კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"
შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"

კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის გე­ნერ­ლებს "ყვე­ლა ბო­სის ბო­სის" სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად 5 მლნ დო­ლარს სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა საქ­მე ბო­ლომ­დე არ მი­სუ­ლა, რად­გან კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს "პარტნი­ო­რი" გე­ნერ­ლე­ბიც მი­უს­ვეს გვერ­დით...

"- ქურ­დად მი­იჩ­ნევთ თავს?

- მე არა, ასე მი­მიჩ­ნე­ვენ.

- მაგ­რამ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო თქვენ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" მო­გიხ­სე­ნი­ებთ.

- კი, ასე მი­წო­დე­ბენ. მე არ ვარ მომ­ხრე მო­პარ­ვის, მე წარ­თმე­ვის მომ­ხრე ვარ".

ზა­ქა­რია კა­ლა­შო­ვის და­კი­თხვის ოქ­მი­დან. 2016 წლის 11 ივ­ლი­სი

ეს ორი კვი­რაა, რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში ხმა­უ­რი­ან და­ჭე­რებს არა მარ­ტო მე­დია, ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბი, არა­მედ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როც გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნებს თვალს. 19 ივ­ლისს რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის მოს­კო­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ დე­ნის ნი­კან­დროვს სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში და­ა­დეს ბორ­კი­ლე­ბი, და­ა­პა­ტიმ­რეს ამა­ვე უწყე­ბის პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი მი­ხა­ილ მაქ­სი­მენ­კო და მისი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრ ლა­მო­ნო­ვი. იმა­ვე სა­ღა­მოს რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის კი­დევ 7 თა­ნამ­შრო­მე­ლი აიყ­ვა­ნეს. და­კა­ვე­ბულ დიდ­მო­ხე­ლე­ებს დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში აყალ­მა­ყა­ლის მი­ზე­ზი კი გახ­და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ზა­ქა­რია (შაქ­რო) კა­ლა­შო­ვი, რო­მე­ლიც გე­ნერ­ლებს თა­ვი­სი თა­ნა­მო­აზ­რის, ან­დრეი კო­ჩუ­ი­კო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბის სა­ნაც­ვლოდ 1 მლნ დო­ლარს დაჰ­პირ­და(?!). ლე­გენ­და­რუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი­ დაჯ­გუ­ფე­ბის,"სოლნცე­ვოს" ყო­ფი­ლი წევ­რი ან­დრეი კო­ჩუ­ი­კო­ვი, მეტ­სა­ხე­ლად "იტალ­იელი","კა­ლა­შო­ვის ეს­პა­ნე­თის ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს რუ­სეთ­ში მის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და. 2014 წელს, მას შემ­დეგ, რაც შაქ­რო მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და, "იტა­ლი­ე­ლი" გვერ­დი­დან აღარ მო­უ­ცი­ლე­ბია და ის მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად ით­ვლე­ბა. კო­ჩუ­ი­კო­ვი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში და­ა­კა­ვეს (2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ჩხუ­ბის და სრო­ლის გამო, და­მა­ტე­ბით ბრა­ლად გა­მო­ძალ­ვაც წა­უ­ყე­ნეს), თუმ­ცა იზო­ლა­ტორ­ში დიდ­ხანს არ გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ - გა­მო­უშ­ვეს... "იტა­ლი­ელს" გა­რეთ ყოფ­ნა დიდ­ხანს არ დას­ცალ­და, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კვლავ და­ა­კა­ვეს; ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად 11 ივ­ლისს და­ა­პა­ტიმ­რეს შაქ­რო კა­ლა­შო­ვიც. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის გე­ნერ­ლებს ახლა უკვე "ყვე­ლა ბო­სის ბო­სის" სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად 5 მლნ დო­ლარს სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა საქ­მე ბო­ლომ­დე არ მი­სუ­ლა, რად­გან კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს "პარტნი­ო­რი" გე­ნერ­ლე­ბიც მი­უს­ვეს გვერ­დით. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის დიდ­მო­ხე­ლე­ე­ბი ქურ­დებს გა­უ­რიგ­დნენ, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბი შაქ­რო კა­ლა­შო­ვის გავ­ლე­ნას უკავ­ში­რე­ბენ. თუმ­ცა ჩვენ­ში ცო­ტამ თუ იცის, რომ ყოვ­ლის­შემ­ძლე ბო­სის"თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ­ჯე­რად ქა­ლე­ბის ჩხუბ­მა შე­ი­წი­რა.

ეძიე ქალი...

2014 წლის აპ­რილ­ში მოს­კო­ველ­მა ბიზ­ნეს­ლე­დიმ, ჟანა კიმ­მა­ გა­იც­ნო დი­ზა­ი­ნე­რი ფა­ტი­მა­ მის­იკო­ვა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ლო­ნდონ­ში მოღ­ვა­წე­ობს და ევრო­პაში მი­სი­კა­ტის გვა­რით იც­ნობ­დნენ. ერთხელ ჟა­ნამ დი­ზა­ი­ნერს სთხო­ვა მოს­კოვ­ში მისი რეს­ტორ­ნის - "ელე­მენ­ტის" და კი­დევ ერთი ბა­რის დი­ზა­ინ­ზე ეზ­რუ­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, დამ­კვეთს არ მო­ე­წო­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო და ფა­ტი­მა მი­სი­კო­ვას მხო­ლოდ 600.000 ევრო გა­და­უ­ხა­და (უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის) და მას­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტა. დი­ზა­ი­ნერს ეს თან­ხა ეცო­ტა­ვა და დახ­მა­რე­ბა ძველ ნაც­ნობს, შაქ­რო კა­ლა­შოვს სთხო­ვა - დარ­ჩე­ნი­ლი 9 მლნ რუბ­ლი ამო­მა­ღე­ბი­ნეო. 2015 წლის 13 დე­კემ­ბერს ჟანა კიმს და­უ­რე­კეს უც­ნო­ბებ­მა, თავი ფა­ტი­მა მი­სი­კო­ვას იუ­რის­ტე­ბად გა­აც­ნეს და კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად შეხ­ვედ­რა სთხო­ვეს. ამის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ვე­ლუ­რი 90-იანი წლე­ბის სტი­ლით გან­ვი­თარ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"

შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"

კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით...

"- ქურდად მიიჩნევთ თავს?

- მე არა, ასე მიმიჩნევენ.

- მაგრამ კრიმინალური სამყარო თქვენ "კანონიერ ქურდად" მოგიხსენიებთ.

- კი, ასე მიწოდებენ. მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ".

ზაქარია კალაშოვის დაკითხვის ოქმიდან. 2016 წლის 11 ივლისი

ეს ორი კვირაა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ხმაურიან დაჭერებს არა მარტო მედია, ექსპერტები და პოლიტიკური წრეები, არამედ კრიმინალური სამყაროც გაფაციცებით ადევნებს თვალს. 19 ივლისს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, გენერალ-მაიორ დენის ნიკანდროვს საკუთარ კაბინეტში დაადეს ბორკილები, დააპატიმრეს ამავე უწყების პირადი უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი მიხაილ მაქსიმენკო და მისი მოადგილე ალექსანდრ ლამონოვი. იმავე საღამოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კიდევ 7 თანამშრომელი აიყვანეს. დაკავებულ დიდმოხელეებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომიტეტში აყალმაყალის მიზეზი კი გახდა "კანონიერი ქურდი" ზაქარია (შაქრო) კალაშოვი, რომელიც გენერლებს თავისი თანამოაზრის, ანდრეი კოჩუიკოვის გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ 1 მლნ დოლარს დაჰპირდა(?!). ლეგენდარული კრიმინალური­ დაჯგუფების,"სოლნცევოს" ყოფილი წევრი ანდრეი კოჩუიკოვი, მეტსახელად "იტალ­იელი","კალაშოვის ესპანეთის ციხეში ყოფნის დროს რუსეთში მის ინტერესებს იცავდა. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც შაქრო მოსკოვში დაბრუნდა, "იტალიელი" გვერდიდან აღარ მოუცილებია და ის მის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. კოჩუიკოვი ივლისის დასაწყისში დააკავეს (2015 წლის დეკემბერში ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის და სროლის გამო, დამატებით ბრალად გამოძალვაც წაუყენეს), თუმცა იზოლატორში დიდ­ხანს არ გაუჩერებიათ - გამოუშვეს... "იტალიელს" გარეთ ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რამდენიმე დღეში კვლავ დააკავეს; ყველასთვის მოულოდნელად 11 ივლისს დააპატიმრეს შაქრო კალაშოვიც. კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს ახლა უკვე "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით. საგულისხმოა, რომ მომხდარი პირველი შემთხვევაა, როცა საგამოძიებო კომიტეტის დიდმოხელეები ქურდებს გაურიგდნენ, რასაც ექსპერტები შაქრო კალაშოვის გავლენას უკავშირებენ. თუმცა ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ ყოვლისშემძლე ბოსის"თავისუფლება ამჯერად ქალების ჩხუბმა შეიწირა.

ეძიე ქალი...

2014 წლის აპრილში მოსკოველმა ბიზნესლედიმ, ჟანა კიმმა­ გაიცნო დიზაინერი ფატიმა­ მის­იკოვა, რომელიც ძირითადად ლო­ნდონში მოღვაწეობს და ევრო­პაში მისიკატის გვარით იცნობდნენ. ერთხელ ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის - "ელემენტის" და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა. საბოლოოდ, დამკვეთს არ მოეწონა შესრულებული სამუშაო და ფატიმა მისიკოვას მხოლოდ 600.000 ევრო გადაუხადა (უკვე შესრულებული სამუშაოსთვის) და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა. დიზაინერს ეს თანხა ეცოტავა და დახმარება ძველ ნაცნობს, შაქრო კალაშოვს სთხოვა - დარჩენილი 9 მლნ რუბლი ამომაღებინეო. 2015 წლის 13 დეკემბერს ჟანა კიმს დაურეკეს უცნობებმა, თავი ფატიმა მისიკოვას იურისტებად გააცნეს და კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად შეხვედრა სთხოვეს. ამის შემდეგ მოვლენები ველური 90-იანი წლების სტილით განვითარდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ