სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამაოგნებელი სამეცნიერო მიღწევები, რომელიც ფანტასტიკის ჟანრს გავს
გამაოგნებელი სამეცნიერო მიღწევები, რომელიც ფანტასტიკის ჟანრს გავს

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა სა­ო­ცარ ფაქ­ტებს იკ­ვლევს, მაგ­რამ ეს დარ­გი თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბით სულ უფრო მე­ტად ემ­სგავ­სე­ბა მა­გი­ას. მეც­ნი­ე­რე­ბა უკვე შე­უძ­ლებ­ლის შე­საძ­ლებ­ლად გარ­დაქ­მნა­ზე მუ­შა­ობს. წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე გა­მა­ოგ­ნე­ბელ მიღ­წე­ვას, რო­მე­ლიც აქამ­დე მხო­ლოდ ფან­ტას­ტი­კურ ფილ­მებ­ში გვხვდე­ბო­და.

შავი ხვრე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში

ჩი­ნეთ­ში, ნა­ნინ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მკვლე­ვა­რებ­მა შავი ხვრე­ლის მი­ახ­ლო­ე­ბი­თი ასლი შექ­მნეს. მათ შექ­მნეს ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­ლი ტალ­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ მა­სა­ლას გარ­დაქ­მნი­და. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც შავი ხვრე­ლი ისეთ პი­რო­ბებ­ში შე­იქ­მნა, რომ მისი კონ­ტრო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა, სულ ცო­ტაა დარ­ჩე­ნი­ლი, სა­ნამ შავი ხვრე­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­დე­ბი­ან.

ტე­ლე­პა­თია

ჰერ­ცო­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბის ბრა­ზი­ლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლეს, ორი ვირ­თხა ათე­უ­ლო­ბით ათა­სი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ერ­თმა­ნეთ­თან ტე­ლე­პა­თი­უ­რად და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ. მღრღნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ტვი­ნის იმპლან­ტან­ტე­ბით და­უ­კავ­შირ­დნენ. მეც­ნი­ე­რებს სწამთ, რომ ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზეც ჩა­ტარ­დეს და უკე­თე­სი შე­დე­გიც აჩ­ვე­ნოს.

სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რე

კარ­გად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რის მიღ­წე­ვა ჩვენს სამ­ყა­რო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბის სი­სუს­ტე პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა და­ამ­ტკი­ცეს. მათ ლა­ზე­რის სხი­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ, გა­ზით სავ­სე ოთახ­ში გა­უშ­ვეს და მან სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რე­ზე 300-ჯერ სწრა­ფად იმოძ­რა­ვა.

საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად ორ მოძ­რა­ო­ბას ას­რუ­ლე­ბენ

უამ­რა­ვი თე­ო­რია არ­სე­ბობს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კონ­კრე­ტულ სა­განს არ შე­უძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად ორი მოძ­რა­ო­ბა შე­ას­რუ­ლოს. სან­ტა ბარ­ბა­რა­ში მეც­ნი­ე­რებ­მა ძა­ლი­ან პა­ტა­რა მე­ტა­ლის ნა­ჭე­რი გა­ა­ცი­ეს და კვან­ტუ­რი სქე­მით მო­იყ­ვა­ნეს მოძ­რა­ო­ბა­ში. ამ დროს მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­გა­ნი ერ­თდრო­უ­ლად მოძ­რა­ობ­და და თან უძ­რა­ვი იყო. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან ამით შე­საძ­ლოა, ორ ად­გი­ლას ერ­თდრო­უ­ლად ყოფ­ნის თე­ო­რი­ე­ბი რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია listverse.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გამაოგნებელი სამეცნიერო მიღწევები, რომელიც ფანტასტიკის ჟანრს გავს

გამაოგნებელი სამეცნიერო მიღწევები, რომელიც ფანტასტიკის ჟანრს გავს

ყველამ ვიცით, რომ მეცნიერება საოცარ ფაქტებს იკვლევს, მაგრამ ეს დარგი თავისი მიღწევებით სულ უფრო მეტად ემსგავსება მაგიას. მეცნიერება უკვე შეუძლებლის შესაძლებლად გარდაქმნაზე მუშაობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამაოგნებელ მიღწევას, რომელიც აქამდე მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში გვხვდებოდა.

შავი ხვრელი ლაბორატორიებში

ჩინეთში, ნანინგის უნივერსიტეტში მკვლევარებმა შავი ხვრელის მიახლოებითი ასლი შექმნეს. მათ შექმნეს ელექტრომაგნიტული ტალღები, რომლებიც კონკრეტულ მასალას გარდაქმნიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შავი ხვრელი ისეთ პირობებში შეიქმნა, რომ მისი კონტროლი შესაძლებელია. შესაძლოა, სულ ცოტაა დარჩენილი, სანამ შავი ხვრელები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდებიან.

ტელეპათია

ჰერცოგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნეირომეცნიერების ბრაზილიური საერთაშორისო ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერების დახმარებით შეძლეს, ორი ვირთხა ათეულობით ათასი კილომეტრის დაშორებით ერთმანეთთან ტელეპათიურად დაეკავშირებინათ. მღრღნელები ერთმანეთს ტვინის იმპლანტანტებით დაუკავშირდნენ. მეცნიერებს სწამთ, რომ ეს ექსპერიმენტი თავისუფლად შეიძლება ადამიანებზეც ჩატარდეს და უკეთესი შედეგიც აჩვენოს.

სინათლის სიჩქარე

კარგად ცნობილი ფაქტია, რომ სინათლის სიჩქარის მიღწევა ჩვენს სამყაროში შეუძლებელია, თუმცა ამ მოსაზრების სისუსტე პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს. მათ ლაზერის სხივი სპეციალურად მომზადებულ, გაზით სავსე ოთახში გაუშვეს და მან სინათლის სიჩქარეზე 300-ჯერ სწრაფად იმოძრავა.

საგნები, რომლებიც ერთდროულად ორ მოძრაობას ასრულებენ

უამრავი თეორია არსებობს იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ საგანს არ შეუძლია ერთდროულად ორი მოძრაობა შეასრულოს. სანტა ბარბარაში მეცნიერებმა ძალიან პატარა მეტალის ნაჭერი გააციეს და კვანტური სქემით მოიყვანეს მოძრაობაში. ამ დროს მათ აღმოაჩინეს, რომ საგანი ერთდროულად მოძრაობდა და თან უძრავი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ამით შესაძლოა, ორ ადგილას ერთდროულად ყოფნის თეორიები რეალობად იქცეს.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს