კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომარ ნიშნიანიძე დავით კოღუაშვილზე - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ
ომარ ნიშნიანიძე დავით კოღუაშვილზე - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ

რო­გორც მო­იყ­ვა­ნეს, ისე წა­იყ­ვა­ნონ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს ახა­ლი წევ­რის, და­ვით კო­ღუ­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლიც იმ პო­ზი­ცი­ა­ზეა, რომ "კო­ღუ­აშ­ვი­ის გა­დაც­დო­მე­ბი იყო უად­გი­ლო".

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ძა­ლი­ან უხე­შიც. მან თა­ვის­თავ­ზე აიღო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მო­ბო­დი­შე­ბა­სა­ვით თქვა, რომ კო­ღუ­აშ­ვი­ლი პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამ­და წინა რე­ჟი­მის დროს ანუ ეს არ არის მისი სტი­ლი. თვი­თო­ნაც გა­ნიც­დის, ბუ­ნებ­რი­ვია. ვნა­ხოთ, პრო­ცე­სე­ბი გრძელ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თა­ვად და­ვით კო­ღუ­აშ­ვი­ლის მოს­მე­ნა", - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

კი­თხვა­ზე, უნდა გა­ი­რი­ცხოს, თუ არა კო­ღუ­აშ­ვი­ლი პარ­ტი­ი­დან, ნიშ­ნი­ა­ნი­ძის თქმით, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით მსჯე­ლო­ბა არ არის.

"მე ად­რეც ვთქვი - რო­გორც მო­იყ­ვა­ნეს, ისე წა­იყ­ვა­ნონ­მეთ­ქი. ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით მსჯე­ლო­ბა არ არის, თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ და­ვით კო­ღუ­აშ­ვილს ალ­ბათ, მო­უ­წევს ჩვენ­თან გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას, ნიშ­ნი­ა­ნი­ძის თქმით, თემა, რო­მელ­ზეც იმ­სჯე­ლეს, იყო "გუნ­დუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა დარ­ჩე­ნი­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში".

"ჩვენ და­ვუ­დას­ტუ­რეთ და ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ვიბ­რძო­ლებთ, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ", - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ომარ ნიშნიანიძე დავით კოღუაშვილზე - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ

ომარ ნიშნიანიძე დავით კოღუაშვილზე - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ

როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ პარტია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მისამართით განაცხადა.

როგორც ნიშნიანიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იმ პოზიციაზეა, რომ ,,კოღუაშვიის გადაცდომები იყო უადგილო".

"შეიძლება ითქვას, ძალიან უხეშიც. მან თავისთავზე აიღო ეს ყველაფერი, ბატონმა გიორგიმ მობოდიშებასავით თქვა, რომ კოღუაშვილი პროტესტს გამოთქვამდა წინა რეჟიმის დროს ანუ ეს არ არის მისი სტილი. თვითონაც განიცდის, ბუნებრივია. ვნახოთ, პროცესები გრძელდება. საინტერესო იქნება თავად დავით კოღუაშვილის მოსმენა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

კითხვაზე, უნდა გაირიცხოს, თუ არა კოღუაშვილი პარტიიდან, ნიშნიანიძის თქმით, ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის.

"მე ადრეც ვთქვი - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონმეთქი. ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დავით კოღუაშვილს ალბათ, მოუწევს ჩვენთან განმარტებების გაკეთება", - აღნიშნა ნიშნიანიძემ.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელ შეხვედრას, ნიშნიანიძის თქმით, თემა, რომელზეც იმსჯელეს, იყო "გუნდურობის შენარჩუნება, ერთიანობა დარჩენილი დროის განმავლობაში".

,,ჩვენ დავუდასტურეთ და ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."