კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლთან მო­სა­მარ­თლე­თა რიგ­გა­რე­შე კონ­ფე­რენ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­თხოვ­ნაა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბის შეც­ვლა.

რო­გორც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, საბ­ჭოს არ­სე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა აგ­რძე­ლებს "სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს". ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლედ საბ­ჭოს წევ­რებ­მა და­ნიშ­ნეს, ამის მკა­ფიო მა­გა­ლი­თია.

"ევა გო­ცი­რი­ძე, კახა სოფ­რო­მა­ძე და ვახ­ტანგ თორ­დია იმის­თვის არ გამ­ხდა­რან იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რომ თბილ სა­ვარ­ძლებ­ში მო­კა­ლათ­დნენ. მათ მხა­რი და­უ­ჭი­რეს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნას და ისი­ნი უნდა წა­ვიდ­ნენ საბ­ჭო­დან", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლთან იმ­ყო­ფე­ბი­ან პლა­კა­ტე­ბით, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია რო­გორც ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, ასე­ვე იუს­ტი­ცის საბ­ჭოს სხვა წევ­რე­ბი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვთ ლო­ზუნ­გე­ბი: "გა­ე­მიჯ­ნე კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბას", "მო­ი­თხო­ვე, მო­ი­პო­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა", "მო­ი­თხო­ვე ცვლი­ლე­ბე­ბი და რე­ფორ­მე­ბი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

მართლმსაჯულების სახლთან მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, საბჭოს არსებული შემადგენლობა აგრძელებს "სააკაშვილის რეჟიმს". ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძე, რომელიც მოსამართლედ საბჭოს წევრებმა დანიშნეს, ამის მკაფიო მაგალითია.

"ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია იმისთვის არ გამხდარან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომ თბილ სავარძლებში მოკალათდნენ. მათ მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას და ისინი უნდა წავიდნენ საბჭოდან", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

აქციის მონაწილეები მართლმსაჯულების სახლთან იმყოფებიან პლაკატებით, რომელზეც გამოსახულია როგორც ლევან მურუსიძე, ასევე იუსტიცის საბჭოს სხვა წევრები.

აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი აქვთ ლოზუნგები: "გაემიჯნე კლანურ მმართველობას", "მოითხოვე, მოიპოვე დამოუკიდებლობა", "მოითხოვე ცვლილებები და რეფორმები".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."