათზე კაფე "ჩი გუსტა!"- ში შევხვდით. მათთვის, ვისაც სასიამოვნო გარემო, გემრიელი კერძები და წიგნები უყვარს, ეს ადგილი ნაცნობი და საყვარელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყავის მოყვარულებს მხოლოდ აქ შეგვიძლია პრეჯელის ყავა მივირთვათ, მაშინ ბევრისთვის მშობლიურიც კი არის "ბიბლუსი გალერეის" სიმყუდროვე. ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეკონტაქტებით. ისიც კი გავიგე, რომ მაურიციო კერძების შეფმზარეულია, ჯოვანი კი დესერტების ჯადოქარია, სასიამოვნო იყო იმის გაგებაც, რომ ჩი გუსტას! არაერთი ნაყინის არომატი მისი შემოქმედებაა.

დაპირება მივიღე, რომ გასეირნების შემდეგ ორივე მომიმზადებდა მათ საფირმო კერძს. ახლა ჩემი ჯერი იყო, მათთვის თბილისში საუკეთესო ქართული მეჩვენებინა. დრო ბევრი არ მქონდა, სულ რაღაც ერთი საათი, სანამ კერძების მომზადებას დაიწყებდნენ, ბევრი არ მიფიქრია გადავწყვიტე მათთვის ჩურჩხელა და ქართული ღვინო შემეთავაზებინა. მიხაროდა ყველა მიმიკა, რომელსაც ჩემი იტალიელი მეგობრების სახეზე ვხედავდი, როცა ქართულ შენობებს უყურებდნენ, თუმცა არასდროს დამავიწყდება ის სახე, რომლითაც ჩურჩხელას მიირთმევდნენ და ტყლაპის დაგემოვნებისას სასაცილოდ იშმუშნებოდნენ, თან მონდომებით ცდილობდნენ ქართული ბგერები წარმოეთქვათ.

ქუჩაში სეირნობისას აწუწუნებულებმა, რომ "სიცივეა" და "ნეტავ არ გავცივდეთ" მაშინვე შეწყვიტეს, როცა ღვინო დააგემოვნეს და შემდეგ უკვე ჭაჭა - უკვე აღარც ციოდა და ქუჩის მუსიკოსის ნამღერზე აცეკვებაც ბევრად მარტივი გახდა.

ხანმოკლე გასეირნებიდან დავბრუნდით და მაურიციომ დაიწყო - საგულდაგულოდ მომზადებული ფოკაჩოსთვის განკუთვნილი პური შუაში გაჭრა... დაახლოებით 15 წუთში ჩემს წინ ულაზესი თეფში იდო, ერთმანეთში ასე გემრიელად შეზავებული სუნელები არასდროს გამისინჯავს, კიდევ უფრო სასიამოვნო ის არის, რომ ფოკაჩო სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა. აქ არა, მაგრამ მისი დაგემოვნება არ დაგავიწყდეთ, თუ "ჩი გუსტა!"-ში რომელიმე ქვეყანაში მოხვდებით - მას ხომ მსოფლიოს 35 ქვეყანაში 70-მდე რესტორანი აქვს. არც პიცის გაკეთება დავიწყებია, სხვა შეგრძნებაა როცა შეფმზარეულის მიერ მომზადებულ პიცას მიირთმევ, ნამდვილ იტალიურ პიცას!

ახლა ჯოვანის ჯერი დადგა. ეს მხოლოდ ნაყინი არ ყოფილა, მეგონა, იტალიური კულტურის ნაწილს მივირთმევდი! უფრო სასიამოვნო მათი ბედნიერი სახეები იყო, როცა მათ მიერ მომზადებული კერძებით ვტკბებოდი - თითქოს ისინი ახალბედა მზარეულები იყვნენ, მე კი მათი კრიტიკოსი.

9 საათისთვის როლები გავცვალეთ - ახლა უკვე მე ვიყავი მათი მასპინძელი ერთ-ერთ ქართულ რესტორანში და მე ვუყურებდი მათ, რა აღფრთოვანებით შეექცეოდნენ ქართულ კერძებს. გადავიღეთ ბევრი ფოტო და ერთმანეთს დავპირდით, რომ შეძლებისდაგვარად ხშირი კონტაქტი გვექნება. მე კი პირობა მივეცი, რომ მოგზაურობისას ყველგან ვიპოვი "ჩი გუსტა!"-ს კაფეს, გავსინჯავ ნამდვილ იტალიურ კერძებს და ჩემს ემოციას ყოველთვის გავუზიარებ მათ!

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი