სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკი" ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაციას დააფინანსებს
"თიბისი ბანკი" ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაციას დააფინანსებს

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით და "თი­ბი­სი ბან­კის" და­ფი­ნან­სე­ბით ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის აღ­დგე­ნა იწყე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვა ფი­როს­მა­ნის მირ­ზა­ა­ნის მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ა­ში და­ცუ­ლი ორი ტი­ლოს - შოთა რუს­თა­ვე­ლი­სა და თა­მარ მე­ფის სრულ რეს­ტავ­რა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

28 სექ­ტემ­ბერს ტი­ლო­ე­ბი მირ­ზა­ა­ნი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს და მხო­ლოდ ერთი დღით, ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე, მი­სი­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხის გვერ­დით მდე­ბა­რე სა­გა­ლე­რეო სივ­რცე­ში გა­მო­ფი­ნეს.

გა­ლე­რე­ას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და თი­ბი­სი ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტუმ­რობ­დნენ. ნა­მუ­შევ­რე­ბი იმა­ვე დღეს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში გა­და­იგ­ზავ­ნა, სა­დაც შ. ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­ხე­ლოს­ნოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, - ნანა მა­ნა­გა­ძე და ევე­ლი­ნა კარ­სე­ლი მათ­ზე სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს და­ი­წყე­ბენ.

ნიკა ან­თი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: "მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­ბი­სი ბანკს ამ მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. ასე­ვე მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა "ქარ­თუ ჯგუფს", რო­მელ­მაც ეს სა­გა­ლე­რეო სივ­რცე გა­ნა­ახ­ლა. ვფიქ­რობთ, რომ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, აქ ნიკო ფი­როს­მან­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვუ­მას­პინ­ძლოთ. ასე­ვე ვა­პი­რებთ, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ვაგ­რძე­ლოთ და ეს შე­ნო­ბაც ახ­ლე­ბუ­რად დავ­ტვირ­თოთ.

უფ­რო­სი რეს­ტავ­რა­ტო­რის, ანა მა­ნა­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ფი­როს­მა­ნის "რუს­თა­ველ­სა" და "თა­მარ მე­ფეს" მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს და მათ­ზე ძი­რე­უ­ლი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი:

"ძა­ლი­ან რთუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, რო­გორც ჩანს, ოდეს­ღაც ამ ნა­ხა­ტებს რეს­ტავ­რა­ცია საკ­მა­ოდ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად ჩა­უ­ტარ­და, რის გა­მოც მათ­ზე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნა­დაა სა­ჭი­რო. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, სუ­რა­თე­ბი­დან რო­გორ მო­იხ­სნე­ბა ფირ­ფი­ცა­რი, ამი­ტომ მოგ­ვი­წევს ფირ­ფიც­რის სა­თი­თაო ფე­ნის და­თხე­ლე­ბა და შემ­დეგ უკვე მუ­ყა­ო­ზე მუ­შა­ო­ბა. პრო­ცე­სი ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს დავძლევთ" - გან­მარ­ტავს მა­ნა­გა­ძე

თა­მარ კირ­ვა­ლი­ძე, თი­ბი­სი ბან­კის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მე­დი­ა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი: "რო­გორც იცით, წლე­ვან­დე­ლი წელი იუ­ნეს­კომ რუს­თა­ვე­ლის წლად გა­მო­ა­ცხა­და. გა­დავ­წყვი­ტეთ ამ თე­მას რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ. აქე­დან ერთ-ერთი ამ 2 უნი­კა­უ­რი ნა­მუ­შევ­რის ("თა­მარ მეფე" და "შოთა რუს­თა­ვე­ლი") აღ­დგე­ნაა. რო­გორც კი რეს­ტავ­რა­ცია დას­რულ­დე­ბა, რეს­ტავ­რი­რე­ბულ ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, მირ­ზა­ა­ნის მუ­ზე­უ­მის სრუ­ლი კო­ლექ­ცია თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ი­ფი­ნე­ბა.

ასე­ვე, რუს­თა­ვე­ლის წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვაა, წიგ­ნად გა­მო­ი­ცეს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ცუ­ლი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" XVII სა­უ­კუ­ნის უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც 1680 წელს, გი­ორ­გი XI-ის დაკ­ვე­თით მე­ფის მდი­ვანს ბეგ­თა­ბეგ თა­ნი­აშ­ვილს გა­და­უ­წე­რია. შემ­დეგ კი ის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მოხ­ვდა, სა­ი­და­ნაც ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და­აბ­რუ­ნა. "ბეგთბე­გი­სე­უ­ლი ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ნუს­ხებს შო­რის იშ­ვი­ა­თი მხატ­ვრულ-დე­კო­რა­ტი­უ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­მუ­შია. წიგ­ნად გა­მო­ცე­მულ XVII სა­უ­კუ­ნის "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" თი­ბი­სი ბან­კი "ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრს" სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს, ნა­წილს კი სა­კუ­თა­რი პარტნი­ო­რე­ბის­თვის შე­მო­ი­ნა­ხავს.

რუს­თა­ვე­ლის წელს ისიც სიმ­ბო­ლუ­რად და­ემ­თხვა, რომ წლე­ვან­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "სა­ბას" ერთ-ერთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - ქარ­თუ­ლი წიგ­ნის უცხო­ე­ნო­ვა­ნი თარ­გმა­ნი - და­ჯილ­დოვ­და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" მთარ­გმნე­ლი, ამე­რი­კე­ლი ლინ კო­ფი­ნი, რო­ემ­ლმაც ეს შე­დევ­რი ინ­გლი­სურ ენა­ზე თარ­გმნა. ეს არის უნი­კა­ლუ­რი თარ­გმა­ნი მას­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი 16 მარ­ცვლი­ა­ნი რით­მის გამო. ლინ კო­ფი­ნი ჩვე­ნი მოწ­ვე­ვით, სწო­რედ "სა­ბას" და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის აღ­დგე­ნას, ვფიქ­რობ, რომ ეს კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კარ­გი მა­გა­ლი­თია".

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი: "მად­ლო­ბა თი­ბი­სი ბანკს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვი­სათ­ვის. დიდი იმე­დი მაქვს, ეს პრო­ცე­სი ამ ორი ნა­მუ­შევ­რით არ დას­რულ­დე­ბა და მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე მად­ლო­ბა "ქარ­თუს" გა­ლე­რე­ის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის. ეს ჩვე­ნი ქევყნის სა­გან­ძუ­რია და კარ­გია, რომ მის დაც­ვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში კერ­ძო ბიზ­ნე­სიც ჩარ­თუ­ლია"

* * *

შოთა რუს­თა­ვე­ლი­სა და თა­მა­რის პორ­ტრე­ტე­ბი 1948 წლი­დან ფი­ლო­ლო­გის იო­სებ მეგ­რე­ლი­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის თე­ატრმ­ცოდ­ნე ნინო შვან­გი­რა­ძის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბო­და. 1989 წელს ოჯახ­მა ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი "ხალ­ხთა მე­გობ­რო­ბის მუ­ზე­უმს" გა­დას­ცა, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ ნიკო ფი­როს­მა­ნის მირ­ზა­ა­ნის მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვდა.

შოთა რუს­თა­ვე­ლი და თა­მარ მეფე ფი­როს­მა­ნის­თვის, რო­გორც ჩანს, საყ­ვა­რე­ლი თე­მაა. მათი პორ­ტრე­ტე­ბი ნიკო ფი­როს­მანს რამ­დენ­ჯერ­მე აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ისი­ნი სხვა­დას­ხვა კო­ლექ­ცი­ებ­ში ინა­ხე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა რეს­ტავ­რი­რე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს, ისი­ნი მირ­ზა­ა­ნის კო­ლექ­ცი­ას სა­ვა­რა­უ­დოდ სამ თვე­ში და­უბ­რუნ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი რეს­ტავ­რი­რე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში მირ­ზა­ა­ნის სრულ კო­ლექ­ცი­ას­თან ერთდ იხი­ლავს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"თიბისი ბანკი" ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაციას დააფინანსებს

"თიბისი ბანკი" ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაციას დააფინანსებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და "თიბისი ბანკის" დაფინანსებით ფიროსმანის ნამუშევრების აღდგენა იწყება. ინიციატივა ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცული ორი ტილოს - შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სრულ რესტავრაციას გულისხმობს.

28 სექტემბერს ტილოები მირზაანიდან თბილისში ჩამოიტანეს და მხოლოდ ერთი დღით, ფიროსმანის ქუჩაზე, მისივე საცხოვრებელი ოთახის გვერდით მდებარე საგალერეო სივრცეში გამოფინეს.

გალერეას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელები და თიბისი ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ნამუშევრები იმავე დღეს ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნა, სადაც შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები, - ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი მათზე სარესტავრაციო სამუშაოებს დაიწყებენ.

ნიკა ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი: "მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკს ამ მხარდაჭერისათვის. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა "ქართუ ჯგუფს", რომელმაც ეს საგალერეო სივრცე განაახლა. ვფიქრობთ, რომ გვექნება საშუალება, აქ ნიკო ფიროსმანთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ვუმასპინძლოთ. ასევე ვაპირებთ, რომ ნამუშევრების რესტავრაციის პროცესი გავაგრძელოთ და ეს შენობაც ახლებურად დავტვირთოთ.

უფროსი რესტავრატორის, ანა მანაგაძის განმარტებით, ფიროსმანის "რუსთაველსა" და "თამარ მეფეს" მძიმე დაზიანებები აქვს და მათზე ძირეული სამუშაოა ჩასატარებელი:

"ძალიან რთული დაზიანებები აქვს, როგორც ჩანს, ოდესღაც ამ ნახატებს რესტავრაცია საკმაოდ არაკვალიფიციურად ჩაუტარდა, რის გამოც მათზე მუშაობა საკმაოდ საფუძვლიანადაა საჭირო. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურათებიდან როგორ მოიხსნება ფირფიცარი, ამიტომ მოგვიწევს ფირფიცრის სათითაო ფენის დათხელება და შემდეგ უკვე მუყაოზე მუშაობა. პროცესი ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერს დავძლევთ" - განმარტავს მანაგაძე

თამარ კირვალიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი: "როგორც იცით, წლევანდელი წელი იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა. გადავწყვიტეთ ამ თემას რამდენიმე ინიციატივით გამოვეხმაუროთ. აქედან ერთ-ერთი ამ 2 უნიკაური ნამუშევრის ("თამარ მეფე" და "შოთა რუსთაველი") აღდგენაა. როგორც კი რესტავრაცია დასრულდება, რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად, მირზაანის მუზეუმის სრული კოლექცია თიბისი გალერეაში გამოიფინება.

ასევე, რუსთაველის წელთან დაკავშირებით, ჩვენივე ინიციატივაა, წიგნად გამოიცეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული "ვეფხისტყაოსნის" XVII საუკუნის უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 1680 წელს, გიორგი XI-ის დაკვეთით მეფის მდივანს ბეგთაბეგ თანიაშვილს გადაუწერია. შემდეგ კი ის საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხვდა, საიდანაც ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა. "ბეგთბეგისეული ვეფხისტყაოსანი" "ვეფხისტყაოსნის" ნუსხებს შორის იშვიათი მხატვრულ-დეკორატიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშია. წიგნად გამოცემულ XVII საუკუნის "ვეფხისტყაოსანს" თიბისი ბანკი "ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს" საჩუქრად გადასცემს, ნაწილს კი საკუთარი პარტნიორებისთვის შემოინახავს.

რუსთაველის წელს ისიც სიმბოლურად დაემთხვა, რომ წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის "საბას" ერთ-ერთ ნომინაციაში - ქართული წიგნის უცხოენოვანი თარგმანი - დაჯილდოვდა "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელი, ამერიკელი ლინ კოფინი, როემლმაც ეს შედევრი ინგლისურ ენაზე თარგმნა. ეს არის უნიკალური თარგმანი მასში შენარჩუნებული 16 მარცვლიანი რითმის გამო. ლინ კოფინი ჩვენი მოწვევით, სწორედ "საბას" დაჯილდოებისთვის ჩამოვიდა თბილისში. რაც შეეხება ფიროსმანის ნახატების აღდგენას, ვფიქრობ, რომ ეს კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის კარგი მაგალითია".

მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურის მინისტრი: "მადლობა თიბისი ბანკს ამ ინიციატივისათვის. დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი ამ ორი ნამუშევრით არ დასრულდება და მომავალშიც გაგრძელდება. ასევე მადლობა "ქართუს" გალერეის რესტავრაციისთვის. ეს ჩვენი ქევყნის საგანძურია და კარგია, რომ მის დაცვასა და შენარჩუნებაში კერძო ბიზნესიც ჩართულია"

* * *

შოთა რუსთაველისა და თამარის პორტრეტები 1948 წლიდან ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში ინახებოდა. 1989 წელს ოჯახმა ეს ნამუშევრები "ხალხთა მეგობრობის მუზეუმს" გადასცა, საიდანაც შემდეგ ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში მოხვდა.

შოთა რუსთაველი და თამარ მეფე ფიროსმანისთვის, როგორც ჩანს, საყვარელი თემაა. მათი პორტრეტები ნიკო ფიროსმანს რამდენჯერმე აქვს შესრულებული და ისინი სხვადასხვა კოლექციებში ინახება.

რაც შეეხება რესტავრირებულ ნამუშევრებს, ისინი მირზაანის კოლექციას სავარაუდოდ სამ თვეში დაუბრუნდება. მანამდე კი რესტავრირებულ ნამუშევრებს დამთვალიერებელი თიბისი გალერეაში მირზაანის სრულ კოლექციასთან ერთდ იხილავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი