სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტა ცენტრი თბილისის" დაფუძნებელი - "ბიზნესში ფორტუნა აუცილებელია"
"ტოიოტა ცენტრი თბილისის" დაფუძნებელი - "ბიზნესში ფორტუნა აუცილებელია"

PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­პერ­სო­ნამ" ამ­ჯე­რად "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის" და­ფუძ­ნე­ბელს, ირაკ­ლი გურ­ჩი­ანს უმას­პინ­ძლა.

რო­გორ გახ­და "ტო­ი­ო­ტას" პირ­ვე­ლი დი­ლე­რი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რო­გორ დას­რულ­და კო­დუ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი და რა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი აქვს ირაკ­ლი გურ­ჩი­ანს, ამას მკი­თხვე­ლი გა­და­ცე­მის ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ი­დან შე­ი­ტყობს.

- ამ სექ­ტორ­ში მოხ­ვე­დით აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პრო­ფე­სი­ით, სხვა უნა­რე­ბით. იყო მცდე­ლო­ბა, მო­გე­სინ­ჯათ ძა­ლე­ბი სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­გე­წყოთ თუ ეს ის პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც ყვე­ლა ამა­ზე ფიქ­რობ­და?

- მინ­და გი­თხრათ, რომ "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის" დროს ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და ინ­სტი­ტუ­ტი, მაგ­რამ უკვე ვმუ­შა­ობ­დი სპე­ცი­ა­ლო­ბით - მშე­ნებლ-ინ­ჟი­ნე­რი ვარ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ყა­მი­რი. არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და. ერთი-ორი წე­ლი­წა­დი ვი­მუ­შა­ვე ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით. პა­ტა­რა კომ­პა­ნია მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო­ში, ამ გზით ავა­შე­ნეთ რეს­ტო­რა­ნი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "ევ­რო­პა", რო­მელ­საც ერთი წე­ლი­წა­დი ვმარ­თავ­დით, თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ, წა­მო­ვე­დი ამ რეს­ტორ­ნის მარ­თვი­დან იმი­ტომ, რომ და­ვი­ნა­ხე - არ იყო ეს ჩემი საქ­მე, ძა­ლი­ან რთუ­ლი ბიზ­ნე­სი იყო, რთუ­ლად მო­სავ­ლე­ლი.

- იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი რეს­ტო­რა­ნი, თქვენ მა­ინც და­ტო­ვეთ ეს ბიზ­ნე­სი.

- ერთი წლის შემ­დეგ და­ვა­ნე­ბე თავი და ახა­ლი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას ვფიქ­რობ­დი. დღეს თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამე ბიზ­ნე­სი არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ არის და­წყე­ბუ­ლი. ჩვენ ხომ ნან­გრე­ვე­ბი­დან მოვ­დი­ვართ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქუ­ჩებ­ში რომ გა­გე­ხე­დათ, და­დი­ო­და მარ­ტო ორი ბრენ­დის მან­ქა­ნა - "მერ­სე­დე­სი" და BMW, ისიც ძვე­ლე­ბი. არა­ნა­ი­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ იყო. მან­ქა­ნებ­ში ვერ ვერ­კვე­ო­დი, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი მან­ქა­ნე­ბი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ეს თემა ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბო­და. რად­გან გა­მო­ვე­დით "საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან", ხარ­სი­ხი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი უნდა მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. "ტო­ი­ო­ტა" იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი მან­ქა­ნა და ხა­რის­ხი­ა­ნი. ხა­რის­ხი­სა და ფა­სის შე­ფარ­დე­ბა იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი. ამი­ტომ, ავ­დე­ქი და და­ვუ­კავ­შირ­დი ტო­ი­ო­ტას.

- რო­გორ?

- ერთ-ერთ გა­მო­ცე­მა­ში რეკ­ლა­მა იყო, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო ქარ­ხნის მი­სა­მარ­თი, ქარ­ხნის ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ­სად მო­ი­პო­ვებთ, ფე­იჯ­ზეც რომ შეხ­ვი­დეთ, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია არ არის. არის მხო­ლოდ მი­სა­მარ­თი. დიდი წე­რი­ლი დავ­წე­რე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ტოიოტა ცენტრი თბილისის" დაფუძნებელი - "ბიზნესში ფორტუნა აუცილებელია"

"ტოიოტა ცენტრი თბილისის" დაფუძნებელი - "ბიზნესში ფორტუნა აუცილებელია"

PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ" ამჯერად "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დაფუძნებელს, ირაკლი გურჩიანს უმასპინძლა.

როგორ გახდა "ტოიოტას" პირველი დილერი ქართული კომპანია, როგორ დასრულდა კოდუებთან დაკავშირებული ინციდენტი და რა პოლიტიკური მიზნები და სურვილები აქვს ირაკლი გურჩიანს, ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- ამ სექტორში მოხვედით აბსოლუტურად სხვა პროფესიით, სხვა უნარებით. იყო მცდელობა, მოგესინჯათ ძალები სამშენებლო სექტორში. რატომ გადაწყვიტეთ, რომ მაინცდამაინც, ბიზნესსაქმიანობა წამოგეწყოთ თუ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ყველა ამაზე ფიქრობდა?

- მინდა გითხრათ, რომ "საბჭოთა კავშირის" დროს ახალი დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი, მაგრამ უკვე ვმუშაობდი სპეციალობით - მშენებლ-ინჟინერი ვარ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად საქართველოში იყო ყამირი. არაფერი არსებობდა. ერთი-ორი წელიწადი ვიმუშავე ჩემი სპეციალობით. პატარა კომპანია მქონდა გაკეთებული სამშენებლო სფეროში, ამ გზით ავაშენეთ რესტორანი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანი "ევროპა", რომელსაც ერთი წელიწადი ვმართავდით, თანადამფუძნებელი ვიყავი. შემდეგ, წამოვედი ამ რესტორნის მართვიდან იმიტომ, რომ დავინახე - არ იყო ეს ჩემი საქმე, ძალიან რთული ბიზნესი იყო, რთულად მოსავლელი.

- იმის მიუხედავად, რომ ეს იყო პოპულარული რესტორანი, თქვენ მაინც დატოვეთ ეს ბიზნესი.

- ერთი წლის შემდეგ დავანებე თავი და ახალი ბიზნესის დაწყებას ვფიქრობდი. დღეს თუ საქართველოში რამე ბიზნესი არსებობს, ყველაფერი მაშინ არის დაწყებული. ჩვენ ხომ ნანგრევებიდან მოვდივართ. ელემენტარულად, ქუჩებში რომ გაგეხედათ, დადიოდა მარტო ორი ბრენდის მანქანა - "მერსედესი" და BMW, ისიც ძველები. არანაირი წარმომადგენლობა არ იყო. მანქანებში ვერ ვერკვეოდი, საერთოდ არ ვიცოდი მანქანები, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს თემა ამ ქვეყანაში მომავალში აუცილებლად საინტერესო გახდებოდა. რადგან გამოვედით "საბჭოთა კავშირიდან", ხარსიხიანი მანქანები უნდა მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის. "ტოიოტა" იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მანქანა და ხარისხიანი. ხარისხისა და ფასის შეფარდება იყო ყველაზე კარგი. ამიტომ, ავდექი და დავუკავშირდი ტოიოტას.

- როგორ?

- ერთ-ერთ გამოცემაში რეკლამა იყო, სადაც მითითებული იყო ქარხნის მისამართი, ქარხნის ინფორმაციას ვერსად მოიპოვებთ, ფეიჯზეც რომ შეხვიდეთ, საკონტაქტო ინფორმაცია არ არის. არის მხოლოდ მისამართი. დიდი წერილი დავწერე.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი