კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იგვიანებს სასწრაფო თბილისში: "თქვენ ხომ არ იცით, შიგნით რა ხდება?!"
რატომ იგვიანებს სასწრაფო თბილისში: "თქვენ ხომ არ იცით, შიგნით რა ხდება?!"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. ღო­რის გრი­პით წელს უკვე სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 100 ათას მო­სახ­ლე­ზე გრი­პის 250 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას თე­ბერ­ვალ­ში პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. ვირუ­სე­ბის სე­ზონ­ზე იმა­ტა სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბებ­მა და უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვმა, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბა­ზე ჩი­ვი­ან. პა­ცი­ენ­ტთა ნა­წი­ლი აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სას­წრა­ფოს მის­ვლას 1-2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბი­ან.

ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ინ­სულ­ტი­ა­ნი მა­მის სპაზ­მუ­რი ხვე­ლის გამო გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბა, რომ დახ­მა­რე­ბა მათ­თან ერთი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და, რის გა­მოც ექიმს უსაყ­ვე­დუ­რა. ექიმ­მა კი ოჯახს გა­ნუ­ცხა­და, რომ შე­ნიშ­ვნას ვერ მი­ი­ღებ­და: "თქვენ ხომ არ იცით, შიგ­ნით რა ხდე­ბა?!".

რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ღიად, "ფე­ის­ბუქ­ზეც" და­ა­ფიქ­სი­რა: "ორი სა­ა­თის წინ გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო სო­ლო­ლაკ­ში ძა­ლი­ან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი 22 წლის გო­გოს­თვის. 2 სა­ა­თის წინ!!!! 120 წუ­თის წინ შუა ქა­ლაქ­ში! 112-ზე ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მე­უბ­ნე­ბა იმის გარ­და, რომ "მო­დის" ან "მარ­ტო თქვენ­თან კი ვერ მო­დის, გა­დატ­ვირ­თუ­ლია". სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. კლავთ ხალ­ხს???", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლია ან­თე­ლა­ვა პი­რად გვერ­დზე.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სი­საა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლის სტა­ტუ­სი: "სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბი­დან 2:50 წუ­თის შემ­დეგ ისევ ვრე­კავ 112-ში და ისი­ნი კვლავ მპა­სუ­ხო­ბენ, რომ მალე მოვა ბრი­გა­და. გა­მო­ძა­ხე­ბა გა­ვა­უქ­მე და უბ­რა­ლოდ, კარ­გი დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­როს კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი ვთხო­ვე"; "სას­წრა­ფოს რომ იძა­ხებ და ოპე­რა­ტო­რი გე­უბ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 1 სა­ა­თი ვერ მო­ვაო, რა ჰქვია ამას?!".

AMBEBI.GE პრომ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მაკა გვა­რა­მია ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ სას­წრა­ფოს რე­სურ­სი თბი­ლი­სის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა ბრი­გა­დებს ისეთ გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე უწევთ მის­ვლა, რომ­ლებ­ზეც სას­წრა­ფო არ უნდა და­დი­ო­დეს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს სთხო­ვენ რე­ცეპ­ტის და­წე­რას, დი­აგ­ნო­ზის დას­მას, ან ისე­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის გა­წე­ვას, რაც სას­წრა­ფოს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის. მაკა გვა­რა­მი­ას ცნო­ბით, გა­სულ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბამ დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 ზა­რით მო­ი­მა­ტა.

ორი დღის წინ, თბი­ლის­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წრა­ფო 2350 მი­სა­მარ­თზე გა­ვი­და. დე­კემ­ბერ­ში დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წრა­ფო 1800-1900 მი­სა­მარ­თზე გა­დის, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1600-1700-მდე მერ­ყე­ობს.

"გუ­შინ მი­ნის­ტრმაც აღ­ნიშ­ნა, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა არ უნდა და­დი­ო­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და მსგავს გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე. არი­ან "ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი", რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად იძა­ხე­ბენ სას­წრა­ფოს. ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი "ქრო­ნი­კი", რო­მე­ლიც მხო­ლოდ წნე­ვის გა­ს­ა­სინ­ჯად გვი­რე­კავს და მხო­ლოდ იმით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, "უი, და­გი­ნა­ხეთ და უკვე კარ­გად ვართ". ზო­გა­დად, რან­ჟი­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი არის. სამ­წუ­ხა­როდ, არის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ზუს­ტად იმის გამო ხდე­ბა ეს, რომ ჩვენ რე­ა­ლუ­რად არ უნდა დავ­დი­ო­დეთ ტემ­პე­რა­ტუ­რებ­ზე და მსგავს სა­კი­თხებ­ზე. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ უნდა გავ­დი­ო­დეთ ისეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად ავა­რია, ინ­ფარ­ქტი და მსგავ­სი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ად­გილ­ზე ლო­კა­ლუ­რად უნდა ვახ­დენ­დეთ მომ­სა­ხუ­რე­ბას და თუ გა­და­საყ­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში უნდა გა­დაგ­ვყავ­დეს, თუმ­ცა ეს კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად არის. რო­დე­საც ჰი­პერ­თერ­მი­ა­ზეა ბრი­გა­და გა­სუ­ლი, ამა­სო­ბა­ში შე­მო­დის ისე­თი ზარი, სა­დაც ნამ­დვი­ლად უნდა მი­ვი­დეს სას­წრა­ფო, ბრი­გა­და აღარ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა დრო­უ­ლად მი­ვი­დეს პა­ცი­ენ­ტთან", - აღ­ნიშ­ნა მაკა გვა­რა­მი­ამ.

თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლაქ­ში 93 ბრი­გა­და მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ლო­კა­ლუ­რად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი ფი­ლი­ა­ლებ­ში.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ იგვიანებს სასწრაფო თბილისში: "თქვენ ხომ არ იცით, შიგნით რა ხდება?!"

რატომ იგვიანებს სასწრაფო თბილისში: "თქვენ ხომ არ იცით, შიგნით რა ხდება?!"

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპის 250 შემთხვევა ფიქსირდება. სპეციალისტები ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვალში პროგნოზირებენ. ვირუსების სეზონზე იმატა სასწრაფოს გამოძახებებმა და უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც სასწრაფოს დაგვიანებაზე ჩივიან. პაციენტთა ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავს და აღნიშნავს, რომ სასწრაფოს მისვლას 1-2 საათის განმავლობაში ელოდებიან.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც ინსულტიანი მამის სპაზმური ხველის გამო გამოიძახა სასწრაფო, AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვება, რომ დახმარება მათთან ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, რის გამოც ექიმს უსაყვედურა. ექიმმა კი ოჯახს განუცხადა, რომ შენიშვნას ვერ მიიღებდა: "თქვენ ხომ არ იცით, შიგნით რა ხდება?!".

რამდენიმე მოქალაქემ სასწრაფოს დაგვიანების გამო უკმაყოფილება ღიად, "ფეისბუქზეც" დააფიქსირა: "ორი საათის წინ გამოვიძახე სასწრაფო სოლოლაკში ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის გოგოსთვის. 2 საათის წინ!!!! 120 წუთის წინ შუა ქალაქში! 112-ზე ვერავინ ვერაფერს მეუბნება იმის გარდა, რომ "მოდის" ან "მარტო თქვენთან კი ვერ მოდის, გადატვირთულია". სიტყვები არ მყოფნის. კლავთ ხალხს???", - წერს ჟურნალისტი ნატალია ანთელავა პირად გვერდზე.

მსგავსი შინაარსისაა კიდევ რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებლის სტატუსი: "სასწრაფოს გამოძახებიდან 2:50 წუთის შემდეგ ისევ ვრეკავ 112-ში და ისინი კვლავ მპასუხობენ, რომ მალე მოვა ბრიგადა. გამოძახება გავაუქმე და უბრალოდ, კარგი დამკრძალავი ბიუროს კოორდინატები ვთხოვე"; "სასწრაფოს რომ იძახებ და ოპერატორი გეუბნება მინიმუმ 1 საათი ვერ მოვაო, რა ჰქვია ამას?!".

AMBEBI.GE პრომლემის გამომწვევი მიზეზებით დაინტერესდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მაკა გვარამია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასწრაფოს რესურსი თბილისისთვის აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა ბრიგადებს ისეთ გამოძახებებზე უწევთ მისვლა, რომლებზეც სასწრაფო არ უნდა დადიოდეს. მისი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმებს სთხოვენ რეცეპტის დაწერას, დიაგნოზის დასმას, ან ისეთი მანიპულაციების გაწევას, რაც სასწრაფოს კომპეტენციაში არ შედის. მაკა გვარამიას ცნობით, გასულ პერიოდთან შედარებით სასწრაფო დახმარების გამოძახებამ დღეში დაახლოებით 400 ზარით მოიმატა.

ორი დღის წინ, თბილისში 24 საათის განმავლობაში სასწრაფო 2350 მისამართზე გავიდა. დეკემბერში დღე-ღამის განმავლობაში სასწრაფო 1800-1900 მისამართზე გადის, ზაფხულის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1600-1700-მდე მერყეობს.

"გუშინ მინისტრმაც აღნიშნა, სასწრაფო დახმარება არ უნდა დადიოდეს ტემპერატურაზე და მსგავს გამოძახებებზე. არიან "ქრონიკული პაციენტები", რომლებიც მუდმივად იძახებენ სასწრაფოს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი "ქრონიკი", რომელიც მხოლოდ წნევის გასასინჯად გვირეკავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, "უი, დაგინახეთ და უკვე კარგად ვართ". ზოგადად, რანჟირებაში პრობლემები არის. სამწუხაროდ, არის დაგვიანების შემთხვევები. ზუსტად იმის გამო ხდება ეს, რომ ჩვენ რეალურად არ უნდა დავდიოდეთ ტემპერატურებზე და მსგავს საკითხებზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარება არის გადაუდებელი დახმარების ცენტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გავდიოდეთ ისეთ შემთხვევებზე, როგორიც არის მაგალითად ავარია, ინფარქტი და მსგავსი მძიმე დაავადებები. ადგილზე ლოკალურად უნდა ვახდენდეთ მომსახურებას და თუ გადასაყვანია პაციენტი კლინიკაში უნდა გადაგვყავდეს, თუმცა ეს კულტურა საქართველოში ნაკლებად არის. როდესაც ჰიპერთერმიაზეა ბრიგადა გასული, ამასობაში შემოდის ისეთი ზარი, სადაც ნამდვილად უნდა მივიდეს სასწრაფო, ბრიგადა აღარ არის თავისუფალი და არ აქვს შესაძლებლობა დროულად მივიდეს პაციენტთან", - აღნიშნა მაკა გვარამიამ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, დედაქალაქში 93 ბრიგადა მუშაობს, რომელიც ტერიტორიების მიხედვით, ლოკალურად არის განთავსებული ფილიალებში.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია