საქართველოში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. 2015 წლის ბოლოს ქვეყანაში სულ 1,1 მლნ მანქანა იყო რეგისტრირებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ლამის ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს მანქანა ჰყავს.
სპეციალისტები ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.
2015 წელს 90 ათასი ავტმობილის იმპორტი განხორციელდა, აქედან 55 ათასი მარჯვენასაჭიანია. ზუსტად ამდენი იყო იმპორტი 2014 წელსაც, როდესაც მანქანების რაოდენობა 1 054 000 იყო.
4 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, მანქანების რეგისტრაციამ 8,2%-ით მოიმატა, 2013 წელს კი - 9,1%-ით.
განსაკუთრებით 2014 წლიდან მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. ამჟამად 400 000-მდეა იმ მანქანების რიცხვი, რომელთა ასაკი 20 წელს აღემატება განაგრძეთ კითხვა