კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მიქაუტაძე – მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილებაა
გიორგი მიქაუტაძე – მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილებაა

მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის გა­და­ყე­ნე­ბა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და მე ვფიქ­რობ, რომ ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მოხ­დეს გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი.

"სა­სა­მარ­თლო­ში პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს და ვი­მუ­შა­ვებთ მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე. გა­და­სა­ხე­დია, რო­გორც საქ­მე­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა, ასე­ვე აპა­რა­ტის ფუნ­ქცი­ე­ბი და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი იყოს გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ამას­თან, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ახალ­მა თავ­მჯდო­მა­რემ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებ­საც უპა­სუ­ხა.

"სა­კი­თხე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლი­ლია უკვე. სა­ჩივ­რე­ბი იყო გან­ხი­ლუ­ლი შე­სა­ბა­მის ინ­სტან­ცი­ებ­ში. სხვა კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ", - აღ­ნიშ­ნა მი­ქა­უ­ტა­ძემ.

კი­თხვა­ზე, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ჰყავს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ არ ახ­სოვს.

"შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ", - მი­მარ­თა მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

გარ­და ამი­სა, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ ისა­უბ­რა იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მისი თქმით, პოს­ტის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ეს­კი­რა.

"სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა ჩემ­თვის პრი­ვი­ლე­გია არ არის. ეს პირ­ველ რიგ­ში არის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არის ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ ამ საქ­მის კე­თე­ბას გა­ვარ­თვა თავი", - აღ­ნიშ­ნა მი­ქა­უ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი მიქაუტაძე – მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილებაა

გიორგი მიქაუტაძე – მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილებაა

მამუკა ახვლედიანის გადაყენება საბჭოს გადაწყვეტილებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ამასთან, გიორგი მიქაუტაძემ საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული მოხდეს გადაადგილებები.

"სასამართლოში პრობლემები არსებობს და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. გადასახედია, როგორც საქმეთა გადანაწილება, ასევე აპარატის ფუნქციები და არ არის გამორიცხული იყოს გადაადგილებები", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა.

"საკითხები, ყველაფერი გავლილია უკვე. საჩივრები იყო განხილული შესაბამის ინსტანციებში. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

კითხვაზე, დაჯარიმებული ჰყავს თუ არა "ქართული ოცნება", მიქაუტაძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს.

"შესაბამისი გადაწყვეტილება "შეგიძლიათ ნახოთ", - მიმართა მან ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მისი თქმით, პოსტის დაკავების შემდეგ დაესკირა.

"საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის. ეს პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა, არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ ამ საქმის კეთებას გავართვა თავი", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ