თბილისის მცხოვრებლებს "სითი პარკის" გადასახადის გადახდა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოუწევთ.
აღნიშნულ კომპანიასა და დედაქალაქის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სწორედ ამ ვადამდე იმოქმედებს. ეს ინფორმაცია ALLNEWS.GE-ს უწყებაში დაუდასტურეს.
მიუხედავად იმისა, რომ მერიის მაღალჩინოსანთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება ხელშეკრულების გადახედვასა თუ გაუქმებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ცვლილებები, ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, მერიამ "სითი პარკთან" მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას დაჰპირდა. იხილეთ გაგრძელება