მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?
პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?

ბოლო დროს საკ­მა­ოდ გახ­შირ­და ხმე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან გო­გო­ნე­ბი მი­დი­ან ჩი­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ, კერ­ძოდ მო­დე­ლე­ბად, თუმ­ცა ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი ვერ იხ­სე­ნე­ბენ რო­მე­ლი­მე ქარ­თველს, ჩი­ნეთ­ში სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა აე­წყო და რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია, - იუ­წყე­ბა გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი" სტა­ტი­ა­ში - "ვის და რა მიზ­ნით მიჰ­ყვს ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი ჩი­ნეთ­ში?" გა­მო­ცე­მა მკი­თხველს კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან" ინ­ტერ­ვი­უს სთა­ვა­ზობს; აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ა­ლი­ცია აცხა­დებს, რომ ამ საქ­მე­ზე მათ მოკ­ვლე­ვა აქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ნი­კო­ლოზ ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი, კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა":

- ჩვენ დახ­მა­რე­ბის­თვის მოგ­ვმარ­თა ორმა გო­გო­ნამ. მათ არ სურ­დათ ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ამით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რებ­თან. დე­ტა­ლუ­რად გაგ­ვი­შიფ­რეს სქე­მა, რო­გორ მიჰ­ყავთ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი ჩი­ნეთ­ში ვი­თომ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის აწყო­ბის მიზ­ნით, რე­ა­ლუ­რად კი მო­ნურ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფე­ბენ და აი­ძუ­ლე­ბენ, პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კავ­დნენ. ყვე­ლა­ზე ვერ ვი­ტყვი, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მი­დის და თან­ხმო­ბას აცხა­დებს ასეთ მუ­შა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი მო­ტყუ­ე­ბით ჩაჰ­ყავთ.

"პრა­იმ ტა­ი­მი": ჩვენც ვცა­დეთ, ერთ-ერთ სა­ა­გენ­ტოს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით, რო­მე­ლიც გო­გო­ნებს ჩი­ნეთ­ში მო­დე­ლად და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს, თუმ­ცა მის კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნით... იუ­რი­დი­უ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი?

ნი­კო­ლოზ ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი, კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა": რა თქმა უნდა, არა. ეს ვი­თომ სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იუ­რი­დი­უ­ლად არ არ­სე­ბო­ბენ. არც სა­ჯა­რო რე­ესტრში არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი და, შე­სა­ბა­მი­სად, არც რა­ი­მე გა­და­სა­ხადს იხ­დი­ან. უბ­რა­ლოდ, და­ირ­ქვეს სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო და ეწე­ვი­ან საკ­მა­ოდ სა­ეჭ­ვო, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას. ზოგ მათ­განს "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს რა­ღაც მი­სა­მარ­თი, თუმ­ცა ად­გილ­ზე გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­იკრვა, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე არა­ნა­ი­რი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

"პრა­იმ ტა­ი­მი": რა პი­რო­ბით თან­ხმდე­ბი­ან გო­გო­ნე­ბი ჩი­ნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას?

ნი­კო­ლოზ ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი, კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა": ეუბ­ნე­ბი­ან, რომ იქ აუ­წყო­ბენ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იქ­ნე­ბი­ან ბი­ნით, საკ­ვე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რით. სთა­ვა­ზო­ბენ ან ფო­ტო­მო­დე­ლო­ბას, ან ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მოს­ვლას. ასე რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნიც წა­იყ­ვა­ნეს. მე მქონ­და სა­უ­ბა­რი რუს­თავ­ში მცხოვ­რებ 17 წლის გო­გო­ნას­თან, რომ­ლის მი­მარ­თაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, უფრო სწო­რად იყო მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა ნას­ვა­მი ჩი­ნე­ლი მა­მა­კა­ცის მიერ.

"პრა­იმ ტა­ი­მი": და რო­გორ აღ­წე­რენ ეს გო­გო­ნე­ბი იქ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას? რა დახ­ვდათ რე­ა­ლუ­რად?

ნი­კო­ლოზ ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი, კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა": რე­ა­ლუ­რად ასე­თი სუ­რა­თი ხვდე­ბათ: სხე­დან რა­ღაც შე­ნო­ბა­ში, კერ­ძოდ კლუბ­ში. შე­დი­ან მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ჩე­ვენ ამ გო­გო­ნებს, შეჰ­ყავთ გან­ცალკ­ვე­ბულ ოთა­ხებ­ში და ქარ­თველ გო­გო­ნებს ევა­ლე­ბათ მათი გარ­თო­ბა. მო­აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სას­მე­ლი, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე უნდა და­ლი­ონ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან. იქ შუ­ა­მა­ვა­ლი გახ­ლდათ ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ე.წ. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან. რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნამ მო­ა­ხერ­ხა თა­ვის დაღ­წე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ დახ­მა­რე­ბის­თვის მოგ­ვმარ­თა.

"პრა­იმ ტა­ი­მი": არას­რულ­წლო­ვა­ნი ახ­სე­ნე და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოხ­და მისი ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნა?

ნი­კო­ლოზ ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი, კო­ა­ლი­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა": სა­ვა­რა­უ­დოდ, მშობ­ლე­ბი დას­თან­ხმდნენ იმ პი­რო­ბებს, რო­მელ­საც ე.წ. სა­ა­გენ­ტო სა­თა­ვა­ზობ­დათ, ანუ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში კა­რი­ე­რის აწყო­ბას და ყო­ველ­გვარ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. რე­ა­ლუ­რად კი, მათ ჩა­მო­არ­თვეს პას­პორ­ტე­ბი, არ აძ­ლევ­დნენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. სხვა­თა შო­რის, მათ შო­რის, ვინც სა­კუ­თა­რი ნე­ბით მი­დის ასეთ სა­მუ­შა­ო­ზე, არი­ან ბი­ჭე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფუ­ლის ნაც­ვლად მზად არი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ ქალ­ბა­ტო­ნებს.

- სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თუ მი­მარ­თეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა?

- მე უკვე მივ­მარ­თე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. ფაქ­ტია, რომ სა­ხე­ზეა მრა­ვალ­მხრი­ვი და­ნა­შა­უ­ლი. ერთი, რომ პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თვას აი­ძუ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, მე­ო­რე ის, რომ ქვეყ­ნი­დან გაჰ­ყავთ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და რა ხდე­ბა იქ, კი­დევ გა­მო­საკ­ვლე­ვია. რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, ეს არის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შავი ბიზ­ნე­სი. იქ ამ გო­გო­ნე­ბის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თვით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, გარ­კვე­ულ ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს შეს­წავ­ლი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს თან­ხა ერი­ცხე­ბა იმ "სა­ა­გენ­ტოს", რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო მათი გამ­გზავ­რე­ბა. ასე­თი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მოქ­მე­დებს თბი­ლის­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ასე­თი ვი­თომ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ადა­მი­ა­ნე­ბის ვაჭ­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, აიკ­რძა­ლოს და მათ მი­მართ და­წეს­დეს სან­ქცი­ე­ბი. მეტ­საც გე­ტყვით, რამ­დე­ნი­მე ასე­თი სა­ა­გენ­ტოს უკან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც იკ­ვე­თე­ბი­ან.

მი­რი­ან ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?

ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ხმები, რომ საქართველოდან გოგონები მიდიან ჩინეთში სამუშაოდ, კერძოდ მოდელებად, თუმცა ამ სფეროს წარმომადგენლებიც კი ვერ იხსენებენ რომელიმე ქართველს, ჩინეთში სამოდელო კარიერა აეწყო და რაიმე წარმატებისთვის მიეღწია, - იუწყება გაზეთი "პრაიმტაიმი" სტატიაში - "ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?" გამოცემა მკითხველს კოალიცია "საზოგადოებრივ ინიციატივასთან" ინტერვიუს სთავაზობს; აღნიშნული კოალიცია აცხადებს, რომ ამ საქმეზე მათ მოკვლევა აქვთ ჩატარებული.

ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა":

- ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართა ორმა გოგონამ. მათ არ სურდათ ვინაობის გამხელა, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ამით პრობლემები შეექმნათ, მათ შორის ოჯახის წევრებთან. დეტალურად გაგვიშიფრეს სქემა, როგორ მიჰყავთ ქართველი გოგონები ჩინეთში ვითომ სამოდელო კარიერის აწყობის მიზნით, რეალურად კი მონურ პირობებში ამყოფებენ და აიძულებენ, პროსტიტუციით დაკავდნენ. ყველაზე ვერ ვიტყვი, არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი სურვილით მიდის და თანხმობას აცხადებს ასეთ მუშაობაზე, თუმცა, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი ნაწილი მოტყუებით ჩაჰყავთ.

"პრაიმ ტაიმი": ჩვენც ვცადეთ, ერთ-ერთ სააგენტოს დავკავშირებოდით, რომელიც გოგონებს ჩინეთში მოდელად დასაქმებას სთავაზობს, თუმცა მის კვალს ვერსად მივაგენით... იურიდიულად დარეგისტრირებულნი არიან ეს ორგანიზაციები?

ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა": რა თქმა უნდა, არა. ეს ვითომ სააგენტოები იურიდიულად არ არსებობენ. არც საჯარო რეესტრში არიან რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, არც რაიმე გადასახადს იხდიან. უბრალოდ, დაირქვეს სამოდელო სააგენტო და ეწევიან საკმაოდ საეჭვო, დანაშაულებრივ საქმიანობას. ზოგ მათგანს "ფეისბუკის" გვერდზე მითითებული აქვს რაღაც მისამართი, თუმცა ადგილზე გადამოწმების შედეგად გაიკრვა, რომ აღნიშნულ მისამართზე არანაირი სამოდელო სააგენტო არ ფუნქციონირებს.

"პრაიმ ტაიმი": რა პირობით თანხმდებიან გოგონები ჩინეთში გამგზავრებას?

ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა": ეუბნებიან, რომ იქ აუწყობენ სამოდელო კარიერას, უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით, საკვებით და შესაბამისი სამსახურით. სთავაზობენ ან ფოტომოდელობას, ან ჩვენებებზე გამოსვლას. ასე რამდენიმე არასრულწლოვანიც წაიყვანეს. მე მქონდა საუბარი რუსთავში მცხოვრებ 17 წლის გოგონასთან, რომლის მიმართაც სექსუალური ძალადობა განხორციელდა, უფრო სწორად იყო მისი გაუპატიურების მცდელობა ნასვამი ჩინელი მამაკაცის მიერ.

"პრაიმ ტაიმი": და როგორ აღწერენ ეს გოგონები იქ არსებულ სიტუაციას? რა დახვდათ რეალურად?

ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა": რეალურად ასეთი სურათი ხვდებათ: სხედან რაღაც შენობაში, კერძოდ კლუბში. შედიან მამაკაცები, რომლებიც არჩევენ ამ გოგონებს, შეჰყავთ განცალკვებულ ოთახებში და ქართველ გოგონებს ევალებათ მათი გართობა. მოაქვთ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი სასმელი, რომელიც ბოლომდე უნდა დალიონ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ფიზიკურად უსწორდებიან. იქ შუამავალი გახლდათ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში არსებულ ე.წ. სამოდელო სააგენტოებთან. რამდენიმე გოგონამ მოახერხა თავის დაღწევა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დახმარებისთვის მოგვმართა.

"პრაიმ ტაიმი":  არასრულწლოვანი ახსენე და საინტერესოა, როგორ მოხდა მისი ქვეყნიდან გაყვანა?

ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა": სავარაუდოდ, მშობლები დასთანხმდნენ იმ პირობებს, რომელსაც ე.წ. სააგენტო სათავაზობდათ, ანუ სამოდელო სფეროში კარიერის აწყობას და ყოველგვარ უზრუნველყოფას. რეალურად კი, მათ ჩამოართვეს პასპორტები, არ აძლევდნენ კომუნიკაციის საშუალებას. სხვათა შორის, მათ შორის, ვინც საკუთარი ნებით მიდის ასეთ სამუშაოზე, არიან ბიჭებიც, რომლებიც ფულის ნაცვლად მზად არიან სექსუალური მომსახურება გაუწიონ ქალბატონებს.

- სამართალდამცავებს თუ მიმართეს დაზარალებულებმა?

- მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტია, რომ სახეზეა მრავალმხრივი დანაშაული. ერთი, რომ პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ ადამიანებს, მეორე ის, რომ ქვეყნიდან გაჰყავთ არასრულწლოვნები და რა ხდება იქ, კიდევ გამოსაკვლევია. როგორც იკვეთება, ეს არის საკმაოდ სერიოზული შავი ბიზნესი. იქ ამ გოგონების პროსტიტუციაში ჩართვით გამომუშავებული თანხის ნაწილი საქართველოში, გარკვეულ ანგარიშზე ირიცხება, რაც აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი. სავარაუდოდ, ეს თანხა ერიცხება იმ "სააგენტოს", რომელმაც უზრუნველყო მათი გამგზავრება. ასეთი რამდენიმე კომპანია მოქმედებს თბილისში. ჩვენი მიზანია, ასეთი ვითომ სამოდელო სააგენტოები, რომლებიც რეალურად ადამიანების ვაჭრობით არიან დაკავებულნი, აიკრძალოს და მათ მიმართ დაწესდეს სანქციები. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე ასეთი სააგენტოს უკან საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი სახეებიც იკვეთებიან.

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

"ასავალ-დასავალის" კრიტიკული წერილი "კომედი შოუს" მოშიმშილე ირმა ინაშვილის პაროდიის გამო