კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური საგანძური – წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ უკვე გაყიდვაშია!
უნიკალური საგანძური – წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ უკვე გაყიდვაშია!

უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა "პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი" უკვე გა­ყიდ­ვა­შია. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პო­ლიგ­რა­ფი­ულ გა­მო­ცე­მა­ში პატ­რი­არ­ქის მიერ 2008-2015 წლებ­ში მო­ნათ­ლულ­თა სია მო­ნათ­ვლის წლი­სა და ან­ბა­ნუ­რი რი­გის მი­ხედ­ვი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ალ­ბომ­ში შე­ტა­ნი­ლია უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და სა­ყო­ველ­თაო ნათ­ლო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა და ის ქა­და­გე­ბე­ბი და ლოც­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ნათ­ლუ­ლე­ბის მი­მარ­თაა და ასე­ვე ოჯა­ხის სიწ­მინ­დე­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ალ­ბო­მის­თვის შე­იქ­მნა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მხატ­ვრუ­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც სა­ზე­დაო წარ­მო­სა­ჩე­ნად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ალ­ბომს კი­დევ უფრო გან­სხვა­ვე­ბულ იერს სძენს.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბევ­რი შვი­ლი ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. "ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ბევ­რი შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, მაგ­რამ ღვთის ნე­ბით ასე მოხ­და და ეს ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. კი­დევ უფრო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ორი მათ­გა­ნი - 2 წლის ირაკ­ლი და 11 თვის დუდა პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი არი­ან. ეს ჩემი ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი მად­ლი და ამავდრო­უ­ლად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა. ვცდი­ლობ შვი­ლე­ბი ეკ­ლე­სი­უ­რად აღვზარ­დო, ამა­ში მათი ნათ­ლია კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მი­წყობს ხელს. რო­დე­საც შე­ვი­ტყვე, რომ წიგ­ნი-ალ­ბო­მი "პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი" უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, უზო­მოდ გა­მი­ხარ­და. ვა­პი­რებ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ძი­ნო ეს მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა. იგი ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო ად­გილს და­ი­კა­ვებს ჩვენს სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა იმ მად­ლის დას­ტუ­რად, რაც პატ­რი­აქ­რის­გან გვერ­გო წი­ლად", – ამ­ბობს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, თაკო ჩხე­ი­ძე, მი­იჩ­ნევს, რომ თა­ვის დრო­ზე, მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და სა­ჭი­რო ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მოთ­ქვა პატ­რი­არ­ქმა, რო­დე­საც ბრძა­ნა, რომ ყო­ვე­ლი მე­სა­მე და მომ­დევ­ნო შვი­ლის ნათ­ლია თა­ვად გახ­დე­ბო­და. მე თა­ვად ვიცი ბევ­რი ფაქ­ტი, როცა წყვი­ლი მეტი შვი­ლის გა­ჩე­ნას აღარ აპი­რებ­და, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის შემ­დეგ კი მათ ოჯახ­ში მე­სა­მე და კი­დევ უფრო მეტი შვი­ლი გაჩ­ნდა.

რო­დე­საც გა­ვი­გე, მე­სა­მე შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი ის იყო, რომ მისი ნათ­ლია პატ­რი­არ­ქი გახ­დე­ბო­და. მარ­თლაც, პა­ტა­რა თვე­ე­ბის იყო, როცა მოვ­ნათ­ლეთ და ამ მოვ­ლე­ნას ჩემი ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჩემი შვი­ლი ჯერ პა­ტა­რა და ვერ აღიქ­ვამს იმ ფაქტს, რომ ილია მე­ო­რე მისი ნათ­ლი­აა, მაგ­რამ როცა უწ­მინ­დესს ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნე­ბენ, ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი, რომ ის მისი ნათ­ლი­აა. თა­ვი­დან უკ­ვირ­და, მაგ­რამ ახლა თით­ქოს აღიქ­ვამს კი­დეც და თით­ქოს რა­ღაც თა­ვი­სე­ბურ სი­ხა­რულს გა­მო­ხა­ტავს კი­დეც.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­ვი­გე, რომ გა­მო­დი­ო­და წიგ­ნი "პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი", სა­დაც ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რიც მოხ­ვდე­ბო­და. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი ამ წიგ­ნის გა­მოს­ვლას და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი ვინც ამ გა­მო­ცე­მას შე­ი­ძენს. წიგ­ნის გა­მო­ცე­მის იდე­აც თა­ვის მხრივ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათა­სო­ბით ნათ­ლულს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და ვფიქ­რობ, ყვე­ლა მათ­გა­ნის ოჯახ­ში ეს წიგ­ნი ალ­ბო­მი დიდი სა­გან­ძუ­რი იქ­ნე­ბა",– აცხა­დებს თაკო ჩხე­ი­ძე.

ფეხ­ბურ­თე­ლის ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და მო­დე­ლის სა­ლო­მე ღვი­ა­ნი­აშ­ვი­ლის წყვი­ლიც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნია და პატ­რი­არ­ქი მათი მე­სა­მე შვი­ლის ნათ­ლი­აა.

ზურა ამ­ბობს, რომ მას­სა და სა­ლო­მეს მა­ნამ­დეც უნ­დო­დათ ბევ­რი შვი­ლი ჰყო­ლო­დათ, ამი­ტომ მე­სა­მე ბავ­შვის გა­ჩე­ნა უშუ­ა­ლოდ არ უკავ­შირ­დე­ბა პატ­რი­არ­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ოჯა­ხებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­სა­მე ბავ­შვის ნათ­ლია გამ­ხდა­რი­ყო. "თუმ­ცა, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ნი­ტას და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მას აუ­ცი­ლებ­ლად პატ­რი­არ­ქი მო­ნათ­ლავ­და.

ჩემ­თვის ეს დიდი სი­ხა­რუ­ლი ცო­ტა­თი დაჩ­რდი­ლა იმ ფაქ­ტმა, რომ ნათ­ლო­ბის დროს თბი­ლის­ში არ ვი­ყა­ვი. იმ დროს ბრი­ტა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­ში ვთა­მა­შობ­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და ნათ­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. სა­მა­გი­ე­როდ, ჩემი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი -ტასო მიყ­ვე­ბო­და ნი­ტას ნათ­ლო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ე­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ტასო მა­შინ მხო­ლოდ 4 წლის იყო და რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა ნათ­ლუ­ლე­ბი და­ლო­ცა, მას­თან ტა­სოც მი­უყ­ვა­ნი­ათ.ტასო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და, რო­გო­რი საყ­ვა­რე­ლი ხე­ლე­ბი ჰქონ­და პატ­რი­არ­ქს, რო­დე­საც მას მო­ე­ფე­რა და და­ლო­ცა. სა­ო­ცა­რია, რომ ჩემი გო­გო­ნა ზუს­ტად აღ­წერ­და იმას, რა­საც თა­ვა­დაც ვგრძნობ­დი უწ­მი­დეს­თან შეხ­ვედ­რი­სას, როცა ის მლო­ცავ­და და ხელ­ზე ვემ­თხვე­ო­დი ხოლ­მე. თით­ქოს მისი ხე­ლი­დან არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მო­დი­ო­და", – ამ­ბობს ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

"უწ­მინ­დე­სი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია, ამი­ტო­მაა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი­თაა გა­რე­მო­ცუ­ლი. ამი­ტომ აფა­სე­ბენ მას და ენ­დო­ბი­ან. მის ღვაწლს აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა ალ­ბათ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ მე­ტად ვის­მენ­დეთ მი­სას, ანუ იმ ადა­მი­ა­ნი­სას, ვინც ჩვენ - ყო­ველ ქრის­ტი­ანს ქრის­ტეს­თან გვა­კავ­ში­რებს, ვინც ჩვენ­თვის ლო­ცუ­ლობს. უზო­მოდ მიყ­ვარს ჩემი შვი­ლე­ბი. ამი­ტომ ძა­ლი­ან მე­ი­მე­დე­ბა, რომ უწ­მი­დე­სი ჩემი ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვია და მისი ლოც­ვა იფა­რავს ჩემს ბავ­შვებს. თა­ვად ნი­ტაც ამა­ყობს უწ­მინ­დე­სი ნათ­ლი­ით და ზოგ­ჯერ ისეთ ბრძნულ აზ­რებს ამ­ბობს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მეც მაკ­ვირ­ვებს და დედ­მის­საც.

ცოტა ხნის წინ გა­ვი­გე, რომ უნდა გა­მო­ვი­დეს წიგ­ნი "პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი", სა­დაც პატ­რი­არ­ქის მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ი­ლუსტრა­ცი­ებ­თან ერა­თად შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა პატ­რი­ა­რის მიერ მო­ნათ­ლულ­თა სია. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მათ შო­რის ჩემს შვილ­საც ვნა­ხავ. ვა­პი­რებ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ძი­ნო ეს წიგ­ნი – ალ­ბო­მი და თა­ო­ბებს შე­ვუ­ნა­ხო იმ დიდი მად­ლის დას­ტუ­რად, რაც ჩემს ოჯახს პატ­რი­არ­ქის­გან გად­მო­ე­ცა."

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში" აცხა­დე­ბენ, წიგ­ნი-ალ­ბო­მი, სა­წყის ეტაპ­ზე, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე იქ­ნე­ბა გა­ყიდ­ვა­ში, ვი­ნა­ი­დან გა­მო­ცე­მა თავ­და­პირ­ვე­ლად მცი­რე ტი­რა­ჟით და­ის­ტამ­ბა. ალ­ბო­მი არ გა­ი­ყი­დე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში და ასე­ვე არა­ნა­ირ სა­ვაჭ­რო ქსელ­ში, რად­გან იგი მხო­ლოდ და მხო­ლოდ გან­კუთ­ვნი­ლია ნათ­ლულ­თა ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის. ალ­ბო­მის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მომ­ცემ­ლო­ბის ოფის­ში (თბი­ლი­სი, გუ­რა­მიშ­ვი­ლის #64), ასე­ვე ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­შიც ვებ-გვერ­დზე www.qronografi.ge, მუ­შა­ობს შინ მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სიც. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ "სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კას" შემ­დეგ ნომ­რებ­ზე: 032 2 518–518; 593 900 810; 558 651–159; 598 989–254; 593 464–571;

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უნიკალური საგანძური – წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ უკვე გაყიდვაშია!

უნიკალური საგანძური – წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ უკვე გაყიდვაშია!

უნიკალური გამოცემა „პატრიარქის ნათლულები“ უკვე გაყიდვაშია. უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიულ გამოცემაში პატრიარქის მიერ 2008-2015 წლებში მონათლულთა სია მონათვლის წლისა და ანბანური რიგის მიხედვითაა წარმოდგენილი.

ალბომში შეტანილია უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოღვაწეობისა და საყოველთაო ნათლობების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა და ის ქადაგებები და ლოცვები, რომლებიც ნათლულების მიმართაა და ასევე ოჯახის სიწმინდესა და ღირებულებებს ეხება.

სპეციალურად ალბომისთვის შეიქმნა ქართული ანბანის განსხვავებული, მხატვრული ვერსია, რომელიც საზედაო წარმოსაჩენად იქნა გამოყენებული და ალბომს კიდევ უფრო განსხვავებულ იერს სძენს.

ტელეწამყვანი, მრავალშვილიანი დედა, სალომე გოგიაშვილი ამბობს, რომ ბევრი შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა. „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბევრი შვილი მეყოლებოდა, მაგრამ ღვთის ნებით ასე მოხდა და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, რომ ორი მათგანი - 2 წლის ირაკლი და 11 თვის დუდა პატრიარქის ნათლულები არიან. ეს ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მადლი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვცდილობ შვილები ეკლესიურად აღვზარდო, ამაში მათი ნათლია კახა მიქიაშვილი ძალიან მიწყობს ხელს. როდესაც შევიტყვე, რომ წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ უნდა გამოსულიყო, უზომოდ გამიხარდა. ვაპირებ აუცილებლად შევიძინო ეს მართლაც უნიკალური გამოცემა. იგი ყველაზე საპატიო ადგილს დაიკავებს ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში და თაობიდან თაობას გადაეცემა იმ მადლის დასტურად, რაც პატრიაქრისგან გვერგო წილად“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.

ცნობილი მოდელი, თაკო ჩხეიძე, მიიჩნევს, რომ თავის დროზე, მართლაც არაჩვეულებრივი და საჭირო ინიციატივა გამოთქვა პატრიარქმა, როდესაც ბრძანა, რომ ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია თავად გახდებოდა. მე თავად ვიცი ბევრი ფაქტი, როცა წყვილი მეტი შვილის გაჩენას აღარ აპირებდა, ამ ინიციატივის შემდეგ კი მათ ოჯახში მესამე და კიდევ უფრო მეტი შვილი გაჩნდა.

როდესაც გავიგე, მესამე შვილი მეყოლებოდა, პირველი სიხარული ის იყო, რომ მისი ნათლია პატრიარქი გახდებოდა. მართლაც, პატარა თვეების იყო, როცა მოვნათლეთ და ამ მოვლენას ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემი შვილი ჯერ პატარა და ვერ აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ილია მეორე მისი ნათლიაა, მაგრამ როცა უწმინდესს ტელევიზიით აჩვენებენ, ყოველთვის ვეუბნები, რომ ის მისი ნათლიაა. თავიდან უკვირდა, მაგრამ ახლა თითქოს აღიქვამს კიდეც და თითქოს რაღაც თავისებურ სიხარულს გამოხატავს კიდეც.

რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რომ გამოდიოდა წიგნი „პატრიარქის ნათლულები“, სადაც ჩემი შვილის სახელი და გვარიც მოხვდებოდა. მოუთმენლად ველოდი ამ წიგნის გამოსვლას და ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ამ გამოცემას შეიძენს. წიგნის გამოცემის იდეაც თავის მხრივ შესანიშნავი ინიციატივაა, რომელიც რამდენიმე ათასობით ნათლულს გააერთიანებს და ვფიქრობ, ყველა მათგანის ოჯახში ეს წიგნი ალბომი დიდი საგანძური იქნება“,– აცხადებს თაკო ჩხეიძე.

ფეხბურთელის ზურაბ ხიზანიშვილისა და მოდელის სალომე ღვიანიაშვილის წყვილიც მრავალშვილიანია და პატრიარქი მათი მესამე შვილის ნათლიაა.

ზურა ამბობს, რომ მასსა და სალომეს მანამდეც უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, ამიტომ მესამე ბავშვის გაჩენა უშუალოდ არ უკავშირდება პატრიარქის გადაწყვეტილებას, მართლმადიდებლურ ოჯახებში დაბადებული მესამე ბავშვის ნათლია გამხდარიყო. „თუმცა, მე და ჩემმა მეუღლემ, ნიტას დაბადებისთანავე გადავწყვიტეთ, რომ მას აუცილებლად პატრიარქი მონათლავდა.

ჩემთვის ეს დიდი სიხარული ცოტათი დაჩრდილა იმ ფაქტმა, რომ ნათლობის დროს თბილისში არ ვიყავი. იმ დროს ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბში ვთამაშობდი და საქართველოში ჩამოსვლა და ნათლობაზე დასწრება ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, ჩემი უფროსი ქალიშვილი -ტასო მიყვებოდა ნიტას ნათლობისა და პატრიარქთან შეხვედრისგან მიღებული შთაბეჭდიელებების შესახებ. ტასო მაშინ მხოლოდ 4 წლის იყო და როდესაც უწმინდესმა ნათლულები დალოცა, მასთან ტასოც მიუყვანიათ.ტასო აღფრთოვანებული მიყვებოდა, როგორი საყვარელი ხელები ჰქონდა პატრიარქს, როდესაც მას მოეფერა და დალოცა. საოცარია, რომ ჩემი გოგონა ზუსტად აღწერდა იმას, რასაც თავადაც ვგრძნობდი უწმიდესთან შეხვედრისას, როცა ის მლოცავდა და ხელზე ვემთხვეოდი ხოლმე. თითქოს მისი ხელიდან არაამქვეყნიური სითბო და სიყვარული მოდიოდა“, – ამბობს ზურა ხიზანიშვილი.

„უწმინდესი ყველასთვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანია, ამიტომაა, რომ სიყვარულითაა გარემოცული. ამიტომ აფასებენ მას და ენდობიან. მის ღვაწლს აღიარებენ, თუმცა ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ მეტად ვისმენდეთ მისას, ანუ იმ ადამიანისას, ვინც ჩვენ - ყოველ ქრისტიანს ქრისტესთან გვაკავშირებს, ვინც ჩვენთვის ლოცულობს. უზომოდ მიყვარს ჩემი შვილები. ამიტომ ძალიან მეიმედება, რომ უწმიდესი ჩემი ოჯახის ნათესავია და მისი ლოცვა იფარავს ჩემს ბავშვებს. თავად ნიტაც ამაყობს უწმინდესი ნათლიით და ზოგჯერ ისეთ ბრძნულ აზრებს ამბობს ამასთან დაკავშირებით, რომ მეც მაკვირვებს და დედმისსაც.

ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ უნდა გამოვიდეს წიგნი „პატრიარქის ნათლულები“, სადაც პატრიარქის მოღვაწეობის ამსახველ ფოტოილუსტრაციებთან ერათად შეტანილი იქნება პატრიარის მიერ მონათლულთა სია. ძალიან მიხარია, რომ მათ შორის ჩემს შვილსაც ვნახავ. ვაპირებ აუცილებლად შევიძინო ეს წიგნი – ალბომი და თაობებს შევუნახო იმ დიდი მადლის დასტურად, რაც ჩემს ოჯახს პატრიარქისგან გადმოეცა.“

როგორც გამომცემლობა „საოჯახო ბიბლიოთეკაში“ აცხადებენ, წიგნი-ალბომი, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება გაყიდვაში, ვინაიდან გამოცემა თავდაპირველად მცირე ტირაჟით დაისტამბა. ალბომი არ გაიყიდება წიგნის მაღაზიებში და ასევე არანაირ სავაჭრო ქსელში, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ განკუთვნილია ნათლულთა ოჯახებისათვის. ალბომის შეძენა შესაძლებელია გამომცემლობის ოფისში (თბილისი, გურამიშვილის #64), ასევე ონლაინ რეჟიმშიც ვებ-გვერდზე www.qronografi.ge, მუშაობს შინ მიწოდების სერვისიც. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ „საოჯახო ბიბლიოთეკას“ შემდეგ ნომრებზე: 032 2 518–518; 593 900 810; 558 651–159; 598 989–254; 593 464–571;

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი