მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობამ უკან დაიხია, გლეხი მიწას მარტივად გაიფორმებს
მთავრობამ უკან დაიხია, გლეხი მიწას მარტივად გაიფორმებს

მთავ­რო­ბამ უკან და­ი­ხია, გლე­ხე­ბის­თვის მი­წე­ბის რე­გის­ტრა­ცია გა­მარ­ტივ­დე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ცვლი­ლე­ბე­ბი შევა მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში, შე­მუ­შავ­დე­ბა მი­წე­ბის აზომ­ვის ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი.

მი­წე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მთავ­რო­ბი­სე­ულ­მა ვერ­სი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­დე­ნად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ლა­მის მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა გახ­და. სხვა­დას­ხვა პარ­ტია ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ერთ-ერთ ძი­რი­თად სა­კი­თხად სწო­რედ მი­წე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავ­და, ვი­ნა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო. ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიხ­ვდა, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მა უფრო მარ­ტი­ვი, მოქ­ნი­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გზით უნდა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა.

ყვა­რელ­ში მცხოვ­რე­ბი მა­რი­ამ ქო­ქი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ ორი წლის წინ და­ი­წყო, 50 ლარი მი­წის ამ­ზომ­ველს გა­და­უ­ხა­და, შემ­დეგ სა­ჯა­რო რე­ესტრში სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­კე­თე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა გახ­და სა­ჭი­რო, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ჰქონ­და და ეს პრო­ცე­სი შე­წყვი­ტა.

"ალ­ბათ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას აქვს. ყვე­ლა სა­თი­თა­ოდ უნდა გა­ა­ფორ­მო, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა. ვიცი, რომ მიწა უნდა და­ვი­რე­გის­ტრი­რო, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს სა­ხელ­მწი­ფომ და გო­ნივ­რუ­ლი ფასი გან­მი­სა­ზღვროს", - ამ­ბობს მა­რი­ამ ქო­ქი­აშ­ვი­ლი.

ის, რომ მი­წის რე­გის­ტრა­ცია საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა, იუს­ტი­ცი­ის სა­მინ­სტრო­შიც ადას­ტუ­რე­ბენ. მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ხაზი გა­უს­ვა იმ ფაქტსაც, რომ აზომ­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ქვეშ უნდა მო­ექ­ცეს.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სრულ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მარ­ტი­ვად და­ი­რე­გის­ტრი­როს მიწა, რო­მელ­საც აქამ­დე, სა­ბუ­თე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის, ხარ­ვე­ზე­ბის, სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბის ან თუნ­დაც სა­ფა­სუ­რის გამო ვერ ახერ­ხებ­დნენ.

"ეს იქ­ნე­ბა კომ­პლექ­სუ­რი პრო­ექ­ტი, რომ კერ­ძო პი­რე­ბის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში მი­წე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა წა­ხა­ლის­დეს და გა­მარ­ტივ­დეს. ამის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი არის სწო­რი აზო­მი­ვით ნა­ხა­ზი", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

გაგ­რძე­ლე­ბა

მთავრობამ უკან დაიხია, გლეხი მიწას მარტივად გაიფორმებს

მთავრობამ უკან დაიხია, გლეხი მიწას მარტივად გაიფორმებს

მთავრობამ უკან დაიხია, გლეხებისთვის მიწების რეგისტრაცია გამარტივდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ცვლილებები შევა მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, შემუშავდება მიწების აზომვის ერთიანი სტანდარტი.

მიწების რეგისტრაციის მთავრობისეულმა ვერსიამ მოსახლეობა იმდენად გააღიზიანა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის ამ პრობლემის მოგვარება ლამის მთავარი საარჩევნო დაპირება გახდა. სხვადასხვა პარტია ამომრჩევლებთან შეხვედრისას ერთ-ერთ ძირითად საკითხად სწორედ მიწების რეგისტრაციას განიხილავდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ საგონებელში ჩააგდო. ამიტომაც ხელისუფლება მიხვდა, რომ რეგისტრაციის პრობლემა უფრო მარტივი, მოქნილი და მოსახლეობისთვის ხელსაყრელი გზით უნდა მოეგვარებინა.

ყვარელში მცხოვრები მარიამ ქოქიაშვილი ამბობს, რომ მიწის რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, 50 ლარი მიწის ამზომველს გადაუხადა, შემდეგ საჯარო რეესტრში სხვადასხვა დოკუმენტაციის გაკეთებისთვის დამატებითი თანხა გახდა საჭირო, რისი საშუალებაც არ ჰქონდა და ეს პროცესი შეწყვიტა.

"ალბათ მთელ საქართველოში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ადგილას აქვს. ყველა სათითაოდ უნდა გააფორმო, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ვიცი, რომ მიწა უნდა დავირეგისტრირო, მაგრამ ამის საშუალება მომცეს სახელმწიფომ და გონივრული ფასი განმისაზღვროს", - ამბობს მარიამ ქოქიაშვილი.

ის, რომ მიწის რეგისტრაცია საკმაოდ ძვირი ჯდება, იუსტიციის სამინსტროშიც ადასტურებენ. მინისტრმა თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აზომვითი საქმიანობა გარკვეული რეგულაციების ქვეშ უნდა მოექცეს.

წულუკიანის განცხადებით, სრულდება საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე, საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან თუნდაც საფასურის გამო ვერ ახერხებდნენ.

"ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორი აზომივით ნახაზი", - განაცხადა წულუკიანმა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია