კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ დაქორწინებულნი
ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ დაქორწინებულნი

ქორ­წი­ნე­ბა ზოგ­ჯერ არ ამარ­თლებს და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო ოჯა­ხი ინ­გრე­ვა, შემ­დეგ კი სხვა სიყ­ვა­რუ­ლი მო­დის. AMBEBI.GE იმ ცნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რომ­ლებ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე იქორ­წი­ნეს.

მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი

მსა­ხი­ობს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 25 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტუ­კა ჰყავს, რო­მელ­საც მა­მის ცო­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. წლე­ბის მან­ძილ­ზე მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი, ამ­ბობ­და, რო­დე­საც სხვა ქალ­თან წას­ვლის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, ჯერ ცოლს ვეყ­რე­ბიო. სწო­რედ ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი ცოლი ჰყავს. თუმ­ცა, ერთხელ გო­მი­აშ­ვილ­მაც უღა­ლა­ტა სა­კუ­თარ მე­უღ­ლეს, ჟურ­ნა­ლისტ მაკა თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს და გას­ტრო­ლებ­ზე ქეთი კა­ლან­და­ძეს­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. კა­ლან­და­ძემ და გო­მი­აშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს და რო­გორც მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­უყ­ვარ­და. მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლუ­რი სწო­რედ მას შემ­დეგ გახ­და. "გა­უ­თა­ვებ­ლად ურე­კავ­და. უნდა გა­მერ­კვია ყვე­ლა­ფე­რი, მშვი­დად მინ­დო­და დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი იმ ქალს. სამ­სა­ხურ­ში მი­ვა­კი­თხე. გა­რეთ იდგა, სი­გა­რეტს ეწე­ო­და. რომ და­მი­ნა­ხა, შიგ­ნით შეს­ვლა გა­და­წყვი­ტა, ერთი წუ­თით, ვერ მი­ცა­ნით, მი­შას ცოლი ვარ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. ამის თქმა იყო და და­ი­წყო ყვი­რი­ლი, მე რა შუ­ა­ში ვარ, შენს ქმარს მოჰ­კი­თხეო. ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და უხე­შად ვუყ­ვი­რე, ცო­ლი­ან კაცს რა­ჭა­ში რომ წაჰ­ყე­ვი გას­ტრო­ლებ­ზე, ეგ ნორ­მა­ლუ­რია-მეთ­ქი?.. რა­ჭა­ში იყ­ვნენ გას­ტრო­ლებ­ზე, ზურა ყიფ­ში­ძეს ცოლი ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­საც და ჩემს ქმარს საყ­ვა­რე­ლი ახ­ლდა. ალე­კოს რომ და­ვუ­რე­კე, მიშა ხომ არ სვამს-მეთ­ქი, და­იბ­ნა კაცი, ენა ჩა­უ­ვარ­და. მე სუ­ლე­ლი ისევ მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი", - წერს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გო­მი­აშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი მაკა თვა­ლჭ­რე­ლი­ძე. მათ­მა თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ ხუთ წელს გას­ტა­ნა. რო­გორც მაკა ამ­ბობს, ეს რე­კორ­დი იყო მი­შას­თვის.

გი­ორ­გი გურ­გუ­ლია

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გურ­გუ­ლია ორი წლის წინ მე­ო­თხედ და­ქორ­წინ­და. "სხვა ქალი მიყ­ვარ­დეს და ყო­ველ სა­ღა­მოს ცოლ­თან ვბრუნ­დე­ბო­დე, ამას ქალს, რო­მელ­თა­ნაც ვცხოვ­რობ არას­დროს ვა­კად­რებ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მსა­ხი­ო­ბი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ნინო ფე­რა­ძე­ზე, თა­მარ ფო­ცხიშ­ვილ­ზე და ხა­თუ­ნა სა­ლუქ­ვა­ძე­ზე. ნი­ნოს­თან და თამ­რი­კოს­თან 10-წლი­ა­ნი, ხოლო ხა­თუ­ნას­თან 7-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა აკავ­ში­რებს. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი რჩე­უ­ლი ლა­რი­სა გი­გა­უ­რია. მსა­ხი­ობ­მა მე­უღ­ლე კლუბ­ში გა­იც­ნო. წყვილს შო­რის 27-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა - ლა­რი­სა მსა­ხი­ო­ბის ვაჟ­ზე 6 თვით უმ­ცრო­სია.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე

გია ჯა­ჯა­ნი­ძე სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ტე­ლე­წამ­ყვან­მა პირ­ვე­ლად 17 წლის ასაკ­ში იქორ­წი­ნა და ოჯა­ხი ორ წე­ლი­წად­ში და­ენგრა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­მაც ორ წელს გას­ტა­ნა, მე­სა­მე ცოლ­თან კი მთე­ლი ათი წელი იცხოვ­რა. პირ­ვე­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს. გა­სულ წელს, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შო­უ­ში მან მე­ო­თხედ და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, თქვა, რომ მისი რჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნაა, თუმ­ცა ასა­კი და გვარ-სა­ხე­ლი არ და­ა­კონ­კრე­ტა. რაც იმით ახ­სნა, რომ ხალ­ხი გარ­ყვნილს უწო­დებ­და. რა­ტომ გა­და­ი­დო ჯა­ჯა­ნი­ძის მე­ო­თხედ და­ქორ­წი­ნე­ბა, უც­ნო­ბია.

და­ვით დეფი გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლი

მე­ო­თხედ და­ქორ­წინ­და და­ვით გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლიც. მისი რჩე­უ­ლი და რო­გორც ამ­ბობს, ბოლო სიყ­ვა­რუ­ლი ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი ქეთი ჯა­ნაშ­ვი­ლია. პირ­ველ და მე­ო­რე ცოლ­თან დე­ფის ორი შვი­ლი ჰყავს, ქეთი ჯა­ნაშ­ვილ­თან კი 2014 წელს პა­ტა­რა დე­მეტ­რე შე­ე­ძი­ნა.

ბესო ზან­გუ­რი

მსა­ხი­ობ­მა ბესო ზან­გურ­მა 30 წლის ასაკ­ში ოთხჯერ მო­ას­წრო და­ქორ­წი­ნე­ბა. პირ­ვე­ლად თხუთ­მე­ტი წლი­სამ ანა ყა­ჭე­იშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა და ორ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში და­შორ­და. მე­ო­რე ცოლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც ასე­ვე ორ წე­ლი­წად­ში და­შორ­და. მას­თან გან­შო­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცო­ლად მსა­ხი­ობ გია ბურ­ჯა­ნა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი რუსა ბურ­ჯა­ნა­ძე მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ორ კვი­რა­ში და­შორ­და. მე­ო­თხედ გვან­ცა წუ­ლე­ის­კირ­ზე იქორ­წი­ნა. ბე­სოს პირ­ვე­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს.

დათო ნო­ზა­ძე

"შვიდ­კა­ცას" სო­ლის­ტმა და­ვით ნო­ზა­ძემ გა­სულ წელს მე­სა­მედ იქორ­წი­ნა. მე­სა­მე ცოლ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­კა­ნო­ნე­ბამ­დე და­ვით ნო­ზა­ძე დიდ­ხანს სა­ი­დუმ­ლოდ მა­ლავ­და საყ­ვა­რელ ქალს. იქამ­დე ის მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ბაგ­რა­ტი­ონ­მა დათო ნო­ზა­ძე 25 წლის მუ­სი­კოს­ზე გაც­ვა­ლა. 18 თე­ბერ­ვალს და­თოს მე­სა­მე მე­უღ­ლემ შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მოქალაქე
0

გომიაშვილის და გოგიბედაშვილის გარდა , ყველა ცოტათი დაცენტრილია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ დაქორწინებულნი

ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ დაქორწინებულნი

ქორწინება ზოგჯერ არ ამართლებს და სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახი ინგრევა, შემდეგ კი სხვა სიყვარული მოდის. AMBEBI.GE იმ ცნობილი მამაკაცების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც რამდენჯერმე იქორწინეს.

მიშა გომიაშვილი

მსახიობს პირველი ქორწინებიდან 25 წლის ქალიშვილი ნატუკა ჰყავს, რომელსაც მამის ცოლებთან კარგი ურთიერთობა აქვს. წლების მანძილზე მიშა გომიაშვილი, ამბობდა, როდესაც სხვა ქალთან წასვლის სურვილი მიჩნდება, ჯერ ცოლს ვეყრებიო. სწორედ ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ყოფილი ცოლი ჰყავს. თუმცა, ერთხელ გომიაშვილმაც უღალატა საკუთარ მეუღლეს, ჟურნალისტ მაკა თვალჭრელიძეს და გასტროლებზე ქეთი კალანდაძესთან ერთად გაემგზავრა. კალანდაძემ და გომიაშვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და როგორც მიშა გომიაშვილი ამბობს, მომავალი მეუღლე დანახვისთანავე შეუყვარდა. მსახიობის ცხოვრება სკანდალური სწორედ მას შემდეგ გახდა. "გაუთავებლად ურეკავდა. უნდა გამერკვია ყველაფერი, მშვიდად მინდოდა დავლაპარაკებოდი იმ ქალს. სამსახურში მივაკითხე. გარეთ იდგა, სიგარეტს ეწეოდა. რომ დამინახა, შიგნით შესვლა გადაწყვიტა, ერთი წუთით, ვერ მიცანით, მიშას ცოლი ვარ-მეთქი, ვუთხარი. ამის თქმა იყო და დაიწყო ყვირილი, მე რა შუაში ვარ, შენს ქმარს მოჰკითხეო. ვეღარ მოვითმინე და უხეშად ვუყვირე, ცოლიან კაცს რაჭაში რომ წაჰყევი გასტროლებზე, ეგ ნორმალურია-მეთქი?.. რაჭაში იყვნენ გასტროლებზე, ზურა ყიფშიძეს ცოლი ჰყავდა წაყვანილი, ალეკო მახარობლიშვილსაც და ჩემს ქმარს საყვარელი ახლდა. ალეკოს რომ დავურეკე, მიშა ხომ არ სვამს-მეთქი, დაიბნა კაცი, ენა ჩაუვარდა. მე სულელი ისევ მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი", - წერს ერთ-ერთ ინტერვიუში გომიაშვილის ყოფილი ცოლი მაკა თვალჭრელიძე. მათმა თანაცხოვრებამ ხუთ წელს გასტანა. როგორც მაკა ამბობს, ეს რეკორდი იყო მიშასთვის.

გიორგი გურგულია

მსახიობი გიორგი გურგულია ორი წლის წინ მეოთხედ დაქორწინდა. "სხვა ქალი მიყვარდეს და ყოველ საღამოს ცოლთან ვბრუნდებოდე, ამას ქალს, რომელთანაც ვცხოვრობ არასდროს ვაკადრებ", - განაცხადა გიორგი გურგულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მსახიობი დაქორწინებული იყო ნინო ფერაძეზე, თამარ ფოცხიშვილზე და ხათუნა სალუქვაძეზე. ნინოსთან და თამრიკოსთან 10-წლიანი, ხოლო ხათუნასთან 7-წლიანი ქორწინება აკავშირებს. მისი ამჟამინდელი რჩეული ლარისა გიგაურია. მსახიობმა მეუღლე კლუბში გაიცნო. წყვილს შორის 27-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - ლარისა მსახიობის ვაჟზე 6 თვით უმცროსია.

გია ჯაჯანიძე

გია ჯაჯანიძე სამჯერ იყო დაქორწინებული. ტელეწამყვანმა პირველად 17 წლის ასაკში იქორწინა და ოჯახი ორ წელიწადში დაენგრა. მეორე ქორწინებამაც ორ წელს გასტანა, მესამე ცოლთან კი მთელი ათი წელი იცხოვრა. პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გასულ წელს, შალვა რამიშვილის შოუში მან მეოთხედ დაოჯახებაზე გააკეთა განცხადება, თქვა, რომ მისი რჩეული ახალგაზრდა გოგონაა, თუმცა ასაკი და გვარ-სახელი არ დააკონკრეტა. რაც იმით ახსნა, რომ ხალხი გარყვნილს უწოდებდა. რატომ გადაიდო ჯაჯანიძის მეოთხედ დაქორწინება, უცნობია.

დავით დეფი გოგიბედაშვილი

მეოთხედ დაქორწინდა დავით გოგიბედაშვილიც. მისი რჩეული და როგორც ამბობს, ბოლო სიყვარული ინგლისური ენის სპეციალისტი ქეთი ჯანაშვილია. პირველ და მეორე ცოლთან დეფის ორი შვილი ჰყავს, ქეთი ჯანაშვილთან კი 2014 წელს პატარა დემეტრე შეეძინა.

ბესო ზანგური

მსახიობმა ბესო ზანგურმა 30 წლის ასაკში ოთხჯერ მოასწრო დაქორწინება. პირველად თხუთმეტი წლისამ ანა ყაჭეიშვილზე იქორწინა და ორ წელიწად-ნახევარში დაშორდა. მეორე ცოლი რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გახლდათ, რომელსაც ასევე ორ წელიწადში დაშორდა. მასთან განშორებიდან რამდენიმე დღეში ცოლად მსახიობ გია ბურჯანაძის ქალიშვილი რუსა ბურჯანაძე მოიყვანა, მაგრამ წყვილი ერთმანეთს ორ კვირაში დაშორდა. მეოთხედ გვანცა წულეისკირზე იქორწინა. ბესოს პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

დათო ნოზაძე

"შვიდკაცას" სოლისტმა დავით ნოზაძემ გასულ წელს მესამედ იქორწინა. მესამე ცოლთან ურთიერთობის დაკანონებამდე დავით ნოზაძე დიდხანს საიდუმლოდ მალავდა საყვარელ ქალს. იქამდე ის მომღერალ ლიზა ბაგრატიონზე იყო დაქორწინებული, რომელსაც ღალატის გამო დაშორდა. ამბობენ, რომ ბაგრატიონმა დათო ნოზაძე 25 წლის მუსიკოსზე გაცვალა. 18 თებერვალს დათოს მესამე მეუღლემ შვილი გაუჩინა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE