საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვალუტაში ინახავენ ფულს პარლამენტარები და მთავრობის წევრები
რა ვალუტაში ინახავენ ფულს პარლამენტარები და მთავრობის წევრები

მას შემ­დეგ, რაც ლარ­მა გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო და 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2,3398 ლა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში 2,2788 ლა­რამ­დე და­იკ­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა (სებ) ბრუნ­ვი­დან 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ამო­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ლარი მცი­რე­დით კვლავ გა­უ­ფა­სურ­და.

სებ-მა კი 22 აგ­ვის­ტოს ნა­ყი­დი 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი 25 აგ­ვის­ტოს ისევ გა­ყი­და. ზოგს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ამ ნა­ბი­ჯ­მა სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის ტაქ­ტი­კა გა­ახ­სე­ნა, როცა ვა­ლუ­ტას უფრო და­ბა­ლი კურ­სით ყი­დუ­ლობ და მა­ღალ ფა­სად ყიდი. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში კურსთა სხვა­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე-ათა­სი­ა­ნი მო­გე­ბა სებ-ის ინ­ტე­რე­სი არ იქ­ნე­ბო­და. ახლა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფ­როა, თუნ­დაც ლა­რის გამ­ყა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს.

"ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, ლა­რის მარ­თვად გაც­ვლით კურ­სზე გა­და­ვი­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­არ­ჩევ­ნო კო­რი­დო­რულ კურსს ქმნის, რომ­ლის ზედა და ქვე­და ზღვა­რი აქვს მო­ნიშ­ნუ­ლი. მან ლა­რის მცი­რე­დი გა­უ­ფა­სუ­რე­ბაც კი არ და­უშ­ვა... ეს სიგ­ნა­ლია ბაზ­რის­თვის, რომ ითა­მა­შონ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე. მერე, როცა "ზედ­მე­ტად" გამ­ყარ­დე­ბა, სებ-ი ამას "არ და­უშ­ვებს". ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ერთ თვე­ში სა­სურ­ველ, პროგ­ნო­ზი­რე­ბად, მშვიდ სა­ვა­ლუ­ტო გა­რე­მოს ქმნის. ფაქ­ტია, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გა­და­ვი­და მარ­თვა­დი კურ­სის რე­ჟიმ­ზე, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მის ოფი­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას. ყო­ვე­ლი ასე­თი მა­ნი­პუ­ლა­ცია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იწ­ვევს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სად­მი ნდო­ბის და­კარ­გვას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებ­და მას", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ქმე­დე­ბებს ამ ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ამ­ჟა­მად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე.

ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბის სხვა მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს "20/30"-ის ექ­სპერ­ტი მი­ხე­ილ დუნ­დუა და წლის ბო­ლომ­დე ლა­რის გამ­ყა­რე­ბას პროგ­ნო­ზი­რებს.

მი­ხე­ილ დუნ­დუა: "პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­მა­ვა­ლი ნა­კა­დე­ბი ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­ზეა, ისე­ვე რო­გორც ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­აქ­ციო კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბე­ბი და რე­ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არა­სო­დეს აღ­რი­ცხუ­ლა. ბოლო 3 წე­ლი­წადსა და 3 თვე­ში - წლე­ვან­დე­ლი პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში 455 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით მეტი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­აქ­ციო კა­პი­ტა­ლი შე­იქ­მნა, ვიდ­რე 2004-2008 წლე­ბის ხუ­თწლედ­ში, და 463 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით მეტი, ვიდ­რე 2008-2012 წლე­ბის ხუ­თწლედ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, 649 და 186 მი­ლი­ო­ნით არის გაზ­რდი­ლი რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ ხუ­თწ­ლი­ან პე­რი­ო­დებ­თან შე­და­რე­ბით.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა ვალუტაში ინახავენ ფულს პარლამენტარები და მთავრობის წევრები

რა ვალუტაში ინახავენ ფულს პარლამენტარები და მთავრობის წევრები

მას შემდეგ, რაც ლარმა გამყარება დაიწყო და 1 დოლარის ღირებულებამ 2,3398 ლარიდან რამდენიმე დღეში 2,2788 ლარამდე დაიკლო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბრუნვიდან 20 მილიონი დოლარი ამოიღო, რის შემდეგაც ლარი მცირედით კვლავ გაუფასურდა.

სებ-მა კი 22 აგვისტოს ნაყიდი 20 მილიონი დოლარი 25 აგვისტოს ისევ გაყიდა. ზოგს ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯმა სავალუტო ჯიხურების ტაქტიკა გაახსენა, როცა ვალუტას უფრო დაბალი კურსით ყიდულობ და მაღალ ფასად ყიდი. თუმცა ამ შემთხვევაში კურსთა სხვაობით მიღებული რამდენიმე-ათასიანი მოგება სებ-ის ინტერესი არ იქნებოდა. ახლა მთავარი მიზანი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება უფროა, თუნდაც ლარის გამყარების რეალური გარემოებები არსებობდეს.

"ეროვნული ბანკი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა. ფაქტობრივად, საარჩევნო კორიდორულ კურსს ქმნის, რომლის ზედა და ქვედა ზღვარი აქვს მონიშნული. მან ლარის მცირედი გაუფასურებაც კი არ დაუშვა... ეს სიგნალია ბაზრისთვის, რომ ითამაშონ ლარის გამყარებაზე. მერე, როცა "ზედმეტად" გამყარდება, სებ-ი ამას "არ დაუშვებს". ფაქტობრივად, ამ ერთ თვეში სასურველ, პროგნოზირებად, მშვიდ სავალუტო გარემოს ქმნის. ფაქტია, ეროვნული ბანკი გადავიდა მართვადი კურსის რეჟიმზე, რაც ეწინააღმდეგება მის ოფიციალურ პოლიტიკას. ყოველი ასეთი მანიპულაცია, საბოლოო ჯამში, იწვევს არასტაბილურობას სავალუტო ბაზარზე და ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას", - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ქმედებებს ამ ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

ლარის კურსის ცვლილების სხვა მიზეზებზე საუბრობს "20/30"-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა და წლის ბოლომდე ლარის გამყარებას პროგნოზირებს.

მიხეილ დუნდუა: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ისევე როგორც ამ ინვესტიციების სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციები. ასეთი მაღალი მაჩვენებლები არასოდეს აღრიცხულა. ბოლო 3 წელიწადსა და 3 თვეში - წლევანდელი პირველი კვარტალის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 455 მილიონი დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სააქციო კაპიტალი შეიქმნა, ვიდრე 2004-2008 წლების ხუთწლედში, და 463 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე 2008-2012 წლების ხუთწლედში. შესაბამისად, 649 და 186 მილიონით არის გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი ამ ხუთწლიან პერიოდებთან შედარებით.

წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."