კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახ­ლი, სა­დაც ნი­კო გო­მე­ლა­ურ­მა სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა
სახ­ლი, სა­დაც ნი­კო გო­მე­ლა­ურ­მა სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა

გა­დის დრო, ის ჩვენ­თან აღარ არის, თუმ­ცა მი­სი ლექ­სე­ბი კი­დევ უფ­რო მეტ მკითხ­ველს იძენს, მის მი­ერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი კი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, უხი­ლა­ვად, მაგ­რამ მა­ინც აგ­რ­ძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას... პო­ე­ტი და მსა­ხი­ო­ბი ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი 2010 წლის 13 აპ­რილს, 39 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... მი­სი და­კარ­გ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტკი­ო­და, ტი­რო­და ყვე­ლა და ტი­რო­და ნი­ნა, რო­მელ­მაც და­კარ­გა ის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი თა­ნა­მო­აზ­რე და ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავ­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ახერ­ხებ­და მის გა­ო­ცე­ბას, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და...

მარ­თა­ლია, ექ­ვ­სი წე­ლი გა­ვი­და, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა... ახ­ლა უკ­ვე ნი­ნა ჩოდ­რიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს იმ სახ­ლ­ში, სა­დაც ნი­კომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა... ბი­ნა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი უც­ვ­ლე­ლა­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი - ნი­კო­სე­უ­ლი, ნი­კოს­ხელ­მო­ნა­კი­დი და ნი­კოს ჩა­მო­კი­დე­ბულ-დად­გ­მუ­ლი...

ნი­ნა:

- მე და ნი­კოს ბი­ნა რომ არ გვქონ­და და თე­ატ­რ­ში ვცხოვ­რობ­დით, ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცის. მაგ­რამ სა­ნამ აქ გად­მო­ვი­დო­დით, მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლის­ძ­ველ სახ­ლ­ში დავ­ფუძ­ნ­დით, გა­ვა­კე­თეთ რე­მონ­ტი, რო­მელ­შიც ჩავ­დეთ მთე­ლი ჩვე­ნი ენერ­გია და ფი­ნან­სე­ბი, მოგ­ვ­წონ­და და გვიყ­ვარ­და ჩვენს ბი­ნა­ში ყოფ­ნა. ეს არ გახ­ლ­დათ არც იტა­ლი­უ­რი ეზო, არც კერ­ძო სახ­ლი, ეს იყო ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე­სარ­თუ­ლი­ა­ნი, სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი, ქა­ლა­ქუ­რი სტი­ლის, თბი­ლი­სუ­რი სახ­ლი, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად უძ­ლებ­და მი­წის­ძ­ვ­რის ყვე­ლა­ნა­ირ ამ­პ­ლი­ტუ­დას... ზუს­ტად იმ დროს, რო­ცა დავ­ლაგ­დით და გემ­რი­ე­ლად მო­ვეწყ­ვეთ, მოხ­და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ხის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ზე იყო აგე­ბუ­ლი, მოძ­რა­ო­ბი­სას ჭრი­ჭი­ნის ხმა ის­მო­და, არც ბზა­რე­ბი გახ­ს­ნი­ლა, არც რა­მე დან­გ­რე­უ­ლა...

საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხის მქო­ნე მოს­კო­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი სახ­ლით და მი­სი შეს­ყიდ­ვა მო­ინ­დო­მა... მა­შინ, რო­ცა ხალ­ხი მარ­თ­ლა უსახ­ლ­კა­როდ დარ­ჩა, ცი­ნი­კუ­რია, მაგ­რამ ჩვენ მი­წის­ძ­ვ­რით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად გა­მოგ­ვა­ცხა­დეს... იმ ბიზ­ნეს­მენ­მა იქა­ურ მცხოვ­რებ­ლებს კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, და­თან­ხ­მ­და ყვე­ლა და მათ შო­რის ჩვენც. სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბი ბი­ნის გა­კე­თე­ბა­ში ჩავ­დეთ და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ახ­ლა უკ­ვე ახა­ლი სახ­ლი გვქონ­და გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი. ავი­ღეთ ბან­კი­დან სეს­ხი და შე­ვუ­დე­ქით სა­მუ­შა­ო­ებს, ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის, რომ ძი­რი­თა­დი გამ­კე­თე­ბე­ლი ვი­ყა­ვი მე (ი­ღი­მის). მე დავ­დი­ო­დი ელი­ა­ვა­ზე, ვკონ­ტაქ­ტობ­დი ხე­ლოს­ნებ­თან და ა.შ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რომ დას­რულ­და და ავეჯ­ზე გა­და­ვე­დით, სა­ძი­ნე­ბელ­ში კა­რა­დის გა­სა­კე­თებ­ლად დურ­გა­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ. ნი­კომ და­მი­ბა­რა, ერ­თი მხა­რე ფრა­კის­თ­ვის გა­ა­კე­თე­ბი­ნე, ჩა­მო­კი­დე­ბი­სას რომ არ მო­ი­კე­ცო­სო. ვუ­თხა­რი, მო­დი და თა­ვად აუხ­სე­ნი-მეთ­ქი. რას ლა­პა­რა­კობ, მე სა­მი რე­პე­ტი­ცია მაქვს, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვა­რო... რა­ღას ვი­ზამ­დი, და­ვა­დე­ქი თავ­ზე დურ­გალს და ვუხ­ს­ნი, რა უნ­და ნი­კოს... ამ დროს მი­რე­კავს ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რო­გორ ხართ, ახ­ლა ნი­კო ვნა­ხე, ნას­ვა­მი იყო, თე­ატ­რა­ლუ­რის გვერ­დით კა­ფე­ში ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­დაო. სა­შინ­ლად გავ­ბ­რაზ­დი, ვუ­რე­კავ, არ იღებს ტე­ლე­ფონს. უკ­ვე ცა­ლი ყბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბი დურ­გალს, ძა­ლი­ან აღ­რე­ნი­ლი ვარ... გა­ვი­და დრო, გად­მო­ვე­დით უკ­ვე ბი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, გად­მო­ვი­ტა­ნეთ ბარ­გი, ტან­საც­მე­ლი და ნი­კოს ვუ­თხა­რი, კა­რა­და­ში შე­ნი ნივ­თე­ბი თა­ვად შე­აწყ­ვე-მეთ­ქი, დამ­თან­ხ­მ­და... უცებ შე­მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, კი მაგ­რამ, მე ხომ გთხო­ვე, ისე გა­გე­კე­თე­ბი­ნა, რომ შარ­ვა­ლი არ მო­კე­ცი­ლი­ყო, ფრა­კი სად დავ­კი­დო ახ­ლაო.

სად და, თე­ატ­რა­ლუ­რის გვერ­დით რომ კა­ფეა, იქ-მეთ­ქი (ი­ცი­ნის)...

ნი­კოს ჩვე­ნი სახ­ლი ძა­ლი­ან მოს­წონ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ გა­და­სა­ღე­ბად და ეს სი­ა­მოვ­ნებ­და. ერ­თხე­ლაც, ჟურ­ნა­ლის­ტი მყავს სტუმ­რად, ვსა­უბ­რობთ რე­მონ­ტ­ზე, სახ­ლ­ზე და მეც ვუყ­ვე­ბი, რას და რო­გორ ვა­კე­თებ­დი. ეტყო­ბა მის­მი­ნა, მის­მი­ნა, გა­მო­ვი­და მე­რე აი­ვან­ზე და ნა­წყენ­მა თქვა, კი მაგ­რამ, ჩე­მი წვლი­ლი სა­ერ­თოდ არაა ამ სახ­ლ­შიო?! რო­გორ არ არის, არის!.. რო­გორც კი ფუ­ლი გა­უჩ­ნ­დე­ბო­და, მოჰ­ქონ­და, რომ რა­მე მი­მე­მა­ტე­ბი­ნა, მე­რე კი სულ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, იმ ფუ­ლით რა გა­ა­კე­თეო. თუ ისეთ რა­მეს ვყი­დუ­ლობ­დი, რაც არ ჩან­და, მა­გა­ლი­თად, მი­ლი, რო­მე­ლიც კე­დელ­შია, ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ანი­ჭებ­და, მოს­წონ­და, რო­ცა შე­სამ­ჩ­ნევ ნივ­თებს ვი­ძენ­დი...

გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სახ­ლი, სა­დაც ნი­კო გო­მე­ლა­ურ­მა სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა

სახ­ლი, სა­დაც ნი­კო გო­მე­ლა­ურ­მა სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა

გა­დის დრო, ის ჩვენ­თან აღარ არის, თუმ­ცა მი­სი ლექ­სე­ბი კი­დევ უფ­რო მეტ მკითხ­ველს იძენს, მის მი­ერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი კი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, უხი­ლა­ვად, მაგ­რამ მა­ინც აგ­რ­ძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას... პო­ე­ტი და მსა­ხი­ო­ბი ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი 2010 წლის 13 აპ­რილს, 39 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... მი­სი და­კარ­გ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტკი­ო­და, ტი­რო­და ყვე­ლა და ტი­რო­და ნი­ნა, რო­მელ­მაც და­კარ­გა ის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი თა­ნა­მო­აზ­რე და ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავ­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ახერ­ხებ­და მის გა­ო­ცე­ბას, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და...

მარ­თა­ლია, ექ­ვ­სი წე­ლი გა­ვი­და, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა... ახ­ლა უკ­ვე ნი­ნა ჩოდ­რიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს იმ სახ­ლ­ში, სა­დაც ნი­კომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა... ბი­ნა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი უც­ვ­ლე­ლა­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი - ნი­კო­სე­უ­ლი, ნი­კოს­ხელ­მო­ნა­კი­დი და ნი­კოს ჩა­მო­კი­დე­ბულ-დად­გ­მუ­ლი...

ნი­ნა:

- მე და ნი­კოს ბი­ნა რომ არ გვქონ­და და თე­ატ­რ­ში ვცხოვ­რობ­დით, ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცის. მაგ­რამ სა­ნამ აქ გად­მო­ვი­დო­დით, მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლის­ძ­ველ სახ­ლ­ში დავ­ფუძ­ნ­დით, გა­ვა­კე­თეთ რე­მონ­ტი, რო­მელ­შიც ჩავ­დეთ მთე­ლი ჩვე­ნი ენერ­გია და ფი­ნან­სე­ბი, მოგ­ვ­წონ­და და გვიყ­ვარ­და ჩვენს ბი­ნა­ში ყოფ­ნა. ეს არ გახ­ლ­დათ არც იტა­ლი­უ­რი ეზო, არც კერ­ძო სახ­ლი, ეს იყო ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე­სარ­თუ­ლი­ა­ნი, სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი, ქა­ლა­ქუ­რი სტი­ლის, თბი­ლი­სუ­რი სახ­ლი, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად უძ­ლებ­და მი­წის­ძ­ვ­რის ყვე­ლა­ნა­ირ ამ­პ­ლი­ტუ­დას... ზუს­ტად იმ დროს, რო­ცა დავ­ლაგ­დით და გემ­რი­ე­ლად მო­ვეწყ­ვეთ, მოხ­და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ხის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ზე იყო აგე­ბუ­ლი, მოძ­რა­ო­ბი­სას ჭრი­ჭი­ნის ხმა ის­მო­და, არც ბზა­რე­ბი გახ­ს­ნი­ლა, არც რა­მე დან­გ­რე­უ­ლა...

საკ­მა­ოდ სოლიდური თანხის მქო­ნე მოს­კო­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი სახ­ლით და მი­სი შეს­ყიდ­ვა მო­ინ­დო­მა... მა­შინ, რო­ცა ხალ­ხი მარ­თ­ლა უსახ­ლ­კა­როდ დარ­ჩა, ცი­ნი­კუ­რია, მაგ­რამ ჩვენ მი­წის­ძ­ვ­რით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად გა­მოგ­ვაცხა­დეს... იმ ბიზ­ნეს­მენ­მა იქა­ურ მცხოვ­რებ­ლებს კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, და­თან­ხ­მ­და ყვე­ლა და მათ შო­რის ჩვენც. სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბი ბი­ნის გა­კე­თე­ბა­ში ჩავ­დეთ და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ახ­ლა უკ­ვე ახა­ლი სახ­ლი გვქონ­და გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი. ავი­ღეთ ბან­კი­დან სეს­ხი და შე­ვუ­დე­ქით სა­მუ­შა­ო­ებს, ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის, რომ ძი­რი­თა­დი გამ­კე­თე­ბე­ლი ვი­ყა­ვი მე (ი­ღი­მის). მე დავ­დი­ო­დი ელი­ა­ვა­ზე, ვკონ­ტაქ­ტობ­დი ხე­ლოს­ნებ­თან და ა.შ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამბავი მახ­სენ­დე­ბა: სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რომ დას­რულ­და და ავეჯ­ზე გა­და­ვე­დით, სა­ძი­ნე­ბელ­ში კა­რა­დის გა­სა­კე­თებ­ლად დურ­გა­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ. ნი­კომ და­მი­ბა­რა, ერ­თი მხა­რე ფრა­კის­თ­ვის გა­ა­კე­თე­ბი­ნე, ჩა­მო­კი­დე­ბი­სას რომ არ მო­ი­კე­ცო­სო. ვუთხა­რი, მო­დი და თა­ვად აუხ­სე­ნი-მეთ­ქი. რას ლა­პა­რა­კობ, მე სა­მი რე­პე­ტი­ცია მაქვს, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვა­რო... რა­ღას ვი­ზამ­დი, და­ვა­დე­ქი თავ­ზე დურ­გალს და ვუხ­ს­ნი, რა უნ­და ნი­კოს... ამ დროს მი­რე­კავს ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რო­გორ ხართ, ახ­ლა ნი­კო ვნა­ხე, ნას­ვა­მი იყო, თე­ატ­რა­ლუ­რის გვერ­დით კა­ფე­ში ლექ­სებს კითხუ­ლობ­დაო. სა­შინ­ლად გავ­ბ­რაზ­დი, ვუ­რე­კავ, არ იღებს ტე­ლე­ფონს. უკ­ვე ცა­ლი ყბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბი დურ­გალს, ძა­ლი­ან აღ­რე­ნი­ლი ვარ... გა­ვი­და დრო, გად­მო­ვე­დით უკ­ვე ბი­ნა­ში საცხოვ­რებ­ლად, გად­მო­ვი­ტა­ნეთ ბარ­გი, ტან­საც­მე­ლი და ნი­კოს ვუთხა­რი, კა­რა­და­ში შე­ნი ნივ­თე­ბი თა­ვად შე­აწყ­ვე-მეთ­ქი, დამ­თან­ხ­მ­და... უცებ შე­მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, კი მაგ­რამ, მე ხომ გთხო­ვე, ისე გა­გე­კე­თე­ბი­ნა, რომ შარ­ვა­ლი არ მო­კე­ცი­ლი­ყო, ფრა­კი სად დავ­კი­დო ახ­ლაო.

სად და, თე­ატ­რა­ლუ­რის გვერ­დით რომ კა­ფეა, იქ-მეთ­ქი (ი­ცი­ნის)...

ნი­კოს ჩვე­ნი სახ­ლი ძა­ლი­ან მოს­წონ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ გა­და­სა­ღე­ბად და ეს სი­ა­მოვ­ნებ­და. ერ­თხე­ლაც, ჟურ­ნა­ლის­ტი მყავს სტუმ­რად, ვსა­უბ­რობთ რე­მონ­ტ­ზე, სახ­ლ­ზე და მეც ვუყ­ვე­ბი, რას და რო­გორ ვა­კე­თებ­დი. ეტყო­ბა მის­მი­ნა, მის­მი­ნა, გა­მო­ვი­და მე­რე აივან­ზე და ნაწყენ­მა თქვა, კი მაგ­რამ, ჩე­მი წვლი­ლი სა­ერ­თოდ არაა ამ სახ­ლ­შიო?! რო­გორ არ არის, არის!.. რო­გორც კი ფუ­ლი გა­უჩ­ნ­დე­ბო­და, მოჰ­ქონ­და, რომ რა­მე მი­მე­მა­ტე­ბი­ნა, მე­რე კი სულ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, იმ ფუ­ლით რა გა­ა­კე­თეო. თუ ისეთ რა­მეს ვყი­დუ­ლობ­დი, რაც არ ჩან­და, მა­გა­ლი­თად, მი­ლი, რო­მე­ლიც კე­დელ­შია, ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ანი­ჭებ­და, მოს­წონ­და, რო­ცა შე­სამ­ჩ­ნევ ნივ­თებს ვი­ძენ­დი...

გაგრძელება+ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება