პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან
21 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის, გე­ნი­ო­სი პო­ე­ტის, მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და მო­აზ­როვ­ნის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­მუ­შევ­რე­ბი ბევრ სხვა ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად, იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ დროს უს­წრებს, - ავ­ტო­რის ყო­ვე­ლი ფრა­ზა დღეს და­წე­რი­ლი­ვით ახა­ლია...

ამ­ჯე­რად მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან, პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი­დან ამოკ­რე­ბი­ლი სხვა­დას­ხვა გა­მო­ნათ­ქვა­მის­გან შექ­მნი­ლი წიგ­ნი­დან - "ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფრა­ზე­ბი და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი" (I-II ნა­წი­ლი) რამ­დე­ნი­მე გე­ნი­ა­ლურ ფრა­ზას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

"აზ­რის წარ­მოთ­ქმა რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე თვით საგ­ნის შე­უს­წავ­ლე­ლად და შე­უგ­ნებ­ლად მხო­ლოდ რეგ­ვენს ადა­მი­ანს შე­უძ­ლია".

"აზ­რსაც იმის მი­ხედ­ვით აქვს ბა­ზა­რი და გა­სა­ვა­ლი, რამ­დე­ნა­დაც მტკი­ცე და შე­უ­პო­ვარ­ნი არი­ან მისი მტვირ­თველ­ნი, რამ­დე­ნიც მეტი წა­მე­ბუ­ლი ჰყავს. ყვე­ლა რჯუ­ლის აზრი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი, იმის მი­ხედ­ვით იმარ­ჯვებს, თუ რამ­დე­ნად ნი­ა­და­გი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და რამ­დე­ნად თავ­გა­მო­დე­ბულ­ნი მომ­ხრე­ნი ჰყვა­ნან".

"ავსა და კარ­გსა კა­ცი­სას როდი ივი­წყებს სო­ფე­ლი".

"ყვე­ლა ერი თა­ვის ცე­ცხლს უკე­თებს და თა­ვის კერძს ჩას­ცქე­რის და სხვის­თვის ხე­ი­რი იმ­დე­ნად უნდა, რამ­დე­ნა­დაც თა­ვად გა­მო­ად­გე­ბა იგი. მხო­ლოდ ერთ ნა­წილს ქარ­თვე­ლე­ბი­სას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუ­სე­თი­სა­გან ისი­ნი მო­ე­ლი­ან წყა­ლო­ბას. აბა, სა­ი­დან სადა? ნუთუ რუ­სე­თი არ არის სა­ში­ში მე­ზო­ბე­ლი ჩვენ­თვის? ნუ ჰგო­ნი­ათ, რომ ბა­ტო­ნო­ბის მის­წრა­ფე­ბა და სურ­ვი­ლი და­მო­ნე­ბულ მცი­რე ერე­ბი­სა შე­უმ­ცირ­დე­ბა რუ­სეთს? არა და ცხრა­ჯერ არა".

"ზოგს ჰგო­ნია, რომ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კოს­მო­პო­ლი­ტიზმს, მაგ­რამ ეს შეც­დო­მაა. ყო­ვე­ლი ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი კოს­მო­პო­ლი­ტია ისე, რო­გორც ყო­ვე­ლი გო­ნი­ე­რი კოს­მო­პო­ლი­ტი (და არა ჩვე­ნე­ბუ­რი) პატ­რი­ო­ტია".

"ამი­ტომ კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი ასე უნდა გვეს­მო­დეს: გიყ­ვარ­დეს შენი ერი, შენი ქვე­ყა­ნა, იღ­ვა­წე მის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ნუ გძულს სხვა ერე­ბი და ნუ გშურს იმათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ნუ შე­უშ­ლი იმათ მის­წრა­ფე­ბას ხელს და ეცა­დე, რომ შენი სამ­შობ­ლო არა­ვინ და­ჩაგ­როს და გა­უ­თა­ნას­წორ­დეს მო­წი­ნა­ვე ერებს. ვინც უარ­ყოფს თა­ვის ეროვ­ნე­ბას, თა­ვის ქვე­ყა­ნას იმ ფიქ­რით, ვი­თომ კოს­მო­პო­ლი­ტი ვარო, ის არის მა­ხინ­ჯი გრძნო­ბის პატ­რო­ნი, იგი თა­ვი­სა­ვე შე­უმ­ჩნევ­ლად დიდი მტე­რია კა­ცობ­რი­ო­ბი­სა, რო­მელ­საც ვი­თომ ერ­თგუ­ლე­ბას და სიყ­ვა­რულს უცხა­დებს".

"მე­გო­ბა­რო! დღეს ქა­ლე­ბიც თხო­უ­ლო­ბენ მა­მა­კა­ცებ­თან თა­ნას­წორ უფ­ლე­ბას. სჯობს, მი­ე­ცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ სა­კი­თხზე გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ პა­სუხს არ მოგ­ცემ... მე მხო­ლოდ ამას ვი­ტყვი: დი­დად და დი­დად სა­ჭი­როა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ქალ­თა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მჯე­რა, მწამს და ვერც ვე­რა­ვინ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ რწმე­ნას... დე­და­კაც­ნი უფრო ლმო­ბი­ერ­ნი, გრძნო­ბი­ერ­ნი არი­ან და დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად რას მო­ი­თხოვს, თუ გარ­და, ერ­თის გრძნო­ბი­სა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა შებ­რა­ლე­ბა, შე­წყნა­რე­ბა".

"ათი­სა და ოცის კა­ცის ავა­ზა­კო­ბა ისე ვერ და­ა­ზი­ა­ნებს ერის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რი ავა­ზა­კო­ბა ათა­სი­სა და ორი ათა­სი­სა, - პირ­ველთ ად­ვი­ლად ვი­შო­რებთ თა­ვი­დან, ავა­ზა­კებს ვე­ძა­ხით, ვსდევ­ნით, რო­გორც ცო­ფი­ან ძაღ­ლებს, ვე­ტე­ვე­ბით თო­ფით და ხმლით, მო­საკ­ლა­ვად არა ვზო­გავთ, ხოლო მე­ო­რე ჯუ­ლის ავა­ზა­კებს ვძმო­ბი­ლობთ და ვე­მოყვრე­ბით".

"ან უსამ­შობ­ლომ, კაც­მა ბო­გა­ნომ, რა იცის, რაა სამ­შობ­ლოს ტრფო­ბა?!"

"არ ვარ­გა ერ­თურ­თი­კილ­ვა, უგ­ზოდ სი­ტყვე­ბის რა­ხუ­ნი".

"არ ეს­მის სხვი­სა ტკი­ვი­ლი სხვა­საო".

"არა მოგ­ცა რა ლა­მა­ზის სი­ტყვე­ბით ამა­ყო­ბა­მა".

"არც თქვენ შეგ­რჩე­ბათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღ­ლა ჰყი­ვი­თა".

"მღვდლე­ბო-სო­ცი­ა­ლის­ტე­ბო! ჩემ­ში თქვე­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის წყა­ლო­ბით აღ­ძრუ­ლი გრძნო­ბა ეს არის, იქ­ნე­ბა თქვენც გე­წყი­ნოსთ, თქვენს წო­დე­ბის გა­რე­შე ბევ­რს სხვა­საც, მე პი­რა­დად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანა­ფო­რე­ბი გაც­ვი­ათ და ჰრე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რობთ… გა­ი­ხა­დეთ ან ანა­ფო­რე­ბი და სთქვით სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­რე­ბი რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა, ან არა და გეც­ვასთ ანა­ფო­რა და სთქვით შე­უ­ბღა­ლა­ვად, გა­ნურყვნე­ლად ის, რაც გი­ან­დერ­ძათ თქვენ­მა მა­მათმთა­ვარ­მა იესო ნა­ზა­რე­ველ­მა. არც არა­ფე­რი იმით და­შავ­დე­ბა თქვე­ნი გავ­ლე­ნა ხალ­ხზე გე­უბ­ნე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბით, აშ­კა­რად, სა­ბო­ლო­ოდ მავ­ნე­ბე­ლი გა­მოდ­გე­ბა, არ არი მო­სა­წო­ნი თქვე­ნი გავ­ლე­ნა ვი­ნა­ი­დან იგი სა­სარ­გებ­ლო ნა­ყოფს არ გა­მო­ი­ღებს და მხო­ლოდ მო­ნებს აღუზ­რდის ქვე­ყა­ნას და არა ნამ­დვილ მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს".…

"თა­ვის მარ­ცხს კაც­ნი ვერ ვი­ტყვით, ჩქა­რა ვი­უბ­ნებთ სხვი­სა­სა".

"განა ყვე­ლა რაც ხმე­ლია, კაც­თა­გან სა­წუ­ნა­რია? ათას ცო­ცხალ­სა ბევ­რჯე­ლა, ას­ჯერ სჯობს ერთი მკვდა­რია".

"მხო­ლოდ იმა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გნე­ბავს ის ილა­პა­რა­კო, სწე­რო, აკე­თო, – არა! უნდა ყო­ველს სი­ტყვას და მოქ­მე­დე­ბას სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო ბედ­ნი­ე­რე­ბა ედ­ვას სარ­ჩუ­ლად, ქვეყ­ნის თუ სა­სარ­გებ­ლო არა, სა­მავ­ნებ­ლო, სა­ზა­რა­ლო მა­ინც არ უნდა იყოს ქვეყ­ნი­სათ­ვის".

"მარ­ტო ქო­ნებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ არის გა­რან­ტია, ერმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უკე­თუ მას თან არ ახ­ლავს ერის სა­ერ­თო გო­ნებ­რი­ვი სიმ­წი­ფე, გა­ნათ­ლე­ბა და ცოდ­ნა".

"მთა­სა თუ ველს, ქვა­სა თუ ლოდს, ცხო­ველ­სა თუ მცე­ნა­რეს აქვს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი ფიქ­რი და წუ­ხი­ლი და შენ, ადა­მი­ა­ნო, რა და­გე­მარ­თა, რა­ტომ და­კარ­გე სინ­დის-ნა­მუ­სი?!"

"მუტ­რუ­კი მი­ტომ მუტ­რუ­კობს, დედა ჰყო­ლია ვი­რიო. კაცი ბე­ჩა­ვის მჩაგ­რა­ვი სად გა­გო­ნი­ლა გმი­რიო!"

"ილი­ას­თა­ნა ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე­ში­ვე ძეგ­ლებს უდ­გა­მენ უცხო­ეთ­ში, ხოლო ჩვენ კო­ცონ­ზე ვწვავთ, ვკლავთ, რო­გორც ავა­ზა­კებს... საბ­რა­ლო ჩვე­ნო თავო, სა­წყა­ლო სა­ქარ­თვე­ლოვ!"

"არც ის მგო­ნია ბი­ჭო­ბა, ვი­საც ერე­ვი ახ­რჩობ­დე, ბიჭს მა­შინ და­გი­ძა­ხებ­დი, რომ სხვას დამ­ხრჩვალ­სა სწამ­ლობ­დე".

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
2

ვაჟა შეუფასებელი გენიაა, ვაჟა სხვა ფენომენია, სიტყვები უძლურია მის ასაღწერად...

გიორგი
4

ლიკა მართალი-ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის გასაგონად

21 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

21 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, გენიოსი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის, ვაჟა-ფშაველას ნამუშევრები ბევრ სხვა ღირსებებთან ერთად, იმითაც გამოირჩევა, რომ დროს უსწრებს, - ავტორის ყოველი ფრაზა დღეს დაწერილივით ახალია...

ამჯერად მისი ნაწარმოებებიდან, პუბლიცისტური წერილებიდან ამოკრებილი სხვადასხვა გამონათქვამისგან შექმნილი წიგნიდან - "ვაჟა-ფშაველას ფრაზები და გამონათქვამები" (I-II ნაწილი) რამდენიმე გენიალურ ფრაზას შემოგთავაზებთ:

"აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია".

"აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან".

"ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი".

"ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა".

"ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია".

"ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს".

"მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას... დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება".

"ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, - პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით".

"ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!"

"არ ვარგა ერთურთიკილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი".

"არ ესმის სხვისა ტკივილი სხვასაო".

"არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა".

"არც თქვენ შეგრჩებათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღლა ჰყივითა".

"მღვდლებო-სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს".…

"თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა".

"განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია".

"მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის".

"მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა".

"მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!"

"მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"

"ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს... საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!"

"არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამხრჩვალსა სწამლობდე".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE