სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი - ეპიდემიოლოგთა შეფასებები
რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი - ეპიდემიოლოგთა შეფასებები

აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ევ­რო­პი­დან და აშშ-დან შე­მო­ტა­ნილ მე­ო­რად ტან­საც­მელს ყი­დუ­ლობს. თუმ­ცა, აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი მსგავ­სი ტან­საც­მლის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვას გეგ­მა­ვენ. კერ­ძოდ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­რუნ­დი, კე­ნია, რუ­ან­და, ტან­ზა­ნია და უგან­და აპი­რებს. ისი­ნი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში შე­დი­ან. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვაა მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვა. ამის შე­სა­ხებ "ბი-ბი-სი" იტყო­ბი­ნე­ბა.

ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბის ცნო­ბით, სწო­რედ მე­ო­რა­დი ტან­საც­მლით გა­და­დის.

გა­ე­რო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რი აშშ-ია, იგი წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 687 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტან­საც­მელს გზავ­ნის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. მე­ო­რე ად­გილს ამ მხრივ დიდი ბრი­ტა­ნე­თი იკა­ვებს, რო­მელ­საც წლი­უ­რად და­ხა­ლო­ე­ბით 602 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი გა­აქვს ექ­სპორტზე. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებს, ხუ­თე­ულ­ში შე­დი­ან გერ­მა­ნია, სამ­ხრეთ კო­რეა და ნი­დერ­ლან­დე­ბი. ათე­ულ­ში კი ბელ­გია, კა­ნა­და, პო­ლო­ნე­თი, იტა­ლია და ია­პო­ნია.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად და­ცუ­ლია მე­ო­რა­დი სა­მო­სის შე­მო­ტა­ნის მხრივ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, არ აქვთ. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ ფაქ­ტო­რად უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მე­ო­რა­დი სა­მო­სის მკაცრ შე­მოწ­მე­ბას თვლი­ან.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი რუ­სუ­დან ხა­ჭა­პუ­რი­ძე "მთელ კვი­რას­თან" სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რა­დი სა­მო­სის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი შე­მო­ვი­და, მა­შინ ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა თა­ვად ჩა­ა­ტა­რეს სა­მოს­ზე არ­სე­ბულ ბაქ­ტე­რი­ებ­ზე კონ­ტრო­ლი. ხა­ჭა­პუ­რი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ დღეს არ არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მე­ო­რა­დი სა­მო­სის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად სა­ში­შია უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი სა­მო­სი ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

"თა­ვი­დან, რო­დე­საც ხდე­ბო­და მე­ო­რა­დი სა­მო­სის შე­მო­ტა­ნა, ვგუ­ლის­ხმობ პირ­ველ ნა­კადს და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ, მას მოჰ­ყვე­ბო­და ლი­ცენ­ზა, რომ ეს სა­მო­სი მიკ­რო­ბულ-ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და. ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა და­ვა­ყე­ნეთ სა­კი­თხი, რომ მომ­ხდა­რი­ყო მე­ო­რა­დი სა­მო­სის სა­ნი­ტა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა. ბო­ლოს კი ასე­თი რამ გა­ვა­კე­თეთ - მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის იმ პარ­ტი­ებს, რო­მე­ლიც ჩა­მო­დი­ო­და უცხო­ე­თი­დან, მას­ზე არ­სე­ბულ მიკ­რო­ბებს ჩვენ თვი­თონ ვა­მოწ­მებ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 სინ­ჯი ავი­ღეთ.

"მა­შინ სა­გან­გა­შო ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რად­გან მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი რაც გა­მო­იკ­ვე­თა, ეს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო, რა­საც და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა იწ­ვევს.

"დღეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კონ­ტო­ლი ხდე­ბა თუ არა, ეს არა­ვინ იცის. არ ის ვი­ცით, რამ­დე­ნად სა­ში­შია

დღეს მე­ო­რა­დი სა­მო­სის მოხ­მა­რე­ბა. არ არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც შე­მო­ტა­ნილ მე­ო­რად სა­მოს­ზე შე­სა­ბა­მი­სო­ბის სერ­თი­ფი­კატს მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­კე­თებს და კონ­ტროლს და­ა­წე­სებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი - ეპიდემიოლოგთა შეფასებები

რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი - ეპიდემიოლოგთა შეფასებები

აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან შემოტანილ მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავსი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბურუნდი, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა აპირებს. ისინი აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში შედიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივაა მეორადი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.

ამის ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა დაავადებებია, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ცნობით, სწორედ მეორადი ტანსაცმლით გადადის.

გაერო-ს მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ია, იგი წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ადგილს ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად დახალოებით 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.

ეპიდემიოლოგები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულია მეორადი სამოსის შემოტანის მხრივ ჩვენი ქვეყანა, არ აქვთ. ეპიდემიოლოგები საჭირო და აუცილებელ ფაქტორად უცხოეთიდან შემოტანილი მეორადი სამოსის მკაცრ შემოწმებას თვლიან.

ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე "მთელ კვირასთან" საუბარში განმარტავს, რომ როდესაც საქართველოში მეორადი სამოსის პირველი ნაკადი შემოვიდა, მაშინ ეპიდემიოლოგებმა თავად ჩაატარეს სამოსზე არსებულ ბაქტერიებზე კონტროლი. ხაჭაპურიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მეორადი სამოსის უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად საშიშია უცხოეთიდან შემოტანილი სამოსი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

"თავიდან, როდესაც ხდებოდა მეორადი სამოსის შემოტანა, ვგულისხმობ პირველ ნაკადს დაახლოებით 10 წლის წინ, მას მოჰყვებოდა ლიცენზა, რომ ეს სამოსი მიკრობულ-ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენდა. ეპიდემიოლოგებმა დავაყენეთ საკითხი, რომ მომხდარიყო მეორადი სამოსის სანიტარული შემოწმება. ბოლოს კი ასეთი რამ გავაკეთეთ - მეორადი ტანსაცმლის იმ პარტიებს, რომელიც ჩამოდიოდა უცხოეთიდან, მასზე არსებულ მიკრობებს ჩვენ თვითონ ვამოწმებდით. დაახლოებით 10-12 სინჯი ავიღეთ.

"მაშინ საგანგაშო ვერაფერი აღმოვაჩინეთ, რადგან მეორადი ტანსაცმელი ქიმიური საშუალებებით იყო დამუშავებული. ერთადერთი რაც გამოიკვეთა, ეს ალერგიული რეაქციები იყო, რასაც დასამუშავებელი ქიმიური ნივთიერება იწვევს.

"დღეს ამ ყველაფერზე კონტოლი ხდება თუ არა, ეს არავინ იცის. არ ის ვიცით, რამდენად საშიშია

დღეს მეორადი სამოსის მოხმარება. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც შემოტანილ მეორად სამოსზე შესაბამისობის სერთიფიკატს მონიტორინგს გაუკეთებს და კონტროლს დააწესებს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია