კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო: მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა
 ცესკო: მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა

ცეს­კო სამი პი­რის მიერ მთაწ­მინ­დის მე-18 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მო­ტყუ­ე­ბით შეს­ვლა­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რობს.

რო­გორც ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ პირ­ველ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გუ­შინ სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:20 სა­ათ­ზე, მთაწ­მინ­დის მე-18 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე სამი პირი მი­ვი­და, რომ­ლებ­მაც დაც­ვის პო­ლი­ცი­ას თავი წა­რუდ­გი­ნეს, რო­გორც სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ცეს­კო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი უბან­ზე შე­ვიდ­ნენ, რო­დე­საც უბა­ნი უკვე და­კე­ტი­ლი იყო.

"მათ და­ი­წყეს სა­არ­ჩევ­ნო მა­სა­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, გა­და­ღე­ბა, სხვა­დას­ხვა უჯრე­ბის გახ­სნა, სა­დაც ინა­ხე­ბო­და სა­არ­ჩევ­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია, მათ შო­რის, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­და­ი­ღეს ამომ­რჩე­ველ­თა სა­მა­გი­დო სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ამომ­რჩევ­ლის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არ იყ­ვნენ სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ ჰქონ­დათ დამ­კვირ­ვებ­ლი­სა და პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­აკ­რე­დი­ტა­ციო ბე­ი­ჯე­ბი. დაც­ვის პო­ლი­ცი­ამ მათ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა უბა­ნი. ად­გილ­ზე მა­სა­ლე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მი­ვიდ­ნენ სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მი­სუ­ლი იყო უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რე. შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­სა 112-ზე და გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­არ­ჩევ­ნო მა­სა­ლა და და­კუ­მენ­ტა­ცია უბან­ზე არის სრულ­ყო­ფი­ლი და და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, წარ­მო­ად­გენს სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მო­ტყუ­ე­ბით შეს­ვლას და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ანა მი­ქე­ლა­ძემ.

ცეს­კო-ს სპი­კერს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რო­მელ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გენ­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ამ უბან­ზე არ­ჩევ­ნე­ბი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, ცეს­კო კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს დამ­კვირ­ვებ­ლებს, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დონ და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­წყონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ცესკო: მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა

 ცესკო: მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა

ცესკო სამი პირის მიერ მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლასა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საუბრობს.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე, მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მივიდა, რომლებმაც დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს, როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები უბანზე შევიდნენ, როდესაც უბანი უკვე დაკეტილი იყო.

"მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომლებიც შეიცავენ ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეიჯები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო-საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე მისული იყო უბნის თავმჯდომარე. შეტყობინება შევისა 112-ზე და გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დაკუმენტაცია უბანზე არის სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს სპიკერს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ დაუკონკრეტებია რომელ სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და პარტიას წარმოადგენდნენ აღნიშნული პირები. მისივე თქმით, ამ უბანზე არჩევნები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ამასთან, ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს დამკვირვებლებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუწყონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."