დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 11 – 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება.
13 – 16 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +15, +20° იქნება.