საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა
ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა

"კარგ თა­მა­დად კი არა, სა­ერ­თოდ, თა­მა­დად არ მი­მაჩ­ნია თავი! ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვუ­ძღვე­ბი სუფ­რას და მა­ში­ნაც, წი­ნას­წარ არა­ფე­რი მაქვს და­გეგ­მი­ლი და არც სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბას ვი­ცავ!" - ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ებ­ზე ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა...

- ქარ­თუ­ლი სუფ­რა მარ­თლაც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია! თუმ­ცა, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გო­რი ხალ­ხია თავ­მოყ­რი­ლი! ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან სუფ­რას! როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დის ღრე­ო­ბა­სა და მხო­ლოდ თრო­ბა­ში, ეგ აღარ არის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია! რო­დე­საც სუფ­რას უძღვე­ბა ღირ­სე­უ­ლი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, იქ შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი რამ ის­წავ­ლო, ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რდე და ამავდრო­უ­ლად, გა­ერ­თო, დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რო!

- გან­სა­კუთ­რე­ბულ თა­მა­დებს შო­რის ვის გა­იხ­სე­ნებთ?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი თა­მა­დე­ბი იყ­ვნენ: კოტე მა­ხა­რა­ძე, გოგი გე­ლო­ვა­ნი, თე­მი­კო ჩირ­გა­ძე... ერთხელ ზუგ­დიდ­ში მოვ­ხვდი სუფ­რა­ზე, რო­მელ­საც ბო­რის წი­ფუ­რია უძღვე­ბო­და. იქ საჭ­მე­ლიც ვერ გავ­სინ­ჯე და ვერც დავ­ლიე; მი­ვი­დო­დი თუ არა სუფ­რას­თან, მა­შინ­ვე გა­რეთ გა­მოვრბო­დი, სი­ცი­ლის­გან რომ არ გავ­გუ­დუ­ლი­ყა­ვი. ბო­რის წი­ფუ­რი­ას ისე­თი იუ­მო­რით მიჰ­ყავ­და სუფ­რა, რომ იქ უმე­ტე­სო­ბა ჩემს დღე­ში იყო... ჩემს ქორ­წილ­ში თა­მა­და იყო ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე. მან ხუ­თას­კა­ცი­ა­ნი სუფ­რა ზღაპ­რუ­ლად წა­იყ­ვა­ნა. დღემ­დე ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს ის დღე და ძა­ლი­ან ხში­რა­დაც იხ­სე­ნე­ბენ მის თა­მა­დო­ბას... ვყო­ფილ­ვარ სუფ­რებ­ზე, რომ­ლებ­საც ქალ­ბა­ტო­ნე­ბი თა­მა­დობ­დნენ და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ლე­გენ­დებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბა­დაც! მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი თა­მა­და გახ­ლდათ ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი! მისი სუფ­რა ლექ­სე­ბით, იუ­მო­რი­თა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით იყო გა­ჯე­რე­ბუ­ლი. შევ­სწრე­ბი­ვარ ქალ­ბა­ტო­ნი ლენა ყიფ­ში­ძის თა­მა­დო­ბა­საც: იგი შე­და­რე­ბით ვიწ­რო წრე­ში უძღვე­ბო­და სუფ­რას და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­არ­თვა საქ­მეს თავი! ამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის თა­მა­დო­ბით მა­მა­კა­ცე­ბიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ!

- ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ტო­ნი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი თა­მა­დაა...

- კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გივი კარ­გი თა­მა­დაა, მაგ­რამ ხში­რად არ უძღვე­ბა სუფ­რას... არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, ამ საქ­მის­გან თავი და­იძ­ვრი­ნონ. ზუს­ტად ეგ­რეა გი­ვიც! თუმ­ცა, ხან­და­ხან მა­ინც უწევს. კარგ თა­მა­დებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, ან­სამ­ბლ "წი­ნან­დლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი გუ­რამ ურ­ჩუ­ხიშ­ვი­ლი. დღეს ვისი თა­მა­დო­ბაც კი მი­ნა­ხავს, მათ შო­რის, ბა­ტო­ნი გუ­რა­მი გახ­ლავთ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი! მას სა­ქარ­თვე­ლოს თა­მა­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­ში შე­ვიყ­ვან­დი!... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა

ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა

"კარგ თამადად კი არა, საერთოდ, თამადად არ მიმაჩნია თავი! ძალიან იშვიათად ვუძღვები სუფრას და მაშინაც, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი და არც სადღეგრძელოების თანამიმდევრობას ვიცავ!" - ქართული სუფრის ტრადიციებზე ზურა ბერიკაშვილი გვესაუბრა...

- ქართული სუფრა მართლაც, განსაკუთრებულია! თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ხალხია თავმოყრილი! ადამიანები ქმნი­ან სუფრას! როცა ყველაფერი გადადის ღრეობასა და მხოლოდ თრობაში, ეგ აღარ არის ქართული ტრადიცია! როდესაც სუფრას უძღვება ღირსეული და ჭკვიანი ადამიანი, იქ შეიძლება, ბევრი რამ ისწავლო, ბევრ რამეზე დაფიქრდე და ამავდროულად, გაერთო, დრო სასიამოვნოდ გაატარო!

- განსაკუთრებულ თამადებს შორის ვის გაიხსენებთ?

- განსაკუთრებულად კარგი თამადები იყვნენ: კოტე მახარაძე, გოგი გელოვანი, თემიკო ჩირგაძე... ერთხელ ზუგდიდში მოვხვდი სუფრაზე, რომელსაც ბორის წიფურია უძღვებოდა. იქ საჭმელიც ვერ გავსინჯე და ვერც დავლიე; მივიდოდი თუ არა სუფრასთან, მაშინვე გარეთ გამოვრბოდი, სიცილისგან რომ არ გავგუდულიყავი. ბორის წიფურიას ისეთი იუმორით მიჰყავდა სუფრა, რომ იქ უმეტესობა ჩემს დღეში იყო... ჩემს ქორწილში თამადა იყო ზურაბ ქაფიანიძე. მან ხუთასკაციანი სუფრა ზღაპრულად წაიყვანა. დღემდე ყველას კარგად ახსოვს ის დღე და ძალიან ხშირადაც იხსენებენ მის თამადობას... ვყოფილვარ სუფრებზე, რომლებსაც ქალბატონები თამადობდნენ და ზემოთ ჩამოთვლილ ლეგენდებზე არანაკლებადაც! მაგალითად, ძალიან ძლიერი თამადა გახლდათ ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი! მისი სუფრა ლექსებით, იუმორითა და მრავალფეროვნებით იყო გაჯერებული. შევსწრებივარ ქალბატონი ლენა ყიფშიძის თამადობასაც: იგი შედარებით ვიწრო წრეში უძღვებოდა სუფრას და არაჩვეულებრივად გაართვა საქმეს თავი! ამ ქალბატონების თამადობით მამაკაცებიც აღფრთოვანებულები იყვნენ!

- ცნობილია, რომ ბატონი გივი ბერიკაშვილი განსაკუთრებულად კარგი თამადაა...

- კი, შეიძლება ითქვას, რომ გივი კარგი თამადაა, მაგრამ ხშირად არ უძღვება სუფრას... არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ამ საქმისგან თავი დაიძვრინონ. ზუსტად ეგრეა გივიც! თუმცა, ხანდახან მაინც უწევს. კარგ თამადებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი უფროსი მეგობარი, ანსამბლ "წინანდლის" ხელმძღვანელი, მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი. დღეს ვისი თამადობაც კი მინახავს, მათ შორის, ბატონი გურამი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული! მას საქართველოს თამადების საუკეთესო ხუთეულში შევიყვანდი!... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი