კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიული ყველი... კახეთიდან - ახალგაზრდა მეწარმის წარმატების საიდუმლო
შვეიცარიული ყველი... კახეთიდან - ახალგაზრდა მეწარმის წარმატების საიდუმლო

32 წლის რატი როს­ტო­მაშ­ვი­ლი ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოდ­ლი­სი­და­ნაა. ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე სწო­რედ მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში აწარ­მო­ებს შვე­ი­ცა­რი­ულ ყველს, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე დი­დად მო­თხოვ­ნა­დია. რო­გორ გა­უჩ­ნდა რა­ტის ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბის იდეა და სა­ი­დან იღებს ნედ­ლე­ულს, ამ და სხვა თე­მებ­ზე თა­ვად რატი გვე­სა­უბ­რა:

- მე და ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში ტექ­ნი­კო­სია, გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, სა­დაც ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის იდეა გაგ­ვიჩ­ნდა. ამის­თვის შე­ვის­წავ­ლეთ ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გია (და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის მან­ძილ­ზე ვსწავ­ლობ­დით ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბას) და შემ­დეგ უკვე ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­წყეთ ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბა.

- რა­ტომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ყვე­ლი?

- სხვა­თა შო­რის, როცა წარ­მო­ე­ბას ვი­წყებ­დით, არც ვი­ცო­დით გაგ­ვი­მარ­თლებ­და თუ არა, რად­გან იმ დროს მსგავ­სი ტი­პის - ჩარ­დახ­ში დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იწარ­მო­ე­ბო­და. შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ყვე­ლი ძა­ლი­ან კარ­გად ერ­გე­ბა ჩვენს კლი­მატს და პი­რო­ბებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შვე­ი­ცა­რი­ა­ში არის ალ­პუ­რი კლი­მა­ტი, ანუ ქარ­თულ სი­ცი­ვე­ებს ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ად­ვი­ლად შე­ე­გუ­ე­ბო­და. იმის­თვის, რომ ყვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ შვე­ი­ცა­რი­ა­შიც ვი­ყა­ვით და ად­გილ­ზეც ვის­წავ­ლეთ დამ­ზა­დე­ბის სხვა­დას­ხვა ნი­უ­ან­სი.

- დაძ­ვე­ლე­ბას რა პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა?

- ჩვენ ვამ­ზა­დებთ სხვა­დას­ხვა სა­ხის ყველს და თით­ქმის ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა დაძ­ვე­ლე­ბის­თვის. ზოგი მათ­გა­ნი 4-5 თვეც შე­იძ­ლე­ბა და­აძ­ვე­ლო და ამის მერე გა­ყი­დო. უმე­ტე­სო­ბას ვაძ­ვე­ლებთ 1-2 თვე, თუმ­ცა გვაქვს სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც წე­ლი­წა­დიც კი ვაძ­ვე­ლებთ. არის სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც თუ 2 წელი დაძ­ველ­და, უკე­თე­სია, თუმ­ცა ამ­დე­ნი ხნით დაძ­ვე­ლე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ ვერ ვა­ხერ­ხებთ, რად­გან მო­თხოვ­ნა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შვეიცარიული ყველი... კახეთიდან - ახალგაზრდა მეწარმის წარმატების საიდუმლო

შვეიცარიული ყველი... კახეთიდან - ახალგაზრდა მეწარმის წარმატების საიდუმლო

32 წლის რატი როსტომაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისიდანაა. ახალგაზრდა მეწარმე სწორედ მშობლიურ სოფელში აწარმოებს შვეიცარიულ ყველს, რომელიც ქართულ ბაზარზე დიდად მოთხოვნადია. როგორ გაუჩნდა რატის ყველის დამზადების იდეა და საიდან იღებს ნედლეულს, ამ და სხვა თემებზე თავად რატი გვესაუბრა:

- მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ჩვენს კომპანიაში ტექნიკოსია, გერმანიაში ვცხოვრობდით, სადაც ყველის წარმოების იდეა გაგვიჩნდა. ამისთვის შევისწავლეთ ყველის წარმოების ტექნოლოგია (დაახლოებით 5 წლის მანძილზე ვსწავლობდით ამ ყველაფრის კეთებას) და შემდეგ უკვე ერთად, საქართველოში დავიწყეთ ყველის დამზადება.

- რატომ შვეიცარიული ყველი?

- სხვათა შორის, როცა წარმოებას ვიწყებდით, არც ვიცოდით გაგვიმართლებდა თუ არა, რადგან იმ დროს მსგავსი ტიპის - ჩარდახში დაძველებული ყველი საქართველოში არ იწარმოებოდა. შვეიცარიული ყველი ძალიან კარგად ერგება ჩვენს კლიმატს და პირობებს. მოგეხსენებათ, შვეიცარიაში არის ალპური კლიმატი, ანუ ქართულ სიცივეებს ამ ტექნოლოგიით დამზადებული ყველი ადვილად შეეგუებოდა. იმისთვის, რომ ყველი სრულყოფილი ყოფილიყო, ჩვენ შვეიცარიაშიც ვიყავით და ადგილზეც ვისწავლეთ დამზადების სხვადასხვა ნიუანსი.

- დაძველებას რა პერიოდი სჭირდება?

- ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა სახის ყველს და თითქმის ყველას განსხვავებული პერიოდი სჭირდება დაძველებისთვის. ზოგი მათგანი 4-5 თვეც შეიძლება დააძველო და ამის მერე გაყიდო. უმეტესობას ვაძველებთ 1-2 თვე, თუმცა გვაქვს სახეობები, რომლებსაც წელიწადიც კი ვაძველებთ. არის სახეობები, რომელიც თუ 2 წელი დაძველდა, უკეთესია, თუმცა ამდენი ხნით დაძველებას ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რადგან მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე დამზადებული პროდუქციის რაოდენობა  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია