კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის ქართველი მეღვინე გოგონა, რომელმაც საკუთარი სახელი ბრენდად აქცია
22 წლის ქართველი მეღვინე გოგონა, რომელმაც საკუთარი სახელი ბრენდად აქცია

მეღ­ვი­ნე­ო­ბა და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა მისი ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­აა. მის­თვის ღვი­ნო შრო­მას­თან, ვაზ­თან და ბუ­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამ­ჟა­მად "ილი­უ­ნის" სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლობს და თვლის, რომ ამ პრო­ფე­სი­ი­სა და ღვი­ნის ბიზ­ნე­სის სინ­თე­ზი სა­ინ­ტე­რე­სოა. ფიქ­რობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და და­გეგ­მვის თვალ­საზ­რი­სით, სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა უფრო მოქ­ნი­ლი გახ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე.

22 წლის ქარ­თველ­მა მეღ­ვი­ნე ბაია აბუ­ლა­ძემ ბრენ­დი "ბა­ი­ას ღვი­ნო" ცოტა ხნის წინ შექ­მნა. "მეღ­ვი­ნე­ო­ბა და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­აა. ჩვე­ნი ვე­ნა­ხე­ბი იმე­რეთ­ში ბაღ­და­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მე­ო­რე ობ­ჩა­ში მდე­ბა­რე­ობს, ღვი­ნოც ად­გილ­ზე იყი­დე­ბო­და, თუმ­ცა ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ სხვა დატ­ვირ­თვაც მოგ­ვცა. ყვე­ლა, ვინც კი სინ­ჯავ­და, ბა­ი­ას ღვი­ნის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­და მას. ეს პრო­დუქ­ტი ჩვე­ნი ნა­წი­ლია, მაგ­რამ ბიძ­გი გვჭირ­დე­ბო­და. ეს ბიძ­გი კი პრო­ექ­ტი "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" გახ­და. შემ­დე­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნინო ზამ­ბა­ხი­ძე იყო, რომ­ლებ­მაც ვთვლი, რომ "ბა­ი­ას ღვი­ნო" გა­და­აქ­ცი­ეს ბრენ­დად", - იხ­სე­ნებს ბაია აბუ­ლა­ძე.

ქალი მეღ­ვი­ნე - რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ახალ­გაზ­რდა ქალი მეღ­ვი­ნე საკ­მა­ოდ რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. "როცა იგე­ბენ, რას ვსაქ­მი­ა­ნობ, ყვე­ლა კე­თი­ლად გა­ნე­წყო­ბა ჩემს მი­მართ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს და მგულ­შე­მატ­კივ­რობს. ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა, სწავ­ლას­თან, სამ­სა­ხურ­თან და ძმის მოვ­ლას­თან ერ­თად დიდი დრო და­ვუთ­მო ყვე­ლა დე­ტალს. მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში არ­სე­ბობს ასე­თი ტერ­მი­ნი - ტე­რუ­ა­რი - რაც მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, ღვი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბულს: თუ რო­გორ ად­გილ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი, რო­გორ უვ­ლი­ან, რო­გო­რია ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა, იმა­საც კი მო­ი­ცავს, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა რო­გო­რია, ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი ღვი­ნის გე­მო­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. მივ­ხვდი, რომ ამ სას­მელ­თან ბევ­რი რა­მეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­ვე, რო­გორც ქალ­თან, უმ­თავ­რე­სი კი მზრუნ­ვე­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია. ტე­რუ­არს ისე­ვე, რო­გორც ქალს, ყვე­ლა­ფე­რი სჭირ­დე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ღვი­ნო მხო­ლოდ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი იქ­ნე­ბა" გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Georgia's lady winemaker - Baia’s wines already on sale

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

22 წლის ქართველი მეღვინე გოგონა, რომელმაც საკუთარი სახელი ბრენდად აქცია

22 წლის ქართველი მეღვინე გოგონა, რომელმაც საკუთარი სახელი ბრენდად აქცია

მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. მისთვის ღვინო შრომასთან, ვაზთან და ბუნებასთან ასოცირდება. ამჟამად "ილიუნის" საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა. ფიქრობს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დაგეგმვის თვალსაზრისით, საჯარო პოლიტიკა ძალიან ეხმარება უფრო მოქნილი გახდეს ყოველდღიური გამოწვევების წინაშე.

22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი "ბაიას ღვინო" ცოტა ხნის წინ შექმნა. "მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ჩვენი ვენახები იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს, ღვინოც ადგილზე იყიდებოდა, თუმცა ღვინის ფესტივალებში მონაწილეობამ სხვა დატვირთვაც მოგვცა. ყველა, ვინც კი სინჯავდა, ბაიას ღვინის სახელით მოიხსენიებდა მას. ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ "ბაიას ღვინო" გადააქციეს ბრენდად", - იხსენებს ბაია აბულაძე.

ქალი მეღვინე - როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდა ქალი მეღვინე საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. "როცა იგებენ, რას ვსაქმიანობ, ყველა კეთილად განეწყობა ჩემს მიმართ, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მგულშემატკივრობს. ჩემთვის დიდი გამოწვევა, სწავლასთან, სამსახურთან და ძმის მოვლასთან ერთად დიდი დრო დავუთმო ყველა დეტალს. მეღვინეობაში არსებობს ასეთი ტერმინი - ტერუარი - რაც მოიცავს ყველაფერს, ღვინოსთან დაკავშირებულს: თუ როგორ ადგილზეა გაშენებული ვენახი, როგორ უვლიან, როგორია ტემპერატურა და ტენიანობა, იმასაც კი მოიცავს, ადგილობრივი თვითმმართველობა როგორია, ყველა კომპონენტი ღვინის გემოზე ახდენს გავლენას. მივხვდი, რომ ამ სასმელთან ბევრი რამეა დაკავშირებული ისევე, როგორც ქალთან, უმთავრესი კი მზრუნველობა და სიყვარულია. ტერუარს ისევე, როგორც ქალს, ყველაფერი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ღვინო მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი იქნება" განაგრძეთ კითხვა

Georgia's lady winemaker - Baia’s wines already on sale

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია