კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს
თსუ გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 24 მა­ისს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს. რო­გორც თსუ-ს "ფე­ი­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 24 მა­ისს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­ში, სა­აქ­ტო დარ­ბაზ­თან ორ სტუ­დენტს შო­რის მომ­ხდარ სი­ტყვი­ერ შე­ლა­პა­რა­კე­ბას ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც თსუ-ში აცხა­დე­ბენ, სი­ტუ­ა­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ჩა­რე­ვით გა­ნი­მუხ­ტა.

"ფაქ­ტი­სად­მი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მა­სა­ლა­ში ჩანს და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და 17:27 სა­ათ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით, 3-4 წუთ­ში გა­ნი­მუხ­ტა თსუ დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ, რომ­ლე­ბიც ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში მო­ნიშ­ნულ­ნი არი­ან ის­რე­ბით (9 თა­ნამ­შრო­მე­ლი). გარ­და ამი­სა, კონ­ფლიქ­ტის გან­მუხ­ტვას შე­ე­ცად­ნენ ფაქ­ტის შემ­სწრე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სხვა სტუ­დენ­ტე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: თსუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის კად­რებს ავ­რცე­ლებს - სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი

რო­გორც "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რმა გი­ორ­გი არო­ბე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვე­რის­ტე­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი სცე­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ოცამ­დე წევ­რმა. რო­გორც არო­ბე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს ისიც, თუ ვინ არი­ან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი.

"ის, რა­საც ვამ­ბობ­დით, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი სცე­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ოცამ­დე წევ­რმა, ვი­დე­ო­თი დას­ტურ­დე­ბა. კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი ცოტ­ნე ცხვე­დი­ანს, მათ შო­რის არი­ან შალ­ვა სა­ბა­უ­რი, პა­ა­ტა ბახ­ტუ­რი­ძე, ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი აკა­უ­რი­ძე. სა­ხე­ზეა, რო­გორ ძა­ლა­დო­ბენ ერთ ადა­მი­ან­ზე. ეს ძა­ლა­დო­ბა უნდა დას­რულ­დეს", - გა­ნა­ცხა­და "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რმა გი­ორ­გი არო­ბე­ლი­ძემ.

ამ დრო­ის­თვის "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რე­ბი აქ­ცი­ის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბი­ან. ასე­ვე ისი­ნი ცდი­ლო­ბენ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვე­რის­ტე­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თსუ გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს

თსუ გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 24 მაისს მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. როგორც თსუ-ს "ფეიბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 24 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზთან ორ სტუდენტს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც თსუ-ში აცხადებენ, სიტუაცია უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით განიმუხტა.

"ფაქტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე კონფლიქტში მონაწილე მხარეების მოთხოვნის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. მასალაში ჩანს დაპირისპირების გარემოებები. ინციდენტი მოხდა 17:27 საათზე და დაახლოებით, 3-4 წუთში განიმუხტა თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ, რომლებიც ვიდეოჩანაწერში მონიშნულნი არიან ისრებით (9 თანამშრომელი). გარდა ამისა, კონფლიქტის განმუხტვას შეეცადნენ ფაქტის შემსწრე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და სხვა სტუდენტები", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: თსუ უნივერსიტეტში მომხდარი ჩხუბის კადრებს ავრცელებს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

როგორც "აუდიტორია 115"-ის წევრმა გიორგი არობელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი ადამიანი სცემა თვითმმართველობის ოცამდე წევრმა. როგორც არობელიძემ აღნიშნა, კადრებში ნათლად ჩანს ისიც, თუ ვინ არიან მოძალადეები.

"ის, რასაც ვამბობდით, რომ ერთი ადამიანი სცემა თვითმმართველობის ოცამდე წევრმა, ვიდეოთი დასტურდება. კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი წევრები ცოტნე ცხვედიანს, მათ შორის არიან შალვა საბაური, პაატა ბახტურიძე, ბახვა კვირიკაშვილი, გიორგი აკაურიძე. სახეზეა, როგორ ძალადობენ ერთ ადამიანზე. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს", - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

ამ დროისთვის "აუდიტორია 115"-ის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. ასევე ისინი ცდილობენ სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაფიქსირებული პირების იდენტიფიკაცია მოახდინონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია