კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რძლის უმძრახობის წესი - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ
რძლის უმძრახობის წესი - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ

მარ­თა­ლია, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თველ და ოს ხალ­ხს ერ­თმა­ნეთ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გვა­კავ­ში­რებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ბევ­რი რამ არ ვი­ცით ოსუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ადათ-წე­სე­ბის შე­სა­ხებ. მით უმე­ტეს, ნაკ­ლე­ბად ვერ­კვე­ვით იმ ყო­ფა­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში, რა­შიც ეთ­ნი­კუ­რად ოსი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცხოვ­რობს.

თე­მით AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის შე­სა­ხებ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფა­ზე, ეთ­ნი­კუ­რად ოსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ებ­სა და შე­მორ­ჩე­ნილ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე, კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ნაშ­ვი­ლი და ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნა­ი­რა ბე­პი­ე­ვი AMBEBI.GE-ს ესა­უბრნენ.

გი­ორ­გი კა­ნაშ­ვი­ლის თქმით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და­სა­ხე­ლე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სან­დო რი­ცხვი არა­უ­მე­ტეს 50 000 მო­სახ­ლეა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ცხინ­ვალ­სა და მის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ყო­ფილ ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში, ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში, ომის, ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დე­ბის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლე­ბის ხვედ­რი­თი წილი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ახალ­გორ­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით, 1 500 კაც­ზე. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბოლო დროს მზარ­დი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფია ქვე­მო ქარ­თლი­დან ჩა­სუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტამ­დე თუ მას შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა გზით მოხ­ვდნენ იქ. ისი­ნი სა­ვაჭ­რო სეგ­მენ­ტში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ინ­ტეგ­რი­რე­ბა ოსურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ბევ­რმა ის­წავ­ლა ოსუ­რი ენა, შე­იქ­მნა შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი.

"ზო­გა­დად, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბის რი­ცხვი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე დიდი იყო. ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ნე­ბის­მი­ერ ოჯახ­ში ერთი წევ­რი მა­ინც ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლია. შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი იქ­მნე­ბა ახ­ლაც, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად.

მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცია სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მი­დი­ან რუ­სეთ­ში ან ჩრდი­ლო ოსეთ­ში, რო­გორც წესი, უკან აღარ ბრუნ­დე­ბი­ან. ამის­თვის მათ არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია არ აქვთ. სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა, რე­ა­ლუ­რად, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას, რად­გან ახალ­გაზ­რდა, აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ე­დი­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კა­ნაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ოსუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა კავ­კა­სი­ურ ხალ­ხთა­გან გან­სხვა­ვე­ბით, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ტრა­დი­ცი­უ­ლია. ქალი ოსეთ­ში ყო­ველ­თვის საკ­მა­ოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. დღე­საც ისი­ნი ასე თუ ისე ჩარ­თუ­ლი არი­ან პო­ლი­ტი­კურ სპექტრსა თუ სა­მო­ქა­ლა­ქო სეგ­მენ­ტში. თუმ­ცა ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით ან მათი რო­ლის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით სამ­ხრეთ ოსეთ­ში მუ­შა­ო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სო­რის ნა­ი­რა ბე­პი­ე­ვას თქმით, ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დიგ­ვერდ თა­ნა­ცხოვ­რობ­დნენ. სწო­რედ ამი­ტომ მათ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ში ბევ­რი რამ სა­ერ­თოა. თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბიც იკ­ვე­თე­ბა.

"ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ოსე­ბის ფოლკ­ლო­რი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ეთ­ნო­კულ­ტუ­რა, ეთ­ნოფ­სი­ქო­ლო­გია მსგავ­სია, მაგ­რამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი აქაც ფიქ­სირ­დე­ბა. ოსე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია და მათი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია მუს­ლი­მი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის წესი, რაც მარ­თლმა­დი­დებ­ლებს აქვთ, მკვიდ­რად არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსეთ­შიც.

ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ოსე­ბი ძვე­ლით ახალ წელს უფრო მე­ტად აღ­ნიშ­ნა­ვენ. ოსე­ბის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია ვას­ტირ­ჯი. მარ­თა­ლია, ვას­ტირ­ჯი მი­თო­ლო­გი­ი­და­ნაა, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის წმინ­და გი­ორ­გის ტრანსკრიპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხეა. ვას­ტირ­ჯი ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი წმინ­და­ნია, რო­მე­ლიც მა­მა­კაც­თა და მგზავ­რთა მფარ­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­დი­ცი­ებს, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის ცე­ცხლის დან­თე­ბის ტრა­დი­ცია, აღ­ნიშ­ნუ­ლი წესი დღე­საც შე­მორ­ჩე­ნი­ლია. ასე­ვე მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლა­ვას­კა­ნაც. ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, გა­ა­წყო­ბენ სუფ­რას, რო­მე­ლიც მი­ძღვნი­ლია გარ­დაც­ვლი­ლის­თვის, მას­ზე და­წყო­ბილ კერ­ძებს კი მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს მი­ირ­თმე­ვენ".

ნა­ი­რა ბე­პი­ე­ვას თქმით, ოსეთ­ში მკაც­რად არის და­ცუ­ლი უმ­ცროს-უფ­რო­სო­ბა.

"თუ უფ­რო­სი სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობს, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ფეხ­ზე დგე­ბა. უფ­რო­სის წი­ნა­შე მოკ­რძა­ლე­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე შე­მორ­ჩე­ნი­ლია რძლის უმძრა­ხო­ბის წესი, - რძა­ლი მო­რი­დე­ბის ნიშ­ნად არ ელა­პა­რა­კე­ბა მა­მამ­თილს. ეს პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა", - აღ­ნიშ­ნავს ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რძლის უმძრახობის წესი - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ

რძლის უმძრახობის წესი - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ

მართალია, ეთნიკურად ქართველ და ოს ხალხს ერთმანეთთან თანაცხოვრებისა და ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვაკავშირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ოსური ტრადიციების, ადათ-წესების შესახებ. მით უმეტეს, ნაკლებად ვერკვევით იმ ყოფასა და დღევანდელობაში, რაშიც ეთნიკურად ოსი საზოგადოება ცხოვრობს.

თემით AMBEBI.GE დაინტერესდა. ჩვენ შევეცადეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ თქვენთვის საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები შეგვეგროვებინა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანამედროვე ყოფაზე, ეთნიკურად ოსი საზოგადოების ტრადიციებსა და შემორჩენილ წეს-ჩვეულებებზე, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი AMBEBI.GE-ს ესაუბრნენ.

გიორგი კანაშვილის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რაოდენობის დასახელებისას რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის ყველაზე სანდო რიცხვი არაუმეტეს 50 000 მოსახლეა. ადგილობრივი მოსახლეობა კონცენტრირებულია ცხინვალსა და მის გარშემო ტერიტორიაზე.

ყოფილ ავტონომიურ ოლქში, ლიახვის ხეობის მიმდებარე სოფლებში, ომის, ეთნიკური წმენდების შემდეგ, ქართველების ხვედრითი წილი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეთნიკურად ქართველები ძირითადად ახალგორში ცხოვრობენ. საუბარია დაახლოებით, 1 500 კაცზე. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ბოლო დროს მზარდი ეთნიკური ჯგუფია ქვემო ქართლიდან ჩასული აზერბაიჯანელები, რომლებიც კონფლიქტამდე თუ მას შემდეგ, სხვადასხვა გზით მოხვდნენ იქ. ისინი სავაჭრო სეგმენტში არიან დასაქმებულები და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მათი ინტეგრირება ოსურ საზოგადოებასთან. ბევრმა ისწავლა ოსური ენა, შეიქმნა შერეული ოჯახები.

"ზოგადად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შერეული ოჯახების რიცხვი საკმაოდ მაღალია. მთელ საბჭოთა კავშირში ქართველებსა და ოსებს შორის ქორწინებების რაოდენობა პროცენტულად ყველაზე დიდი იყო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნებისმიერ ოჯახში ერთი წევრი მაინც ეთნიკურად ქართველია. შერეული ოჯახები იქმნება ახლაც, მაგრამ იშვიათად.

მოსახლეობის მიგრაცია სერიოზული პრობლემაა. ახალგაზრდები, რომლებიც ძირითადად მიდიან რუსეთში ან ჩრდილო ოსეთში, როგორც წესი, უკან აღარ ბრუნდებიან. ამისთვის მათ არანაირი მოტივაცია არ აქვთ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, რეალურად, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ახალგაზრდა, აქტიური ნაწილი ყოველწლიურად გაედინება", - აღნიშნავს გიორგი კანაშვილი.

მისი თქმით, ოსური საზოგადოება სხვა კავკასიურ ხალხთაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად ტრადიციულია. ქალი ოსეთში ყოველთვის საკმაოდ თავისუფალი იყო. დღესაც ისინი ასე თუ ისე ჩართული არიან პოლიტიკურ სპექტრსა თუ სამოქალაქო სეგმენტში. თუმცა ქალის უფლებების დაცვის კუთხით ან მათი როლის გაზრდის თვალსაზრისით სამხრეთ ოსეთში მუშაობა არ მიმდინარეობს.

ფილოლოგიის დოქტორის, პროფესორის ნაირა ბეპიევას თქმით, ქართველები და ოსები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ თანაცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომ მათ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებში ბევრი რამ საერთოა. თუმცა გარკვეული ინდივიდუალური ნიშნებიც იკვეთება.

"ქართველებისა და ოსების ფოლკლორი, ტრადიციები, ეთნოკულტურა, ეთნოფსიქოლოგია მსგავსია, მაგრამ ინდივიდუალიზმი აქაც ფიქსირდება. ოსების უმრავლესობა მართლმადიდებელია და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია მუსლიმი. შესაბამისად, ყველა ის წესი, რაც მართლმადიდებლებს აქვთ, მკვიდრად არის შენარჩუნებული სამხრეთ ოსეთშიც.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოსები ძველით ახალ წელს უფრო მეტად აღნიშნავენ. ოსებისთვის გამორჩეული დღესასწაულია ვასტირჯი. მართალია, ვასტირჯი მითოლოგიიდანაა, მაგრამ როგორც ამბობენ, ის წმინდა გიორგის ტრანსკრიპტირებული სახეა. ვასტირჯი ცხენზე ამხედრებული წმინდანია, რომელიც მამაკაცთა და მგზავრთა მფარველად მიიჩნევა.

რაც შეეხება ტრადიციებს, მათთვის მნიშვნელოვანია მიცვალებულისთვის ცეცხლის დანთების ტრადიცია, აღნიშნული წესი დღესაც შემორჩენილია. ასევე მიცვალებულებთან დაკავშირებულია ლავასკანაც. ტრადიციის მიხედვით, გააწყობენ სუფრას, რომელიც მიძღვნილია გარდაცვლილისთვის, მასზე დაწყობილ კერძებს კი მხოლოდ მეორე დღეს მიირთმევენ".

ნაირა ბეპიევას თქმით, ოსეთში მკაცრად არის დაცული უმცროს-უფროსობა.

"თუ უფროსი სადღეგრძელოს ამბობს, ყველა ახალგაზრდა ფეხზე დგება. უფროსის წინაშე მოკრძალება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე შემორჩენილია რძლის უმძრახობის წესი, - რძალი მორიდების ნიშნად არ ელაპარაკება მამამთილს. ეს პატივისცემის გამოხატულებაა", - აღნიშნავს ფილოლოგიის დოქტორი.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება