სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუდიტორია 115": "სუს-ის მხრიდან ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება"
"აუდიტორია 115": "სუს-ის მხრიდან ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება"

"აუ­დი­ტო­რი­ის წევ­რებ­ზე დიდი ხა­ნია ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზე­წო­ლა პირ­და­პი­რი და ირი­ბი გზე­ბით. პრე­მი­ე­რის­გან მი­ვი­ღეთ პი­რო­ბა, რომ ის ამ სა­კითხს ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვებს, - ამის შე­სა­ხებ "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა დეა მი­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რის დროს ერთ-ერ­თმა სტუ­დენ­ტმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, რომ მის ოჯახ­ში სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებს მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას თხოვ­დნენ.

დეა მი­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხდე­ბა. "აუ­დი­ტო­რია 115"-ის კი­დევ ერთი წევ­რის, ირაკ­ლი კუპ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის სახ­ლშიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ხოლო ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც მან და მის­მა მე­გობ­რებ­მა "ოდე­ე­რე­ბის" სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს და მათი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვეს.

"ბა­თუმ­ში, სა­დაც მე­ო­თხე წე­ლია უკვე აღარ ვცხოვ­რობ, მი­ვიდ­ნენ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ჩემი მშობ­ლე­ბი და­კი­თხეს. მე­ო­რე დღეს­ვე მივ­მარ­თე სა­ხალ­ხო დამ­ცველს, მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მან ორ დღე­ში და­ა­მუ­შა­ა­ვა, გა­და­ა­მოწ­მა, ასე­ვე მი­მარ­თა შს სა­მი­ნის­ტროს, რო­მელ­საც ჰქონ­და ათ­დღი­ა­ნი ვადა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის­თვის, თუმ­ცა 46-ე დღეა გა­სუ­ლი და სა­ხალ­ხო დამ­ცველს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია დღემ­დე არ მი­უ­ღია", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, სტუ­დენ­ტე­ბი კვი­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს "აუ­დი­ტო­რია 115"-ში ისევ შეხ­ვდე­ბი­ან.

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზეც და გა­ნა­ცხა­დეს, რომ "აუ­დი­ტო­რია 115"-ისა და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის მო­შიმ­ში­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი "რა­ღაც სა­კი­თხებ­ში" ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. "მა­გა­ლი­თად, "აუ­დი­ტო­რია 115" ეთან­ხმე­ბა მათ იმა­ში, რომ მე­სა­მედ ერთი და იგი­ვე რექ­ტო­რის არ­ჩე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დეა მი­ნა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: "ძა­ლო­ვან­მა და სხვა სტრუქ­ტუ­რებ­მა თსუ-ში ბინ­ძუ­რი თა­მა­ში წა­მო­ი­წყეს" - ლადო პა­პა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"აუდიტორია 115": "სუს-ის მხრიდან ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება"

"აუდიტორია 115": "სუს-ის მხრიდან ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება"

"აუდიტორიის წევრებზე დიდი ხანია ხორციელდება ზეწოლა პირდაპირი და ირიბი გზებით. პრემიერისგან მივიღეთ პირობა, რომ ის ამ საკითხს ყურადღების გარეშე არ დატოვებს, - ამის შესახებ "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა წევრმა დეა მინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა სტუდენტმა გიორგი კვირიკაშვილს განუცხადა, რომ მის ოჯახში სუს-ის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მშობლებს მასზე ინფორმაციას თხოვდნენ.

დეა მინაძის განცხადებით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მსგავსი ფაქტები პერმანენტულად ხდება. "აუდიტორია 115"-ის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით კი, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მის სახლშიც იმყოფებოდნენ, ხოლო ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან და მისმა მეგობრებმა "ოდეერების" სახელები და გვარები დაასახელეს და მათი უნივერსიტეტიდან გაყვანა მოითხოვეს.

"ბათუმში, სადაც მეოთხე წელია უკვე აღარ ვცხოვრობ, მივიდნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ჩემი მშობლები დაკითხეს. მეორე დღესვე მივმართე სახალხო დამცველს, მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც მან ორ დღეში დაამუშაავა, გადაამოწმა, ასევე მიმართა შს სამინისტროს, რომელსაც ჰქონდა ათდღიანი ვადა ინფორმაციის მოწოდებისთვის, თუმცა 46-ე დღეა გასული და სახალხო დამცველს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია დღემდე არ მიუღია", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, რომლის ინფორმაციითაც, სტუდენტები კვირის მეორე ნახევარში პრემიერ-მინისტრს "აუდიტორია 115"-ში ისევ შეხვდებიან.

"აუდიტორია 115"-ის წევრებმა პრესკონფერენციაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზეც და განაცხადეს, რომ "აუდიტორია 115"-ისა და ტექნიკური უნივერისტეტის მოშიმშილეების ინტერესები "რაღაც საკითხებში" ერთმანეთს ემთხვევა. "მაგალითად, "აუდიტორია 115" ეთანხმება მათ იმაში, რომ მესამედ ერთი და იგივე რექტორის არჩევა არ შეიძლება", - განაცხადა დეა მინაძემ.

წაიკითხეთ: "ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს" - ლადო პაპავა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია