მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს
შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რის აკა­კი ზო­ი­ძის თქმით, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის სან­ქცი­ე­ბი, ალ­ბათ, გამ­კაცრ­დე­ბა, თუმ­ცა სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სი­ცო­ცხლეს შო­რის ბა­ლან­სი და­ცუ­ლი უნდა იყოს.

რო­გორც ზო­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მისი გა­უქ­მე­ბის დრო­ის­თვის შრო­მის ინ­სპექ­ცია მარ­თლაც კო­რუფ­ცი­ის წყა­რო იყო და რე­ა­ლუ­რი ფუნ­ქცია არ გა­აჩ­ნდა, თუმ­ცა უნდა მომ­ხდა­რი­ყო სის­ტე­მის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია.

"მხო­ლოდ 75 ადა­მი­ა­ნი იყო მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ინ­სპექ­ცი­ა­ში და ისი­ნი მცი­რე მო­საკ­რებ­ლის, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ქრთა­მის მი­ღე­ბის მეტს არა­ფერს აკე­თებ­დნენ. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მომ­ხდა­რი­ყო ამ სის­ტე­მის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და მისი რე­ა­ლურ, მო­ბი­ლურ, ეფექ­ტი­ან ერ­თე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მოხ­და უბ­რა­ლოდ პრობ­ლე­მის მო­ცი­ლე­ბა. ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, გა­უქ­მდა იმ დროს არ­სე­ბუ­ლი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, კო­დექ­სი და კარ­გად იცით, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი არ იყო რე­ა­ლუ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი. ეს გა­უქ­მდა იმის გამო, რომ მომ­ხდა­რი­ყო მაქ­სი­მა­ლუ­რი დე­რე­გუ­ლი­რე­ბა და ბიზ­ნესს შე­წყო­ბო­და ხელი, რა­შიც არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ლო­გი­კა და ეს ლო­გი­კა დღე­საც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რად­გან ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ზედ­მე­ტი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით და­ვახ­რჩოთ ბიზ­ნე­სი. ზედ­მე­ტი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აძ­ვი­რებს მათ­თვის წარ­მო­ე­ბას, რაც ამ­ცი­რებს სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და ასე­ვე, ამ­ცი­რებს ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. ამი­ტომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ მო­მა­ვალ­შიც. რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის უსაფრ­თო­ე­ბის ნორ­მე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლია. მაგ­რამ ჩვენ ეს ნორ­მე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ მა­ქი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლად ჩვენს დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბას­თან, რომ ერთი მხრივ, არ მო­ვახ­დი­ნოთ ბიზ­ნე­სის მო­ბი­ლუ­რო­ბის, სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ბი­ლუ­რო­ბის და წარ­მო­ე­ბის გაძ­ვი­რე­ბა და ზედ­მეტ ტვირ­თად არ და­აწ­ვეს ეს ბიზ­ნესს და მე­ო­რე მხრივ, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი", - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 25 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია. ამას­თან, ზო­ი­ძემ სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 26 წლის მუ­შის, თე­მურ გურ­გე­ნაშ­ვი­ლის ოჯახს.

"აქ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მხო­ლოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი და შრო­მის ინ­სპექ­ცი­ა­ზე კი არა, სა­უ­ბა­რი უნდა იყოს უფრო მოქ­ნილ მე­თო­დებ­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა და­ზღვე­ვას, ისე­თი წარ­მო­ე­ბის და­ზღვე­ვას, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და სხვა მე­ქა­ნიზ­მებს, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით უფრო სა­ბაზ­რო მე­თო­დით შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს იმას, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ასე­თი ტი­პის ტრა­გე­დი­ე­ბის­გან, რო­გო­რიც მოხ­და 26 წლის ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვის შემ­თხვე­ვა­ში. იმე­დია, რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ ასეთ ტრა­გე­დი­ებს. რო­გორც კი პარ­ლა­მენ­ტი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას, ვი­მუ­შა­ვებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ, ერთი მხრივ, არ შე­ვა­ფერ­ხოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ასე­ვე ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ტრა­გე­დი­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ახლა ვი­სა­უბ­რეთ", - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს

"ქართული ოცნების" წევრის აკაკი ზოიძის თქმით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სანქციები, ალბათ, გამკაცრდება, თუმცა სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და მოქალაქეების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გაუქმების დროისთვის შრომის ინსპექცია მართლაც კორუფციის წყარო იყო და რეალური ფუნქცია არ გააჩნდა, თუმცა უნდა მომხდარიყო სისტემის რეორგანიზაცია.

"მხოლოდ 75 ადამიანი იყო მთელ საქართველოში ამ ინსპექციაში და ისინი მცირე მოსაკრებლის, არაოფიციალურად ქრთამის მიღების მეტს არაფერს აკეთებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ამ სისტემის რეორგანიზაცია და მისი რეალურ, მობილურ, ეფექტიან ერთეულად ჩამოყალიბება, მოხდა უბრალოდ პრობლემის მოცილება. ასევე, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, გაუქმდა იმ დროს არსებული შრომის უსაფრთხოების ნორმები, კოდექსი და კარგად იცით, მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის უსაფრთხოების ნორმები და მოთხოვნები არ იყო რეალურად მიწოდებული. ეს გაუქმდა იმის გამო, რომ მომხდარიყო მაქსიმალური დერეგულირება და ბიზნესს შეწყობოდა ხელი, რაშიც არსებობს გარკვეული ლოგიკა და ეს ლოგიკა დღესაც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ ბიზნესი. ზედმეტი რეგულაციები აძვირებს მათთვის წარმოებას, რაც ამცირებს სამუშაო ადგილებს და ასევე, ამცირებს ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალშიც. რა თქმა უნდა, აუცილებელია თანამედროვე შრომის უსაფრთოების ნორმების მიღება, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ასევე სავალდებულო ნაწილია. მაგრამ ჩვენ ეს ნორმები უნდა მივიღოთ მაქიმალურად მიახლოებულად ჩვენს დღევანდელ რეალობასთან, რომ ერთი მხრივ, არ მოვახდინოთ ბიზნესის მობილურობის, სამუშაო ძალის მობილურობის და წარმოების გაძვირება და ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს ეს ბიზნესს და მეორე მხრივ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, წელიწადში საშუალოდ 25 ადამიანი იღუპება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რაც მიუღებელია. ამასთან, ზოიძემ სამძიმარი გამოუცხადა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი 26 წლის მუშის, თემურ გურგენაშვილის ოჯახს.

"აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ნორმები და შრომის ინსპექციაზე კი არა, საუბარი უნდა იყოს უფრო მოქნილ მეთოდებზე, რომელიც ეხება დაზღვევას, ისეთი წარმოების დაზღვევას, რომელიც შედარებით სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და სხვა მექანიზმებს, რომლებიც შედარებით უფრო საბაზრო მეთოდით შეგვაძლებინებს იმას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, როგორიც მოხდა 26 წლის ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში. იმედია, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ ასეთ ტრაგედიებს. როგორც კი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, რომ, ერთი მხრივ, არ შევაფერხოთ ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები, რომლებზეც ახლა ვისაუბრეთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი