კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგიული მედია - ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმებს არ იხდიან
ნორვეგიული მედია - ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმებს არ იხდიან

ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი პარ­კინ­გის ჯა­რი­მე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბით ნორ­ვე­გი­ა­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ლი­დე­რო­ბენ, - ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ნორ­ვე­გი­უ­ლი Osloby ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ა­პორ­ტა­ლის ცნო­ბით, 5 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ნორ­ვე­გი­ა­ში პარ­კინ­გის ჯა­რი­მის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო 101 850 კრო­ნის ოდე­ნო­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 27 500 ლარს შე­ად­გენს.

"სამ­შა­ბათს, ოს­ლო­ში მდე­ბა­რე უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებს პარ­კინ­გის ჯა­რი­მის სა­ხით 307 500 კრო­ნის ოდე­ნო­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­დათ. ამ სიის სა­თა­ვე­ში პა­ტა­რა რეს­პუბ­ლი­კა მო­ექ­ცა", - წერს Osloby.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებს, პორ­ტა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე ად­გილს მა­რო­კოს სა­ელ­ჩო (30 150 კრო­ნი), მე­სა­მეს - ვი­ეტ­ნა­მის (25 600 კრო­ნი), ხოლო მე­ო­თხეს - ერა­ყის სა­ელ­ჩო (22 800 კრო­ნი) იკა­ვებს.

"ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს, სა­დაც ქალ­ბა­ტონს ვე­სა­უბ­რეთ. რო­გორც მან გვი­თხრა, ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და პი­რა­დად ის ავ­ტო­მო­ბილ­საც არ მარ­თავს. ამის შემ­დეგ სა­ელ­ჩოს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით მივ­მარ­თეთ და მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ ისი­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბენ", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოს­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პარ­კი­რე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად იბ­რძვის, თუმ­ცა რად­გან უცხო­ურ სა­ელ­ჩო­ებს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი იცავს, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ვერ ახერ­ხებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნორვეგიული მედია - ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმებს არ იხდიან

ნორვეგიული მედია - ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმებს არ იხდიან

ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ, - ამის თაობაზე ინფორმაციას ნორვეგიული Osloby ავრცელებს.

მედიაპორტალის ცნობით, 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც დაახლოებით 27 500 ლარს შეადგენს.

"სამშაბათს, ოსლოში მდებარე უცხო ქვეყნების საელჩოებს პარკინგის ჯარიმის სახით 307 500 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდათ. ამ სიის სათავეში პატარა რესპუბლიკა მოექცა", - წერს Osloby.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პორტალის ინფორმაციით, მეორე ადგილს მაროკოს საელჩო (30 150 კრონი), მესამეს - ვიეტნამის (25 600 კრონი), ხოლო მეოთხეს - ერაყის საელჩო (22 800 კრონი) იკავებს.

"ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს, სადაც ქალბატონს ვესაუბრეთ. როგორც მან გვითხრა, ჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და პირადად ის ავტომობილსაც არ მართავს. ამის შემდეგ საელჩოს ელექტრონული ფოსტით მივმართეთ და მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ინფორმირებულები არიან და აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ", - წერს სტატიის ავტორი.

გამოცემის ცნობით, ოსლოს ხელისუფლება პარკირების მოსაწესრიგებლად იბრძვის, თუმცა რადგან უცხოურ საელჩოებს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, ადგილობრივი მთავრობა პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა