საავიაციო ძრავის მწარმოებლიდან ავტომშენებლობის მსოფლიო ლიდერამდე: როგორ მიაღწია წარმატებას ცნობილმა გერმანულმა ავტოკონცერნმა BMW-მ.
1. BMW-ს დაარსების ოფიციალური თარიღი - 1916 წლის 7 მარტია. ამ დღეს გერმანელმა გუსტავ ოტომ საავიაციო ქარხანა "Bayerische Flugzeugwerke" დაარეგისტრირა, რომელსაც მოგვიანებით "ბავარიის მოტოსაშმენებლო ქარხანა" (Bayerische Motorenwerke) ან შემოკლებით BMW დაარქვა. ქარხნის ემბლემისთვის შეარჩიეს თეთრი და ცისფერი - ბავარიული დროშის ფერები.
2. ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა საავიაციო ძრავები - BMW-ს პროდუქციის ერთადერთი სახეობა. ფირმის გადარჩენა მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა შეძლო - ხუთ კვირაში მან შექმნა პირველი მოტოციკლი ძრავის ახალი კონცეფციით - ლეგენდარული R32, რომელიც 1923 წლიდან სერიულ წარმოებაში გაუშვეს.
3. 1928 წელს BMW-მ გერმანიის თიურინგიის მხარეში საავტომობილო ქარხანა შეიძინა და მოიპოვა DIXI-ს სახელით ცნობილი ავტომობილის წარმოების ლიცენზია, ხოლო პირველი ავტომობილი 1932 წელს გამუშვა, რომელსაც BMW-ს ყველა მოდელისთვის დამახასიათებელი რადიატორის ბადე ჰქონდა. იგი ორი მომრგვალო სიმეტრიული ნაწილისგან შედგებოდა. იხილეთ გაგრძელება