ISIS-ის სახელით გავრცელებულ მიმართვაში მონაწილე ოთხივე პირის ვინაობა ცნობილია.
პირი, რომლის საუბარითაც ვიდეომიმართვა იწყება, 1993 წელს დაბადებული ხვიჩა გობაძეა.
დანარჩენი სამი პირი, არსებული ინფორმაციით, ბადრი ირემაძე, მამუკა ანთაძე და რობიკო პაქსაძე არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულია.
როგორც სუს-ში აცხადებენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეოებსა და საიტებზე დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
არის თუ არა საქართველოს მხრიდან დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიღებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ.
ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.
ნახეთ დეტალები თეგზე #მიმართვა ქართველ ხალხს ISIS-ის სახელით