კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია წერილში, რომელიც ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილს გამოუგზავნა
რა წერია წერილში, რომელიც ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილს გამოუგზავნა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას ულო­ცავს და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის წე­რილ­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი გლო­ბა­ლუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია, რო­მე­ლიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში და წვლი­ლი შე­აქვს ევ­რო­პის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ გა­დად­გა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. გარ­წმუ­ნებთ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­მა­ვალ­შიც მხარს და­უ­ჭერს ამ ტრა­ექ­ტო­რი­ას. თქვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის­თვის, ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის ხორ­ცშეს­ხმი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საქ­მე­ში. იმე­დის თვა­ლით შევ­ყუ­რებ თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ამას­თან, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მიტ­ზე იწ­ვევს, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­ში 31 მარ­ტი­დან 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა.

"ვი­მე­დოვ­ნებ, შე­მო­მი­ერ­თდე­ბით ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წლე­ვან­დელ სა­მიტ­ზე, რათა გან­ვაგ­რძოთ რე­გი­ო­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა", - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა წერია წერილში, რომელიც ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილს გამოუგზავნა

რა წერია წერილში, რომელიც ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილს გამოუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში. იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად", - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს, რომელიც ვაშინგტონში 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაიმართება.

"ვიმედოვნებ, შემომიერთდებით ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტზე, რათა განვაგრძოთ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."