კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" ახალი სახეები - ვინ არიან სოფიო კილაძე და ირინე ფრუიძე
"ქართული ოცნების" ახალი სახეები - ვინ არიან სოფიო კილაძე და ირინე ფრუიძე

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევრთა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა გუ­შინ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი. პო­ლიტ­საბ­ჭოს ახა­ლი წევ­რე­ბი არი­ან: და­ვით ბაქ­რა­ძე, და­ვით კო­ღუ­აშ­ვი­ლი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ირი­ნე ფრუ­ი­ძე, რო­მან კა­კუ­ლია, სო­ფიო კი­ლა­ძე, აკა­კი ზო­ი­ძე და ზვი­ად გო­ნა­ძე.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და პო­ლიტ­საბ­ჭოს ორი ახა­ლი წევ­რი ქა­ლის - ირი­ნე ფრუ­ი­ძი­სა და სო­ფიო კი­ლა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ით.

ფრუ­ი­ძე ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხეა. იგი ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის - "რა? სად? რო­დის?" წევ­რი და ერთ-ერთი გუნ­დის კა­პი­ტა­ნია, ასე­ვე "ბრო­ლის ბუს" რამ­დე­ნი­მე გზის მფლო­ბე­ლი. იგი მსოფ­ლი­ოს სკა­უ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ევ­რა­ზი­ის რე­გი­ო­ნის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. ფრუ­ი­ძის მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი დათო ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლია, წყვი­ლი 15 წე­ლია ერ­თა­დაა. ჰყავთ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მათ ოჯახს მე­ო­რე პა­ტა­რაც შე­ე­მა­ტე­ბა.

რო­გორც ფრუ­ი­ძემ ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას ჩა­ი­ბა­რებს: "ეს არის გუნ­დი, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი ტი­პის დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებს და ეს იყო ჩემ­თვის მთა­ვა­რი. ამ გუნდთან ერ­თად ჩვენ კი­დევ უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებს. მთა­ვა­რი გა­დამ­წყვე­ტი ჩემ­თვის ეს იყო. იმე­დია, რომ ის გა­მოც­დი­ლე­ბა რაც მაქვს და­მეხმრე­ბა, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ვი­მუ­შა­ვებ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს იქ­ნე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა, მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა და ასე შემ­დეგ", - აღ­ნიშ­ნა ფრუ­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფიო კი­ლა­ძეს, ის პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის პრო­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. მე­ო­რე კლა­სი­დან იუ­რის­ტო­ბა სურ­და, თუმ­ცა მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე არ უფიქ­რია. დიდი ხანი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, "ჰა­ი­დელ­ბერ­გის" უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მუ­შა­ობ­და "მაქსპლან­კის" ინ­სტი­ტუ­ტში, სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­და­სუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, თუმ­ცა 2011 წელს შვე­ბუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და დარ­ჩა.

რო­გორც კი­ლა­ძემ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, "სულ მინ­დო­და ჩემი გა­ნათ­ლე­ბა ჩემი ხალ­ხის­თვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში". 31 წლის კი­ლა­ძე თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ და რუ­სულ ენებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახა­ლი სახე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ქართული ოცნების" ახალი სახეები - ვინ არიან სოფიო კილაძე და ირინე ფრუიძე

"ქართული ოცნების" ახალი სახეები - ვინ არიან სოფიო კილაძე და ირინე ფრუიძე

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა გუშინ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.

AMBEBI.GE დაინტერესდა პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი ქალის - ირინე ფრუიძისა და სოფიო კილაძის ბიოგრაფიით.

ფრუიძე ტელემაყურებლისთვის კარგად ცნობილი სახეა. იგი ინტელექტკლუბის - "რა? სად? როდის?" წევრი და ერთ-ერთი გუნდის კაპიტანია, ასევე "ბროლის ბუს" რამდენიმე გზის მფლობელი. იგი მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ევრაზიის რეგიონის თავმჯდომარე გახლდათ. ფრუიძის მეუღლე, მსახიობი დათო ველიჯანაშვილია, წყვილი 15 წელია ერთადაა. ჰყავთ ერთი ქალიშვილი და რამდენიმე თვეში მათ ოჯახს მეორე პატარაც შეემატება.

როგორც ფრუიძემ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე მიმართულებას ჩაიბარებს: "ეს არის გუნდი, რომელიც ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს და ეს იყო ჩემთვის მთავარი. ამ გუნდთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. მთავარი გადამწყვეტი ჩემთვის ეს იყო. იმედია, რომ ის გამოცდილება რაც მაქვს დამეხმრება, წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში. ვიმუშავებ რამდენიმე მიმართულებით, ეს იქნება ევროინტეგრაცია, გენდერული თანასწორობა, მცირე ბიზნესის განვითარება და ასე შემდეგ", - აღნიშნა ფრუიძემ.

რაც შეეხება სოფიო კილაძეს, ის პოლიციის აკადემიის პრორექტორი გახლდათ. მეორე კლასიდან იურისტობა სურდა, თუმცა მაინცდამაინც პოლიციაში მუშაობაზე არ უფიქრია. დიდი ხანი გერმანიაში ცხოვრობდა, "ჰაიდელბერგის" უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა "მაქსპლანკის" ინსტიტუტში, სასამართლოში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, თუმცა 2011 წელს შვებულებით საქართველოში დაბრუნდა და დარჩა.

როგორც კილაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, "სულ მინდოდა ჩემი განათლება ჩემი ხალხისთვის გამომეყენებინა და წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში". 31 წლის კილაძე თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. "ქართული ოცნების" ახალი სახე დაოჯახებულია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."