კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილის განცხადება კორცხელის ინციდენტის შესახებ
გიორგი მარგველაშვილის განცხადება კორცხელის ინციდენტის შესახებ

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გმობს ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ გა­მოვ­ლი­ნე­ბას და მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ მსგავს ინ­ცი­დენ­ტებს არ ჰყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ჰყავს მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, - პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და.

ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, რომ­ლებ­მაც უშუ­ა­ლოდ მი­ი­ღეს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ამომ­რჩე­ვე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი. პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, არ­ჩევ­ნებ­ში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი ამომ­რჩე­ვე­ლია, რო­მელ­საც სურს მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთხელ უნდა და­უ­დას­ტუ­როს სა­კუ­თარ თავ­საც და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, რომ შე­უძ­ლია ცი­ვი­ლუ­რი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა.

ეკა მიშ­ვე­ლა­ძის თქმით, ცნო­ბი­ლია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს მომ­ხდა­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და უამ­რა­ვი მოწ­მე. პრე­ზი­დენ­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ უს­წრა­ფე­სად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და თი­თო­ე­ულ მათ­განს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ე­კის­რე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

"რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ტეს­ტია. გა­მო­ძი­ე­ბა უნდა იყოს სა­მა­გა­ლი­თო, რომ სა­მო­მავ­ლოდ ვე­რა­ვინ გა­ბე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის და­ზა­რა­ლე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ამ ტესტს სა­თა­ნა­დოდ ჩა­ა­ბა­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პი­რა­დად მი­ა­დევ­ნებს თვალს პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა შე­საძ­ლო ბერ­კეტს, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ წერ­ტი­ლი და­ეს­ვას ძა­ლა­დო­ბას, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი მარგველაშვილის განცხადება კორცხელის ინციდენტის შესახებ

გიორგი მარგველაშვილის განცხადება კორცხელის ინციდენტის შესახებ

”საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას, გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

ეკა მიშველაძემ საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას რამდენიმე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელსაც სურს მშვიდ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით გააკეთოს არჩევანი. მთლიანობაში კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ შეუძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ეკა მიშველაძის თქმით, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, ვინაიდან არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა და უამრავი მოწმე. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა.

„რამდენიმე თვეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ძალადობას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."