კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"
"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"

ვე­რის სა­საფ­ლა­ოს­თან ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ, საბ­ჭო­თა დრო­ინ­დელ 9-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ატა­რებს თა­ვის თბი­ლი­სურ დღე­ებს ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი. მის­თვის ეს სახ­ლი მშობ­ლი­უ­რია. აქ მას ყვე­ლა იც­ნობს. აქა­უ­რე­ბის­თვის 20 წლის რომ იყო, ნუცა დღე­საც ისე­თია. ტაქ­სის მძღო­ლი თუ მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი, ყვე­ლა მი­გა­ნიშ­ნებს მის ბი­ნას... ნუცა კარს მი­ღებს. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვსხდე­ბით და ფინ­ჯა­ნი ყა­ვის თან­ხლე­ბით ვი­წყებთ სა­უ­ბარს.

- 6 წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ. მეს­მო­და, ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ხალ­ხს ძა­ლი­ან უჭირ­სო. იმე­დია, გა­მო­კეთ­დე­ბა ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა თბი­ლი­სი ულა­მა­ზე­სია. თით­ქოს ევ­რო­პის რო­მე­ლი­ღა­ცა ქა­ლაქ­ში ვარ. სა­ო­ცა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რაა. ტრანსფორ­მა­ცია, ძვე­ლი­სა და ახ­ლის შერ­წყმა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

20 წე­ლია ნიუ-იორკსა და მოს­კოვ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ. გჯე­რათ, რომ ახლა ნიუ-იორკში, იმ ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არ მინ­და წას­ვლა? თბი­ლის­ში დიდ­ხანს მინ­და დავ­რჩე, აქ არის რა­ღაც ჯა­დოს­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი ჰა­ე­რი, რომ­ლის მსგავ­სი არ­სად არის დე­და­მი­წა­ზე.

ახ­ლა­ხან მოს­კოვ­ში შეხ­ვედ­რა მქონ­და ცნო­ბილ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან, არ­ტემ ვლა­დი­მი­როვ­თან. მის ლექ­სებ­ზე დავ­წე­რე სიმღ­ერე­ბი, რომ­ლე­ბიც დის­კად გა­მო­უშ­ვეს. რომ იცო­დეთ, რა სით­ბო­თი­ წარ­მად­გი­ნა­ მან. სუფ­რას­თან იუ­რის­ტი ქალი, მა­რი­ნა რე­ნა­რი იჯდა. წა­მოდ­გა და მო­მი­ბო­დი­შა, - მა­პა­ტი­ოს ყვე­ლა ქარ­თველ­მა იმ არას­წო­რი რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის, რა­მაც­ ჩვენ ქარ­თვე­ლებ­თან დაგ­ვა­შო­რა, გან­ვიც­დი, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის დღეს მტრო­ბა­აო.­ გავ­გიჟ­დი, რუ­სე­ბი რა სი­ტყვებს ამ­ბობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რამ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­დნენ. მერე ყვე­ლამ ფეხ­ზე წა­მომ­დგარ­მა შეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­დღეგ­რძე­ლო. თუმ­ცა ბო­ლოს ვი­ღაც გამ­წა­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი­ წა­მოდ­გა, - გა­და­ი­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ამ­დე­ნი კარ­გი რომ მო­ის­მი­ნა და რი­ხი­ა­ნად წარ­მოთ­ქვა, - მინ­და ახლა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სა­დღეგ­რძე­ლო შევსვაო. გვერ­დით მჯდომ­მა კი ცი­ნი­კუ­რად გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, - ნუ გე­ში­ნია,­ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წე­რი­ლია, ყვე­ლამ გა­ი­გო შენი სი­ტყვე­ბი, ახლა და­წყნარ­დი და და­ჯე­ქიო...

ჩემი მო­გო­ნი­ლი არ არის, რომ კა­რის მე­ზო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ უნდა გაიფ­უჭო. თუმ­ცა, თუ ის ხან­ჯლით შე­მო­გი­ვარ­და, თავ­დაც­ვის უნა­რი უნდა გქონ­დეს. მე ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ურ კურსს ავირ­ჩევ­დი, მაგ­რამ თუ მა­ინც უნდა დამ­გლი­ჯო, ქვე­ყა­ნა წა­მარ­თვა და და­მი­მო­ნო, რა თქმა უნდა, კა­ტე­გო­რი­უ­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. დღეს სრუ­ლი­ად მსოფ­ლიო ხალ­ხს "აბო­ლებს". ჩვენ რაც გვჭირს, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. იზ­რდე­ბა მეტი ფუ­ლის წა­გ­ლე­ჯის მო­თხოვ­ნა, ომი კი ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ამ გზით ად­ვი­ლია ფუ­ლის კე­თე­ბა...

რა კარ­გია, სა­საფ­ლა­ოს რომ გაჰ­ყუ­რებს ჩემი ფან­ჯრე­ბი. გავ­ხე­დავ და ყვე­ლა პრობ­ლე­მა მა­ვი­წყდე­ბა. ბო­ლოს ხომ ყვე­ლა­ნი იქ მივ­დი­ვართ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ და­უს­ვა­ სა­კუ­თარ თავს კი­თხვა: რა­ტომ გავჩნდი? რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე, რომ წუ­თი­სო­ფე­ლი ბედ­ნი­ე­რად განვვლო? ეს კი­თხვა უნდა და­ის­ვას ყვე­ლას გულ­ში...

- პო­ლი­ტი­კა­ში არა­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი გვი­ხი­ლავს. თქვენ თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­დით ოდეს­მე ამით?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"

"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"

ვერის სასაფლაოსთან ერთ ჩვეულებრივ, საბჭოთა დროინდელ 9-სართულიან კორპუსში ატარებს თავის თბილისურ დღეებს ნუცა შანშიაშვილი. მისთვის ეს სახლი მშობლიურია. აქ მას ყველა იცნობს. აქაურებისთვის 20 წლის რომ იყო, ნუცა დღესაც ისეთია. ტაქსის მძღოლი თუ მაღაზიის გამყიდველი, ყველა მიგანიშნებს მის ბინას... ნუცა კარს მიღებს. სამზარეულოში ვსხდებით და ფინჯანი ყავის თანხლებით ვიწყებთ საუბარს.

- 6 წელია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. მესმოდა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხალხს ძალიან უჭირსო. იმედია, გამოკეთდება ვითარება. თუმცა თბილისი ულამაზესია. თითქოს ევროპის რომელიღაცა ქალაქში ვარ. საოცარი არქიტექტურაა. ტრანსფორმაცია, ძველისა და ახლის შერწყმა, ძალიან საინტერესოა.

20 წელია ნიუ-იორკსა და მოსკოვში ვმოღვაწეობ. გჯერათ, რომ ახლა ნიუ-იორკში, იმ ქალაქში, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, არ მინდა წასვლა? თბილისში დიდხანს მინდა დავრჩე, აქ არის რაღაც ჯადოსნური ურთიერთობები, სიყვარულით გაჟღენთილი ჰაერი, რომლის მსგავსი არსად არის დედამიწაზე.

ახლახან მოსკოვში შეხვედრა მქონდა ცნობილ სასულიერო პირთან, არტემ ვლადიმიროვთან. მის ლექსებზე დავწერე სიმღ­ერები, რომლებიც დისკად გამოუშვეს. რომ იცოდეთ, რა სითბოთი­ წარმადგინა­ მან. სუფრასთან იურისტი ქალი, მარინა რენარი იჯდა. წამოდგა და მომიბოდიშა, - მაპატიოს ყველა ქართველმა იმ არასწორი რუსული პოლიტიკისთვის, რამაც­ ჩვენ ქართველებთან დაგვაშორა, განვიცდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს მტრობააო.­ გავგიჟდი, რუსები რა სიტყვებს ამბობდნენ საქართველოზე, რამხელა სიყვარულს გამოხატავდნენ. მერე ყველამ ფეხზე წამომდგარმა შესვა საქართველოს სადღეგრძელო. თუმცა ბოლოს ვიღაც გამწარებული ჩინოვნიკი­ წამოდგა, - გადაირია, საქართველოზე ამდენი კარგი რომ მოისმინა და რიხიანად წარმოთქვა, - მინდა ახლა ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელო შევსვაო. გვერდით მჯდომმა კი ცინიკურად გადაულაპარაკა, - ნუ გეშინია,­ ყველაფერი ჩაწერილია, ყველამ გაიგო შენი სიტყვები, ახლა დაწყნარდი და დაჯექიო...

ჩემი მოგონილი არ არის, რომ კარის მეზობელთან ურთიერთობა არ უნდა გაიფ­უჭო. თუმცა, თუ ის ხანჯლით შემოგივარდა, თავდაცვის უნარი უნდა გქონდეს. მე ქვეყნებს შორის ურთიერთობის დიპლომატიურ კურსს ავირჩევდი, მაგრამ თუ მაინც უნდა დამგლიჯო, ქვეყანა წამართვა და დამიმონო, რა თქმა უნდა, კატეგორიული და დაუნდობელი ვიქნებოდი. დღეს სრულიად მსოფლიო ხალხს "აბოლებს". ჩვენ რაც გვჭირს, მსოფლიო პოლიტიკის შედეგია. იზრდება მეტი ფულის წაგლეჯის მოთხოვნა, ომი კი ამის საუკეთესო საშუალებაა, ამ გზით ადვილია ფულის კეთება...

რა კარგია, სასაფლაოს რომ გაჰყურებს ჩემი ფანჯრები. გავხედავ და ყველა პრობლემა მავიწყდება. ბოლოს ხომ ყველანი იქ მივდივართ. როგორ შეიძლება, არ დაუსვა­ საკუთარ თავს კითხვა: რატომ გავჩნდი? როგორ უნდა მოვიქცე, რომ წუთისოფელი ბედნიერად განვვლო? ეს კითხვა უნდა დაისვას ყველას გულში...

- პოლიტიკაში არაერთი ხელოვანი გვიხილავს. თქვენ თუ დაინტერესდებოდით ოდესმე ამით?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია