პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდისთვის დასტაბილურება ლარის კურსი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი
როდისთვის დასტაბილურება ლარის კურსი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ლა­რის კურ­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას ვა­რა­უ­დობს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

"ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა დიდ­წი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმ უარ­ყო­ფით მო­ლო­დი­ნებ­თან, რო­მე­ლიც ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­უჩ­ნდათ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. 2015 წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით დღეს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე არ ახ­დენს გავ­ლე­ნას სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სი. უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, კურ­სის 2.4 კო­რი­დორ­ში იმ­პორ­ტი იმ რა­ო­დე­ნო­ბით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი უცხო­უ­რო სა­ვა­ლუ­ტო ნა­კა­დე­ბი არის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. მე­ო­რე ფაქ­ტო­რი არის ფუ­ლის მასა - ის მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ზღუ­დეთ. ფუ­ლის მა­სის ზრდა არის ნულ­თან ახ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად არც მო­ნე­ტა­რუ­ლი აგ­რე­გა­ტე­ბი ლა­რის კურ­სზე გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ახ­დენს გავ­ლე­ნას. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ წერ­ტი­ლო­ვან ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ გვაქვს სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა ლა­რის კურ­სის სტა­ბი­ლი­ზა­ცია და ლარი და­უბ­რუნ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ კო­რი­დორს", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის მო­რიგ ჯერ­ზე გამ­კაც­რე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თან­ხმო­ბა მთავ­რო­ბას­თან, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა ფის­კა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცი­აც", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი გა­უს­ვა, რომ მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბა ლა­რის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის უე­ბა­რი რე­ცეპ­ტი არ არის.

"მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბას აქვს სხვა ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე, მათ შო­რის ბრუნ­ვე­ბის, კერ­ძო სექ­ტორ­ში აქ­ტი­ვო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შემ­ცი­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი ზრდა პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, ექ­სპორ­ტი­სა და ტუ­რიზ­მის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას­თან.

"ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ი­მარ­თოს ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მსჯე­ლო­ბა. ვფიქ­რობთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნა ამის­თვის ძა­ლი­ან სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი ად­გი­ლია. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პირ­ვე­ლი­ვე სა­სე­სიო კვი­რა­ში მოხ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის გან­ხილ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე: გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე - მე ან­გა­რიშს არ ვა­ბა­რებ არც ბა­ტონ მე­ჭი­ა­ურს და არც ბა­ტონ ტყე­მა­ლა­ძეს, არა­მედ ვა­ბა­რებ ქარ­თველ ხალ­ხს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როდისთვის დასტაბილურება ლარის კურსი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი

როდისთვის დასტაბილურება ლარის კურსი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს. შესაბამისი განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოურო სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა - ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე გამკაცრებას არ გამორიცხავს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის დასტაბილურების უებარი რეცეპტი არ არის.

"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აქვს სხვა ბევრი უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების, კერძო სექტორში აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის შემცირება", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან.

"ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაიმართოს ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილია. ვიმედოვნებ, რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვა", - განაცხადა ქადაგიძემ.

იხილეთ ასევე: გიორგი ქადაგიძე - მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ვაბარებ ქართველ ხალხს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."