მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუქ­ში" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მე­ამ­ბო­ხე სტუ­დენ­ტებს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ და მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ.

რო­მან გო­ცი­რი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი:

სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, ქვე­ყა­ნა­ში საბ­ჭო­თა პო­ლი­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის სის­ტე­მის გად­მო­ნაშ­თე­ბის დე­მონ­ტა­ჟი­სათ­ვის ბრძო­ლის საქ­მე­ში.

არ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ერთი ე. წ. ოდე­ე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლე­ბი­დან მოკ­ვე­თა. ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან უნდა ამო­ი­ძირ­კვოს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ჯა­შუ­შუ­რი სამ­სა­ხუ­რი.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი:

ახლა ამ მა­ძი­ე­ბელ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სტუ­დენ­ტებს რომ ვუ­ყუ­რებ, გული სი­ხა­რუ­ლით მევ­სე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ბნე­ლეთს, კონ­ფორ­მიზმს, დოგ­მა­ტიზმს და სხვა მენ­ტა­ლურ-ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს ჩვენ­ში დიდი ას­პა­რე­ზი აღარ დარ­ჩე­ნი­ათ წინკ ემო­ტი­ცონ ეს ნიშ­ნავს, რომ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე, გამჭვირ­ვა­ლო­ბა, პლუ­რა­ლიზ­მი და თა­ნას­წო­რო­ბა უფრო ღი­რე­ბუ­ლია ვიდ­რე ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და სტა­ტუ­სის­კენ სწრაფ­ვა.

უცებ კამ­სა­მო­ლა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი გა­მახ­სენ­და, 21 წლის ასაკ­ში რომ კომ­პარ­ტი­ა­ში შე­ცუნ­ცულ­და 1989 წელს :))))

ნიკა გვა­რა­მია, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვის ირ­ჩე­ვენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რად, რა პრობ­ლე­მე­ბი თუ პო­ზი­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა მის პერ­სო­ნას.

სა­მა­გი­ე­როდ, ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს იმა­ზე, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტე­ბი­საა, მათ ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა თა­ვი­სი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სტა­ფი­ა­ნად.

როცა ასე­თი ხმა­მა­ღა­ლი და მკა­ფიო მი­უ­ღებ­ლო­ბა აქვთ სტუ­დენ­ტებს, სულ რომ უმო­ტი­ვა­ციო იყოს, მა­ინც არ შე­იძ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი მარ­თავ­დეს და წყვეტ­დეს მათ ბედს.

ინგა გრი­გო­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ტეს­ტი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებს სცდე­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი მსვლე­ლო­ბა მალე ილი­ა­უნ­შიც და­ი­წყე­ბა ...პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრე­ბი­დან ........ხუთ წუთ­ში -"დღის ამ­ბებ­ში"- სტუ­დენ­ტე­ბი ოდე­ე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ......

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას სულ ვოც­ნე­ბობ­დი სტუ­დენ­ტურ ამ­ბო­ხე­ბა­ზე და შე­უ­რი­გებ­ლო­ბა­ზე უსა­მარ­თლო­ბის, კა­რი­ე­რიზ­მის, კონ­ფორ­მიზ­მის, საბ­ჭო­თა ინერ­ცი­ის თუ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მი­მართ. გვი­ან­დე­ლი 1960-იანი წლე­ბის და­სავ­ლე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის მა­გა­ლი­თით ვი­ყა­ვი შთა­გო­ნე­ბუ­ლი და ასე­თი, ზო­გის აზ­რით ალ­ბათ "ინ­ფან­ტი­ლუ­რი" ოც­ნე­ბე­ბი მქონ­და. თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით მე კი­დევ გა­მი­მარ­თლა - სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი და ჩვე­ნი პა­ტა­რა დე­კა­დენ­ტუ­რი კუნ­ძუ­ლი გვქონ­და მო­წყო­ბი­ლი, ტო­ტა­ლურ უშუ­ქო­ბა­ში, უი­მე­დო­ბა­ში და სი­ცი­ვე­ში ერთ დიდ აუ­დი­ტო­რი­ა­ში ვა­თე­ნებ­დით და ვა­ღა­მებ­დით და სახ­ლი­დან წა­ღე­ბულ პლე­დებ­ში გახ­ვე­უ­ლე­ბი, "დვი­ჟო­კით" გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ენერ­გი­ა­ზე ვუ­ყუ­რებ­დით ფილ­მებს. (ხან­და­ხან დღე­ში სამ-ოთხს, მათ შო­რის, მა­გა­ლი­თად, ბერ­გმა­ნი­სას - ღრმა დეპ­რე­სი­ას რო­გორ გა­და­ვურ­ჩით ახ­ლაც მიკ­ვირს) ლექ­ტო­რე­ბად კი გოგი, დათო ბუხ­რი­კი­ძე და სხვა კარ­გი ხალ­ხი გვყავ­და. მაგ­რამ ეს კუნ­ძუ­ლი, ცხა­დია, რე­ა­ლუ­რად არა­ფერს ცვლი­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ისე­თი­ვე სიბ­ნე­ლე­ში იყო გახ­ვე­უ­ლი, რო­გორ­შიც მთე­ლი გა­რე­მო და ქვე­ყა­ნა. მას შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა მგო­ნი კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, კა­რი­ე­რის­ტულ-ნე­ო­კომ­კავ­ში­რუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბაც გაძ­ლი­ერ­და და არც თა­ვი­სუ­ფა­ლი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ეშ­ვე­ლა. პი­რი­ქით - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ობსკუ­რან­ტიზ­მის ზო­გა­დი მომძლავ­რე­ბა, ცხა­დია, აკა­დე­მი­ის სივ­რცე­ზეც პირ­და­პირ აი­სა­ხა. დღეს კი მი­ვე­დით იმ წერ­ტი­ლამ­დე, როცა რექ­ტო­რი ღიად გვე­უბ­ნე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის აგენ­ტე­ბი, "ოდე­ე­რე­ბი" არი­ა­ნო.

ახლა ვუ­ყუ­რებ რაც ხდე­ბა და ძა­ლი­ან მინ­და ეს პრო­ცე­სე­ბი ნამ­დვი­ლად იყოს სტუ­დენ­ტე­ბის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი და­სა­წყი­სი. დიდი შან­სია ისევ ვოც­ნე­ბობ­დე, და თან ისევ ინ­ფან­ტი­ლუ­რად. მაგ­რამ იქ­ნებ მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და ამ ჯერ­ზე მა­ინც გაგ­ვი­მარ­თლოს. ვნა­ხოთ

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი:

ყო­ჩაღ, ჩემი მშობ­ლი­უ­რი და უსაყ­ვარ­ლე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ამ­ბო­ხე სტუ­დენ­ტებს ! ქვე­ყა­ნას შეც­ვლი­ან არა კონ­ფორ­მისტ-ვა­ზე­ლი­ნი ტი­პე­ბი, არა­მედ მე­ამ­ბო­ხე-შე­უ­პოვ­რე­ბი ! მხარს გი­ჭერთ ახ­ლო­მახ­ლო­დან. სუს-ით და ოდე­ე­რე­ბით შე­ა­ში­ნონ სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ე­ბი. აი ასე

ნინო და­ნე­ლია, ლექ­ტო­რი: უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი აკა­დე­მი­უ­რი სივ­რცეა და იქ არაა ცენ­ზუ­რის და ოდე­ე­რე­ბის ად­გი­ლი. ილი­ა­უ­ნის ეს გან­ცხა­დე­ბა ექ­სტრე­მის­ტი ჰო­მო­ფო­ბე­ბის მიერ ჩვენს და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბებს ეხე­ბა. მალე ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სა­მოქ­მე­დო წე­სებ­საც გა­გაც­ნობთ, ვის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში" ეხმაურებიან. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მეამბოხე სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და მათ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:

სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ქვეყანაში საბჭოთა პოლიციური კონტროლის სისტემის გადმონაშთების დემონტაჟისათვის ბრძოლის საქმეში.

არ იქნება წარმატება მხოლოდ ერთი ე. წ. ოდეერის უნივერსიტეტის კედლებიდან მოკვეთა. ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან უნდა ამოიძირკვოს პოლიტიკური დევნის ჯაშუშური სამსახური.

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

ახლა ამ მაძიებელ, დამოუკიდებელ სტუდენტებს რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ეს ნიშნავს, რომ ბნელეთს, კონფორმიზმს, დოგმატიზმს და სხვა მენტალურ-ვენერიულ დაავადებებს ჩვენში დიდი ასპარეზი აღარ დარჩენიათ წინკ ემოტიცონ ეს ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცე, გამჭვირვალობა, პლურალიზმი და თანასწორობა უფრო ღირებულია ვიდრე ძალაუფლებისა და სტატუსისკენ სწრაფვა.

უცებ კამსამოლა დავით უსუფაშვილი გამახსენდა, 21 წლის ასაკში რომ კომპარტიაში შეცუნცულდა 1989 წელს :))))

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

წარმოდგენა არ მაქვს, ვის ირჩევენ უნივერსიტეტის კანცლერად, რა პრობლემები თუ პოზიტიური თვისებები უკავშირდება მის პერსონას.

სამაგიეროდ, ზუსტი წარმოდგენა მაქვს იმაზე, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებისაა, მათ ემსახურება ყველა თავისი პროფესორ-მასწავლებლიან ადმინისტრაციული სტაფიანად.

როცა ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მიუღებლობა აქვთ სტუდენტებს, სულ რომ უმოტივაციო იყოს, მაინც არ შეიძლება მიუღებელი მართავდეს და წყვეტდეს მათ ბედს.

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

სტუდენტების პროტესტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებს სცდება, სტუდენტური მსვლელობა მალე ილიაუნშიც დაიწყება ...პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრებიდან ........ხუთ წუთში -,,დღის ამბებში,,- სტუდენტები ოდეერების წინააღმდეგ......

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

უნივერსიტეტში სწავლისას სულ ვოცნებობდი სტუდენტურ ამბოხებაზე და შეურიგებლობაზე უსამართლობის, კარიერიზმის, კონფორმიზმის, საბჭოთა ინერციის თუ ავტორიტარიზმის მიმართ. გვიანდელი 1960-იანი წლების დასავლელი ახალგაზრდობის მაგალითით ვიყავი შთაგონებული და ასეთი, ზოგის აზრით ალბათ "ინფანტილური" ოცნებები მქონდა. თანატოლებთან შედარებით მე კიდევ გამიმართლა - სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩვენი პატარა დეკადენტური კუნძული გვქონდა მოწყობილი, ტოტალურ უშუქობაში, უიმედობაში და სიცივეში ერთ დიდ აუდიტორიაში ვათენებდით და ვაღამებდით და სახლიდან წაღებულ პლედებში გახვეულები, "დვიჟოკით" გამომუშავებულ ენერგიაზე ვუყურებდით ფილმებს. (ხანდახან დღეში სამ-ოთხს, მათ შორის, მაგალითად, ბერგმანისას - ღრმა დეპრესიას როგორ გადავურჩით ახლაც მიკვირს) ლექტორებად კი გოგი, დათო ბუხრიკიძე და სხვა კარგი ხალხი გვყავდა. მაგრამ ეს კუნძული, ცხადია, რეალურად არაფერს ცვლიდა. უნივერსიტეტი ისეთივე სიბნელეში იყო გახვეული, როგორშიც მთელი გარემო და ქვეყანა. მას შემდეგ ვითარება მგონი კიდევ უფრო დამძიმდა, კარიერისტულ-ნეოკომკავშირული სულისკვეთებაც გაძლიერდა და არც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ეშველა. პირიქით - საზოგადოებაში ობსკურანტიზმის ზოგადი მომძლავრება, ცხადია, აკადემიის სივრცეზეც პირდაპირ აისახა. დღეს კი მივედით იმ წერტილამდე, როცა რექტორი ღიად გვეუბნება, რასაკვირველია უნივერსიტეტში უსაფრთხოების აგენტები, "ოდეერები" არიანო.

ახლა ვუყურებ რაც ხდება და ძალიან მინდა ეს პროცესები ნამდვილად იყოს სტუდენტების და უნივერსიტეტის გათავისუფლების რეალური დასაწყისი. დიდი შანსია ისევ ვოცნებობდე, და თან ისევ ინფანტილურად. მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული და ამ ჯერზე მაინც გაგვიმართლოს. ვნახოთ

ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:

ყოჩაღ, ჩემი მშობლიური და უსაყვარლესი უნივერსიტეტის მეამბოხე სტუდენტებს ! ქვეყანას შეცვლიან არა კონფორმისტ-ვაზელინი ტიპები, არამედ მეამბოხე-შეუპოვრები ! მხარს გიჭერთ ახლომახლოდან. სუს-ით და ოდეერებით შეაშინონ საკუთარი ბებიები. აი ასე

ნინო დანელია, ლექტორი: უნივერსიტეტი თავისუფალი აკადემიური სივრცეა და იქ არაა ცენზურის და ოდეერების ადგილი. ილიაუნის ეს განცხადება ექსტრემისტი ჰომოფობების მიერ ჩვენს და სხვა უნივერსიტეტებში ცენზურის მცდელობებს ეხება. მალე ასეთ შემთხვევებში სამოქმედო წესებსაც გაგაცნობთ, ვისთვისაც საინტერესო იქნება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს