უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა საქრთველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
ლევან ბოძაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარალამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას.
"საქართველოს პრეზიდენტს მინდა მადლობა ვუთხრა იმ პროფესიული ნდობისთვის, რომელიც გამოიჩინა ჩემს მიმართ, განსაკუთრებით იმ პერიოდში რა სიტუაციაშიც და რეფორმების ქვეშაც იმყოფება საქართველოს მართლმსაჯულება დღეს. ეს არის საკმაოდ მაღალი და პატივსაცემი პოზიცია, რაზეც მე ვარ წარდგენილი. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს პრეზიდენტის წარდგინებას და მხარდაჭერილი იქნება", -აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.
პრეზიდენტმა წარდგინების დროს განაცხადა, რომ ლევან ბოძაშვილს მიუკერძოებელი და უმწიკვლო წარსული აქვს და პარლამენტმა მას მხარი უნდა დაუჭიროს.