კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი "პატრიოტთა ალიანსის" წევრიც გახდება
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი "პატრიოტთა ალიანსის" წევრიც გახდება

პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში ვიცე-სპი­კე­რის პოსტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც და­ი­კა­ვებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიცე-სპი­კე­რის ერთ ად­გილს მათ­თვის პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თითო კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა (მაგ­რამ არა უმე­ტეს 3-ისა) იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ შექ­მნილ ფრაქ­ცი­ებს აქვთ, რომ­ლებ­მაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხეს და რომ­ლე­ბიც არ არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის ამ ჩა­ნა­წე­რი­სა და ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში თითო-თითო ვიცე-სპი­კე­რი ეყო­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და ასე­ვე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" - წერს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი".

გარ­და ამი­სა, ერთი ვიცე-სპი­კე­რის არ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევრთა­გან, ხოლო ვიცე-სპი­კე­რის არა უმე­ტეს სამი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა აქვს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას. პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ ვიცე-სპი­კერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის წარ­დგე­ნით აირ­ჩე­ვენ.

პარ­ლა­მენ­ტი ვიცე-სპი­კე­რებს ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით, სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით ირ­ჩევს, რაც პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვას­თან ერ­თად უნდა მოხ­დეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი "პატრიოტთა ალიანსის" წევრიც გახდება

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი "პატრიოტთა ალიანსის" წევრიც გახდება

პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერის პოსტს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სავარაუდოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელიც დაიკავებს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის ერთ ადგილს მათთვის პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება (მაგრამ არა უმეტეს 3-ისა) იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს აქვთ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში.

შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის ამ ჩანაწერისა და ცესკოს წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, პარლამენტის სპიკერატში თითო-თითო ვიცე-სპიკერი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას" და ასევე "პატრიოტთა ალიანსს" - წერს "ინტერპრესნიუსი".

გარდა ამისა, ერთი ვიცე-სპიკერის არჩევა მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ხოლო ვიცე-სპიკერის არა უმეტეს სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენით აირჩევენ.

პარლამენტი ვიცე-სპიკერებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს, რაც პირველივე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უნდა მოხდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."