კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასანია: არ მინდა კონკრეტულად ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა
ალასანია: არ მინდა კონკრეტულად ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა

არ მინ­და მხო­ლოდ ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე მოხ­დეს თი­თის გაშ­ვე­რა და ამ­ხე­ლა ამ­ბის ატე­ხა , - ამის შე­სა­ხებ "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი შე­კი­თხვაა, ვის შე­ეძ­ლო ასე­თი მა­სა­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა და სა­ერ­თოდ ვის ხელ­შია ის, რა­ზეც ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხია, რომ "ის არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში".

"ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მკა­ფიო და ცხა­დი იყო. ვნა­ხეთ გა­დაც­დო­მე­ბიც, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ მინ­და კონ­კრე­ტუ­ლად ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე მოხ­დეს თი­თის გაშ­ვე­რა და ამ­ხე­ლა ამ­ბის ატე­ხა, ისი­ნი იყ­ვნენ გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი, შეც­დო­მა და­უშ­ვეს და მე მეს­მის, რა მოხ­და და რო­გორ მოხ­და. მთა­ვა­რია, ვის შე­ეძ­ლო ასე­თი მა­სა­ლე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და ვის ხელ­შია სა­ერ­თოდ ასე­თი მა­სა­ლე­ბი. ამა­ზე ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხია, რომ ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში. წინა ხე­ლი­სუ­ლე­ბის დროს მოხ­და ამ მა­სა­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, ეს იყო უმ­სგავ­სო­ბა, რო­მელ­საც ვებ­რძო­დით და ამი­ტომ შევ­ცვა­ლეთ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გვე­გო­ნა, რომ შს მი­ნის­ტრო­ბის დროს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის თქმით, მომ­ხდა­რი არის ორ­მა­გი გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და ზუს­ტად ვიცი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის გა­ე­ცათ არა­ფორ­მა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა, მათ მი­ე­ღოთ ეს და­ვა­ლე­ბა და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ისე, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არც ყო­ფი­ლიყ­ვნენ საქ­მის კურ­სში. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ არა მარ­ტო სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით და მკაც­რი ტო­ნით გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი, არა­მედ საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნონ", - აღ­ნიშ­ნა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ალასანია: არ მინდა კონკრეტულად ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა

ალასანია: არ მინდა კონკრეტულად ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა

არ მინდა მხოლოდ ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა და ამხელა ამბის ატეხა , - ამის შესახებ "კურიერთან" საუბარში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.

ირაკლი ალასანიას განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით მთავარი შეკითხვაა, ვის შეეძლო ასეთი მასალების მოპოვება და საერთოდ ვის ხელშია ის, რაზეც ერთადერთი პასუხია, რომ "ის არის ხელისუფლების ხელში".

"ჟურნალისტების ერთსულოვნება ძალიან მკაფიო და ცხადი იყო. ვნახეთ გადაცდომებიც, თუმცა მიუხედავად ამისა, არ მინდა კონკრეტულად ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა და ამხელა ამბის ატეხა, ისინი იყვნენ გამავრცელებლები, შეცდომა დაუშვეს და მე მესმის, რა მოხდა და როგორ მოხდა. მთავარია, ვის შეეძლო ასეთი მასალები მოეპოვებინა და ვის ხელშია საერთოდ ასეთი მასალები. ამაზე ერთადერთი პასუხია, რომ ეს არის ხელისუფლების ხელში. წინა ხელისულების დროს მოხდა ამ მასალების დაგროვება, ეს იყო უმსგავსობა, რომელსაც ვებრძოდით და ამიტომ შევცვალეთ ის ხელისუფლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩანაწერები, რომლებიც გვეგონა, რომ შს მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა, განადგურებული არ არის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მომხდარი არის ორმაგი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრისთვის.

"მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ შეიძლებოდა სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ არაფორმალური დავალება, მათ მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი არც ყოფილიყვნენ საქმის კურსში. ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელის მოვალეობაა, რომ არა მარტო სერიოზული სახით და მკაცრი ტონით გააკეთონ განცხადებები, არამედ საქმე ბოლომდე მიიყვანონ", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."