კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაინდრავა "ოცნების" კანდიდატებზე - "რა სჭირთ მათ ამ უცოდინარების საქილიკო?"
ხაინდრავა "ოცნების" კანდიდატებზე - "რა სჭირთ მათ ამ უცოდინარების საქილიკო?"

რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ თბი­ლის­ში წარ­დგე­ნი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი და­მა­ჯე­რე­ბელ გა­მარ­ჯვე­ბას იზე­ი­მე­ბენ. რო­გორც გოგა ხა­ინ­დრა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ თბი­ლის­ში წარ­დგე­ნი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ყვე­ლა მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა საქ­მე­ში და­ამ­ტკი­ცა.

გოგა ხა­ინ­და­რა­ვას­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია "ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის და ჟურ­ნა­ლის­ტის ქი­ლი­კი" წარ­დგე­ნილ სპორ­ტსმე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

"ეს ქი­ლი­კი გა­ის­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ცდი­ლო­ბენ, სპორ­ტსმე­ნო­ბა ნე­გა­ტი­უ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს და ექ­სპერ­ტებს, ყვე­ლას ერ­თად შეკ­რე­ბილს, ერთი წუ­თით იმ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნი­ათ ქარ­თვე­ლი ერის­თვის, რო­გორც შოთა ხა­ბა­რელს, რო­დე­საც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და? მათ­ზე ნაკ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბა, ან მათ­ზე ნაკ­ლე­ბი ცოდ­ნა აქვს? რას ქი­ლი­კო­ბენ, რა არის აქ სა­ქი­ლი­კო? ადა­მი­ან­მა წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა სპორ­ტულ სარ­ბი­ე­ლებ­ზე და მერე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლა - ზოგი ეკო­ნო­მის­ტია, ზოგი იუ­რის­ტია, რა სჭირთ ამ უცო­დი­ნა­რე­ბის სა­ქი­ლი­კო?

მე ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თგვა­რო­ვა­ნი არ არის. ერ­თგვა­რო­ვა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ზე არა­ფე­რი არ არის, ზოგი უკე­თე­სია, ზოგი უა­რე­სია. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნა. ვფიქ­რობ, რომ მა­გა­ლი­თად, ნინო გო­გუ­ა­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს, მი­უ­ხე­და­ვად ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კი­სა. მე ნი­ნოს ვიც­ნობ, ის ჩვე­ნი, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ცეს­კო­ში და მახ­სოვს მისი ბრძო­ლა და თავ­და­დე­ბა.

ასე რომ, ეს არის გუნ­დი, რო­მე­ლიც და­მა­ჯე­რე­ბელ გა­მარ­ჯვე­ბას იზე­ი­მებს თბი­ლის­ში. მე ამ გუნ­დის შე­სა­დარ და ახ­ლოს მდგომ გუნდს ვერ ვხე­დავ. ზოგი უფრო სა­ინ­ტრე­სო ფი­გუ­რაა, ზოგი ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ, სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს არის გუნ­დი, ეს არის პრინ­ცი­პუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­ყრი­ლო­ბა, ყვე­ლამ თა­ვის საქ­მე­ში და­ამ­ტკი­ცა თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფერს ამომ­რჩე­ვე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­და­წყვეტს და არა ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მელ­თაც გან­სხვა­ვე­ბით ამ პა­ტივ­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ერთი წუთი სი­ხა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის არას­დროს მო­უ­ტა­ნია. ლან­ძღვის, ბოღ­მის და უცო­დინ­რო­ბის გარ­და მათ­გან არას­დროს სხვა არა­ფე­რი გვი­ნა­ხავს", -გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­დრა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ხაინდრავა "ოცნების" კანდიდატებზე - "რა სჭირთ მათ ამ უცოდინარების საქილიკო?"

ხაინდრავა "ოცნების" კანდიდატებზე - "რა სჭირთ მათ ამ უცოდინარების საქილიკო?"

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებენ. როგორც გოგა ხაინდრავამ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა, ისინი არიან წარმატებული ადამიანები და ყველა მათგანმა საკუთარი უპირატესობა საქმეში დაამტკიცა.

გოგა ხაინდარავასთვის აბსოლუტურად გაუგებარია "ზოგიერთი ექსპერტის და ჟურნალისტის ქილიკი" წარდგენილ სპორტსმენებთან მიმართებაში.

"ეს ქილიკი გაისმა "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებაში. ცდილობენ, სპორტსმენობა ნეგატიურად წარმოაჩინონ. ამ ჟურნალისტებს და ექსპერტებს, ყველას ერთად შეკრებილს, ერთი წუთით იმდენი სიხარული მოუტანიათ ქართველი ერისთვის, როგორც შოთა ხაბარელს, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა? მათზე ნაკლები განათლება, ან მათზე ნაკლები ცოდნა აქვს? რას ქილიკობენ, რა არის აქ საქილიკო? ადამიანმა წარმატებით იასპარეზა სპორტულ სარბიელებზე და მერე პროფესიონალური ცხოვრება გააგრძელა - ზოგი ეკონომისტია, ზოგი იურისტია, რა სჭირთ ამ უცოდინარების საქილიკო?

მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია წარმოდგენილი. ბუნებრივია, ერთგვაროვანი არ არის. ერთგვაროვანი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის, ზოგი უკეთესია, ზოგი უარესია. ძალიან გამიხარდა ქალბატონების გამოჩენა. ვფიქრობ, რომ მაგალითად, ნინო გოგუაძეს განსაკუთრებული დამსახურება აქვს, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა. მე ნინოს ვიცნობ, ის ჩვენი, ოპოზიციის წარმომადგენელი იყო ცესკოში და მახსოვს მისი ბრძოლა და თავდადება.

ასე რომ, ეს არის გუნდი, რომელიც დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს თბილისში. მე ამ გუნდის შესადარ და ახლოს მდგომ გუნდს ვერ ვხედავ. ზოგი უფრო საინტრესო ფიგურაა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს არის გუნდი, ეს არის პრინციპული და წარმატებული ადამიანების თავყრილობა, ყველამ თავის საქმეში დაამტკიცა თავისი უპირატესობა.

საბოლოო ჯამში, ყველაფერს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი გადაწყვეტს და არა ექსპერტები, რომელთაც განსხვავებით ამ პატივცემული ადამიანებისგან, ერთი წუთი სიხარული ქართველი ხალხისთვის არასდროს მოუტანია. ლანძღვის, ბოღმის და უცოდინრობის გარდა მათგან არასდროს სხვა არაფერი გვინახავს", -განაცხადა ხაინდრავამ.

"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი ვაშაძე

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"